ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიცია საქართველოში მოაწყობდა მარიუპოლს.
„რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში დღეს აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დავაქცევინებდით და გაყიდდით საქართველოს.
თქვენგან განსხვავებით ჩემო ოპონენტები, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს. მე წინაზე დაგისვით კითხვა თქვენ მოგიწევთ გასცეთ პასუხი, ვის ემსახურებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.










