რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ დატოვა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირად ექიმს ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პენიტენციურ დაწესებულებასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ჩალაძეც იმყოფებიდა, რომელსაც სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უნდა გაეჟღერებინა, თუმცა ჩალაძემ და ყიფშიძემ რუსთავის ციხის ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს.
მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს კომენტარი არც დაწესებულებაში შესვლისას გაუკეთებია










