საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.
შეზღუდვების მოხსნის ახალი გეგმა ასე გამოიყურება:
25 თებრვლიდან
- ქვეყანაში სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება;
- ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;
1-ლი მარტიდან
- ბათუმში რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა;
- ამასთან 1-ლი მარტიდან კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;
- მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ;
- უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ
8 მარტიდან
- არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, განაახლებენ მუშაობას.
- რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა 8 მარტიდან; (ბათუმში 1-ლი მარტიდან)
15 მარტიდან
- 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ;
- განახლდება სასკოლო წრეები ;
- თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის შეძლებენ განახლებას ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) პირველი აპრილიდან;
- • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება.
ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა