LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა ცვლილებები ამოქმედდება სექტემბრიდან

რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა – რამდენი რუსული კომპანია დარეგისტრირდა საქართველოში

დაპოსტა 2023/10/02-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

2023 წლის 6 თვეში საქართველოში 6 539 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი 21 326 კომპანიაა რეგისტრირებული. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე შეფასებით, 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. დამოკიდებულების ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.

„იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.2% იყო, როცა 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 11.7%-ს შეადგენდა.

მათ შორის კვლევაში საუბარი იყო საქართველოს რეგისტრირებულ რუსულ კომპანიებზე. კერძოდ, კვლევის ავტორთა ცნობით, 2022 წლის მარტიდან საქართველოში 3-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ვიდრე 1995-2021 წლებში.

მათივე ინფორმაციით, 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. ეს მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის თანახმად, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს.

„საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანამონაწილეობით ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში გავასაჯაროვეთ რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებისთვის, რომლებიც კვლავ აქტუალურია:

რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;

რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს,“ – აღნიშნულია კვლევაში.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას დაემუქრა, რომ სახლს გადაწვავდა. "ინფო იმერეთის" ცნობით, მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.   შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა...

დაწვრილებითDetails

მოზარდები, რომლებიც კურიერს ჯგუფურად გაუსწორდნენ, ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
“არასრულწლოვნების ჯგუფი “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა” – იაკო კვანტალიანი
მთავარი

ჯგუფური ანგარიშსწორების მსხვერპლი კურიერი კლინიკიდან გაწერეს - ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დავით დვალიშვილს ჯგუფურად სავარაუდოდ ხუთამდე მოზარდი გუშინ გაუსწორდა. ჯერ-ჯერობით  თავდამსხმელების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. "პირველებმა" გაარკვია, რომ სამეთვალყურეო...

დაწვრილებითDetails

მოსწავლეების ფიქრებზე დარდობდა – გიორგი კეკელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
მთავარი

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გიორგი კეკელიძე წერს, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა პედაგოგი, მონიკა ჭანტურია, რომელიც თავისი მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. „არასდროს მგონებია, რომ აქ, მიწაზე ყოფნას რამე...

დაწვრილებითDetails

სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

„მომხმარებელი ხშირად ფიქრობს, რომ ყვითელი ფერის ქათამი ცხიმიანია, სინამდვილეში კი, ფერი შეიძლება ხელოვნურად იყოს შეცვლილი“, - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული საუბრობს. „ბაზარი ითხოვს, რომ ქათამი იყოს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი და ქართული ენისა და ლიტერატურის წარმატებული პედაგოგი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი, უნიჭიერესი და უკეთილშობილესი პიროვნების, გაზეთ „ბორჯომის“ ჟურნალისტის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მონიკა ჭანტურია. "მეგა ტვ" უდიდეს მწუხარებას გამოვხატავს მონიკა ჭანტურიას ნაადრევად...

დაწვრილებითDetails

ავარია ხაშურში მსხვერპლით დასრულდა, არიან დაშავებულები

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მსხვერპლით დასრულდა ავარია ხაშურში. გუშინ დაახლოებით 14 საათზე, ოსიაური-ხცისის გზაზე, სატვირთო და რამდენიმე ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაიღუპა ქალი, არიან დაშავებულებიც. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

აუხსნელი მოტეხილობები ჩვილებს – დაკავებულია ექთანი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

აშშ-ის ვირჯინიის შტატში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ყოფილმა ექთანმა, 27 წლის ერინ სტროტმანმა, სასამართლოში ცხრა ახალშობილის მიმართ ბავშვზე ძალადობის ბრალდებაზე დანაშაული არ უარყო. საქმე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სამედიცინო სკანდალად იქცა,...

დაწვრილებითDetails

„გოგას ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია“ – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
„გოგას ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია“ – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე
მთავარი

18 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამ სტატიაში აგვისტოს გმირი გოგიტა მაკრახიძის შესახებ...

დაწვრილებითDetails

როდის დაიწყება 2026-2027 სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოში 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ეს თარიღი უცვლელი რჩება და შესაბამისი სასწავლო კალენდარიც უკვე განსაზღვრულია. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ასევე 15 სექტემბრიდან განახლდება. თბილისის...

დაწვრილებითDetails

როდის ელოდებიან საქართველოში +40 გრადუსიან სიცხეს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ევროპა ელოდება 50-გრადუსიან სიცხეს – ნინო ჩხობაძე
მთავარი

მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურის მატებაა ნავარაუდები. სინოპტიკოსების პროგნოზით, ცხელი ამინდი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. "ტემპერატურამ აგვისტოს თვეში შესაძლოა 35-40 გრადუსს მიაღწიოს, ანუ ამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"