რუსეთის 58-ე არმიის მაღალჩინოსანი უკრაინის 128-ე ბრიგადამ ტყვედ აიყვანა.
რუსული არმიის პოდპოლკოვნიკი ალექსანდრ ოლეგოვიჩ კოშელი უკრაინის შეიარაღებული ძალების საცვლებსა და წინდებში იყო გამოწყობილი.
კოშელი ალექსანდრ ოლეგოვიჩი, დაიბადა 1982 წლის 5 აპრილს, პირადი ნომერი F-905994, სამხედრო წოდება – პოდპოლკოვნიკი. მუდმივი მდებარეობა: სამხედრო ნაწილი 47084 – М. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანია.
კოშელის ტყვეობაში აყვანის შემდეგ, მისი გათავისუფლების მიზნით, რუსებმა მნიშვნელოვანი ძალები გადაისროლეს, მათ შორის, ავიაციაც. თუმცა, მტრის ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო პატიმარი უკრაინელებმა ზურგში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.










