რომი-ქუთაისის ავიარეისზე მგზავრი გარდაიცვალა
“Wizz Air თქვენზე უნამუსო კომპანია თუ არსებობს საერთოდ?
რომიდან ქუთაისისკენ მომავალი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ბულგარეთში,ვარნაში, სამწუხაროდ ბორტზე მგზავრი გარდაიცვალა, უბედური შემთხვევაა მესმის, მაგრამ 5 საათია სადღაც შემოგვყარეს, სკამებიც არაა საკმარისი, ბავშვები იატაკზე წვანან, ზოგი სიცხიანია, ვერც გაფრენის დროს გვეუბნებიან, არც ჩვენ გვიშვებენ სადმე, ასე როდემდე ვიქნებით კაციშვილმა არ იცის? მანამდე რომში ჩამოფრენა 3 საათით დააგვიანა, მერე ბორტზე გამოგვიცხადეს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა ამ თვითმფრინავს და შევაკეთეთო, ფრენის დროს ჰაერში ეს როგორ უნდა გამოუცხადო მგზავრებს? მოკლედ 12 საათია გზაში ვართ და კიდევ ვინ იცის რამდენ ხანს ვიქნებით, დახურეთ ეგ კომპანია რა საერთოდ (ფოტოებს შეგნებულად არ ვდებ)” – წერს ჟურნალისტი ბაჩო გურაბანიძე სოციალურ ქსელში.










