,,რუსეთის საოკუპაციო არმიას კომუნიკაციის აშკარა პრობლემები აქვს. სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ პერიოდულად, ერთმანეთს ებრძვიან.
მარტის დასაწყისში, კიევის რეგიონში, სევერინკას მახლობლად, რუსული ქვედანაყოფები ერთმანეთთან იბრძოდნენ და ცამეტი ტექნიკური საშუალება დაკარგეს. გავიდა სამი კვირა და მსგავსი ინციდენტი მოხდა ხარკოვის რეგიონში. რუსულმა ვერტმფრენმა საკუთარ პოზიციებს ესროლა და დიდი ზიანი მიაყენა.
ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცებს შორის არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაზე ისაუბრა.
“რუსმა დამპყრობლებმა ხარკოვის რეგიონში კიდევ ერთი ფიასკო განიცადეს. დილით რუსულმა ვერტმფრენმა “ხარისხიანად დაამუშავა” საკუთარი პოზიციები, გაანადგურა მალაია როგანის საოკუპაციო ძალების დიდი რაოდენობით პერსონალი და სამხედრო ტექნიკა.
სწორედ ეს დამპყრობლები, მუდმივად დაბომბავდნენ ქალაქ ხარკოვს საარტილერიო იარაღიდან და МЛРС-ისგან.” – ამბობს სინეგუბოვი.”-მერაბ მერკვილაძე.










