ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ მეუფემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
“მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი, მე ვფიქრობ, ყველანი ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე.
გამოსავალია, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, ერთმანეთზე ცუდი საუბარი და მე ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ შერიგებაზე.
ჩვენ ერთმანეთისთვის ბევრი გვაქვს მისატევებელი.
მე ბატონ მიხეილს ვთხოვე, მან თავისი მიმართვაში ჩაწერა – იმედია, თავის მიმართვაში გამოქვეყნდება ეს ყველაფერი.
დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამოვა ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმით, რომ ყველანი, მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას. იმედი მაქვს, ჩვენ ყველა გამოვნახავთ საერთო ენას”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, მეუფე ნიკოლოზი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებს შორის, რომლებმაც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერეს.










