რუსეთი მტერია და არა სტუმარი! – ქუთაისში დღეს აქცია გაიმართება. მოქალაქეები 20:00 საათძე ცენტრალურ მოედანზე კოლონადებთან შეიკრიბებიან.
“ბათუმში მიმდინარე აქციის სოლიდარობის ნიშნად შევიკრიბოთ დღეს საღამოს 20 00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე კოლონადებთან” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდეს” საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები. დღესვე აქციაზე 23 პირი დააკავეს.










