რუსეთი, ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივი ყოვლისმომცველი და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინი, ჩრდილოეთ კორეის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით კიმ ჩენ ინისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ მჭიდრო კავშირების განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და კორეის ნახევარკუძულსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში უსაფრთხოების განმტკიცებას დაეხმარება.
პუტინისთვის გაგზავნილ წერილში კი, კიმ ჩენ ინი წერს, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის მეგობრობას საფუძველი, მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიაზე გამარჯვებით ჩაეყარა.
ივლისში ჩრდილოეთ კორეა იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელმაც ოფიციალურად აღიარა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ორი რეგიონი აღმოსავლეთ უკრაინაში.
საპასუხოდ, უკრაინამ, რომელიც ებრძვის რუსეთის შეჭრას მის ტერიტორიაზე, შეწყვიტა ყველა დიპლომატიური კავშირი ფხენიანთან.