LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რუ­სე­ბი ტუ­რის­ტე­ბი არ არი­ან – რა მდგომარეობაა ბათუმში

რუ­სე­ბი ტუ­რის­ტე­ბი არ არი­ან – რა მდგომარეობაა ბათუმში

დაპოსტა 2023/07/26-ში
A A
79
ნახვა
გაზიარება

აჭა­რა­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა სეგ­მენ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ჩა­ვარ­დნილ ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, რე­გი­ონ­ში ვი­ზი­ტორ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ საგ­რძნობ­ლად იკლო.

აჭა­რის მთავ­რო­ბამ სა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 3 ივ­ნისს სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში გახ­სნა, თუმ­ცა ხალ­ხმრა­ვალ ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წელს უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩნენ, სა­კუ­თარ პრო­დუქ­ცი­ას ვერ ყი­დი­ან, ასე­ვე ტუ­რის­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზეც სა­უბ­რო­ბენ “იახ­ტკლუბ­ში” მო­მუ­შა­ვე­ე­ბიც.

რეს­პონ­დენ­ტე­ბის თქმით, შეზ­ლონ­გებ­ზე, კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე, ბი­ნე­ბის ფა­სებ­ზე, იახ­ტებ­სა და სხვა სერ­ვი­სებ­ზე ფა­სე­ბი არ შეც­ვლი­ლა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის ჩა­ვარ­დნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზღვის წყლის ხა­რისხზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

  • მათი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ზღვის წყლის ხა­რის­ხის კვლე­ვე­ბი­სა, ტუ­რის­ტებს არ სჯე­რათ, რომ ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა უსაფრ­თხოა და ამი­ტომ, შე­საძ­ლოა, ამ მი­ზე­ზით ვი­ზი­ტორ­თა ნა­კად­მა იკლო.
“გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით მუ­შა­ო­ბა ნაკ­ლე­ბად გვაქვს, შარ­შან უფრო მეტი ტუ­რის­ტი იყო. წინა წელს არა­ბე­ბი და რუ­სე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში ფულს ხარ­ჯავ­დნენ, წელს იმა­ვეს ვერ ვი­ტყვით. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზღვის ხა­რისხზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო უამ­რავ­მა ტუ­რის­ტმა აჭა­რა და­ტო­ვა. თბი­ლი­სი­და­ნაც არ მო­დი­ან, ახ­ლა­ხან თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი და ამ­ბობ­დნენ, ბა­თუმ­ში ჩას­ვლა არ ღირს, ზღვა მო­წამ­ლუ­ლია და ჩას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბაო. ტუ­რის­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბას სწო­რედ ამას ვუ­კავ­ში­რებთ” , – გა­ნა­ცხა­და ად­გი­ლობ­რივ­მა ნეს­ტან ფა­ღა­ვამ.

“აქ და­საქ­მე­ბუ­ლებ­მა ახა­ლი იახ­ტე­ბი და სა­ცუ­რაო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, მათ დიდი ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი მი­ი­ღეს. ტუ­რის­ტი არ არის, იახ­ტა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ტუ­რის­ტე­ბის დას­წრე­ბა­ზე ვართ, თუ ვინ­მე გა­მოჩ­ნდა სა­ნა­პი­რო­ზე… რუ­სე­ბი ტუ­რის­ტე­ბი არ არი­ან, ისი­ნი აქ დამ­კვიდ­რდნენ და თა­ვი­ან­თი გახ­სნეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩვენ­თან ფულს არ ხარ­ჯა­ვენ და არც ვთვლით მათ ტუ­რის­ტე­ბად” – გვი­თხრეს “იახ­ტკლუბ­ში”.

“ელექტრო­მო­ბი­ლებ­თან რი­გე­ბი იდგა, თქვენც ხე­დავთ, მო­დით გა­და­ი­ღეთ, ნა­ხეთ, შუ­ა­დღეა და ამ დრომ­დე არ­ცერ­თი ტუ­რის­ტი არ მო­სუ­ლა. ისევ ახ­ლობ­ლე­ბი თუ გა­მო­ივ­ლი­ან და იმათ გა­ვა­სე­ირ­ნებთ. ტყუ­ი­ლად ვდგა­ვართ მთე­ლი დღეა. გა­და­სა­ხა­დე­ბი გვაქვს. ვგეგ­მავ­დით ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის და­მა­ტე­ბას და კი­დევ კარ­გი ეგ ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბაც არ ავი­ღეთ” – ამ­ბობს ბა­თუ­მის სა­ნა­პი­როს­თან მყო­ფი ელექტრო­მო­ბი­ლის მე­პატ­რო­ნე.

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ აჭა­რა­ში /ბა­თუმ­ში ხში­რად არის არას­ტა­ბი­ლუ­რი ამინ­დი, რაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ­ცი­რებს ტუ­რის­ტულ სე­ზონს და ისე­დაც ჩა­ვარ­დნილ სე­ზონ­ზე აღარ გვი­წევს მუ­შა­ო­ბა. სუ­ვე­ნი­რე­ბის მა­ღა­ზია მაქვს გახ­სნი­ლი, იჯა­რა­ში 8000 ლარს ვიხ­დი, აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ვარ, რით ვირ­ჩი­ნოთ თავი. ასე­თი სე­ზო­ნი კო­ვი­დის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა. წარ­მო­იდ­გი­ნე, პან­დე­მია დას­რულ­და და იმ წელს უფრო კარ­გი მუ­შა­ო­ბა გვქონ­და, ვიდ­რე ახლა”, – ამ­ბობს სუ­ვე­ნი­რე­ბით მო­ვაჭ­რე პირი.

  • ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით ვი­ზი­ტორ­თა რა­ო­დე­ნო­ბა +78.12 % ით გაზ­რდი­ლია. მათი თქმით, მო­ნა­ცე­მე­ბი დათ­ვლი­ლია სარ­ფის, პორ­ტი­სა და აე­რო­პორ­ტის გავ­ლით შე­მო­სულ ვი­ზი­ტორ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით.

“2023 წ. II კვარ­ტა­ლი (აპ­რი­ლი-ივ­ნი­სი) – სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აჭა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­ად­გენს 439’060 ვი­ზიტს. გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია +78.12 % – ით, ხოლო 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია +5.4 %-ით (416’735 ვი­ზი­ტი).

2023 წ. 6 თვე (იან­ვარ-ივ­ნი­სი) – სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აჭა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­ად­გენს 696’272 ვი­ზიტს. გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია +87.61 % – ით, ხოლო 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია +5.3 %-ით (660’970 ვი­ზი­ტი)” – აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან მოგ­ვა­წო­დეს.

 

წყარო: Ambebi.ge

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"