საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტებს ერთი საათით გაუხანგრძლივდებათ მუშაობის დრო.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტებს მუშაობა 22:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე შეეძლებათ.









