LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რუსთავი საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონი გახდა

რუსთავი საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონი გახდა

დაპოსტა 2021/05/28-ში
A A
58
ნახვა
გაზიარება

რუსთავის გუნდმა საქართველოს ჩემპიონობა 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.

ანატოლი ბოისას მთავარი მწვრთნელობით, რომელსაც ასისტენტობას მიხეილ ბერუაშვილი და ზურა მაჭავარიანი უწევდნენ,  გუნდმა ფინალური სერიის მე-3 მატჩიც მოუგო “ცხუმ-აფხაზეთს” და 2010 წლის შემდეგ, პირველად, სუპერლიგის ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონობის მომტან მატჩში რუსთაველებს სუპერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა მაიკ დევისმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა. 30 ქულით ბომბარდირი მალიქ უაითი გახდა, ჯილან ვაშინგტონის ანგარიშზე კი 17 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი აღმოჩნდა. ცხუმ-აფხაზეთში 22 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 21 ქულა ჯოშუა მაკფოლმა მიითვალა, ტაილერ გრინის ანგარიშზე კი 17 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.

დაჯილდოების ცერემონიალზე ცნობილი გახდა 2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე – MVP.  ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სუპერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა, სუპერლიგის მსაჯთა კოლეგიამ და კომისრებმა მიიღეს, გაიმარჯვა რუსთავის გუნდის მოთამაშემ, მაიკლ დევისმა.

მაიკლ დევისს MVP-ის თასი გადასცა საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის თავჯდომარემ, ლაშა გამყრელიძემ.

სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი გახდა ანატოლი ბოისა,რომელსაც ცნობილი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის თასი გადაეცა. ანატოლი ბოისა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვა.

საქართველოს კალაბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა სპონსორმა, კომპანია „აჭარაბეთმა”  სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშისთვის და სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელისთვის დააწესა ფულადი პრიზი, თითოეულს გადასცემს 3000 ლარს.

სუპერლიგის მე-2 ადგილის მფლობელი გახდა საკალათბურთო გუნდი „ცხუმ-აფხაზეთი“, რომელიც ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს ვეტერანმა კალათბურთელებმა – გივი ბიჭიაშვილმა და ვლადიმერ ძიძიგურმა.

2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის ჩემპიონი „რუსთავი” ოქროს მედლებით დააჯილდოვეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანმა – გიორგი ქართველიშვილმა და ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

„ვულოცავ სუპერლიგის მონაწილე გუნდებს 2020-2021 წლების სეზონის დასრულებას. სასიხარულოა, რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევა, რათა წლევანდელი საკალათბურთო სეზონი ჩატარებულიყო.

მივულოცავ სუპერლიგის გამარჯვებულ რუსთავის გუნდს, მის ხელმძღვანელობას და მოთამაშეებს. ასევე, ყველა გულშემატკივარს და სპონსორებს, რომლებიც გვერდში უდგანან ქართულ კალათბურთს. განსაკუთრებით დიდ მადლობას გადავუხდი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურ სპონსორს, კომპანია „აჭარაბეთს“, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის პირველივე დღიდანვე ჩაერთო კალათბურთში და მოთამაშეებთან ერთად უამრავი აქტივობა განახორციელა. ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი და დიდი სტიმულია მოთამაშეებისთვის და ჩვენი ფედერაციისთვის, მით უფრო რომ წინ უმაღლესი რანგის ღონისძიების, ევრობასკეტ 2022-ის მასპინძლობა გველოდება.

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის განმავლობაში გულშემატკივარი ვერ ესწრებოდა ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს, დასაფასებელია, რომ ჩვენი სპონსორები პანდემიის პირობებშიც უჭერდნენ მხარს ქართულ კალათბურთს და მთლიანად სპორტს. იმედია, გულშემატკივრები დაბრუნდებიან დარბაზებში ეროვნულ ჩემპიონატებზე, რადგან ისინი პანდემიამდეც ძალიან აკლდნენ, როგორც კალათბურთის, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობის შიდა ჩემპიონატებს და მათი მხარდაჭერა მოთამაშეებისთვის დიდი მოტივაციაა.“-განაცხადა საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ.

 

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

“სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის, “ქართული ოცნება“ ცდილობს, დაასამაროს დემოკრატია, ასევე, სამარცხვინოა, რომ გახარიას პარტია კეკლუცობს” – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა, რაშიაც “ქართული ოცნება” ამყოფებს ქვეყანას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა დღეში ჩააყენა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლო, როგორ ასამარებს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქვეყანაში ,...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5978 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვის უმზადებს დიდ სიურპრიზს ოქტომბრის ბოლო კვირა – ასტროლოგები ზოდიაქოს სამ ნიშანს ასახელებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ოქტომბრის ბოლო კვირა სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის შესაძლოა მოულოდნელი სასიამოვნო ცვლილებების პერიოდი აღმოჩნდეს! კურო: შესაძლოა, მიიღოთ სიახლე, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. ფინანსურ საკითხებში ან პირად ცხოვრებაში მოულოდნელმა შესაძლებლობამ თქვენი განწყობა საგრძნობლად...

დაწვრილებითDetails

მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ 60 წლის კაცს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

მამუკა მანიას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა — ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 60 წლის მსჯავრდებულის საქმეზე დასკვნითი პროცესი დასრულდა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ გადაწყვეტილება მიიღო. მამუკა მანიას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას...

დაწვრილებითDetails

3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
თავის ტკივილი და გამომწვევი მიზეზები
მთავარი

თავის ტკივილი 200-ზე მეტი დაავადების სიმპტომია. ზოგიერთი სახის თავის ტკივილი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, მაგალითად შაკიკი. ასე რომ, ადამიანი მემკვიდრეობით იღებს გარკვეულ გენებს, რომლებიც გარკვეულ გარემოებებში იწვევს თავის ტკივილის შეტევებს. შაკიკი...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა
მთავარი

ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც მგზავრებს ტრანსპორტით გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში თანხის დაბრუნებას გაუმარტივებს. ახალი წესების თანახმად, მგზავრებს თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნა სტანდარტული ფორმის საშუალებით შეეძლებათ. რეგულაციას მხარი 652-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული...

დაწვრილებითDetails

“ვადაგასული სურსათი გამოავლინეს” – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერეს შპს ,,ილოვატო-111“-ის (ს/კ 445629053) პურის საცხობს, სადაც გამოვლინდა კრიტიკული...

დაწვრილებითDetails

„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება
მთავარი

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამძიმრის წერილი გაავრცელა „დინამო თბილისმა“, სადაც ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება: „საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი გუნდის ყოფილი...

დაწვრილებითDetails

რუსეთთან ურთიერთობებში რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის „რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება“. კერძოდ, ამით კობახიძემ უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"