პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ცნობისთვის, ამჟამად ერთ სამინისტროდ არსებული განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.
ამასთან, ცნობილია, რომ მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დარჩება.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”