LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რომელი წამლის მიღებას უკრძალავს ექიმი კოვიდპაციენტებს

რომელ მედიკამენტებს ვეღარ შემოიტანენ დისტრიბუტორები საქართველოში – რა ხდება ფარმაცეპტულ ბაზარზე

დაპოსტა 2023/08/02-ში
A A
169
ნახვა
გაზიარება
20 ივლისს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება.

სააგენტოს განცხადების შემდეგ, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ აფთიაქებში მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო” არ იყო, თუმცა მარაგებში ჰქონდათ. მისი თქმით, კონკურენციის სააგენტო აღნიშნულ ფაქტს სწავლობს, თუმცა უკვე შესაბამისი სამართალდარღვევის ჯარიმების ოქმები შედგა, და რაც მთავარია, სამინისტრომ „სწრაფად მოითხოვა მედიკამენტის ქსელში გაშვება“.

ოფიციალურ უწყებებს, სოციალურ ქსელში ვრცელი წერილით გამოეხმაურა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია.

„ბიზნესპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს ფარმაცევტული დარგისადმი გავრცელებულ ბრალდებებს, რაც პირდაპირ ემსახურება ქართული, ეროვნული კომპანიების მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და სექტორის რეპუტაციის შელახვას. ამ დარგმა ქვეყანაში შექმნა და უმაღლეს სტანდარტებზე აიყვანა დამოუკიდებელი ფარმაცევტული საქმიანობა, ასაქმებს ათიათასობით ადამიანს და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელი სექტორია ქვეყანაში .

ჩვენ ვცდილობდით, სექტორში წამოჭრილი პრობლემების თაობაზე საუბარი გადაგვეტანა რეგულატორთან სამუშაო ფორმატში, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, თანამშრომლობისა და კოლეგიალობის ნაცვლად, ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს , რაც სავარაუდოდ მიზანმიმართულად ხორციელდება იმისათვის, რომ გადაიფაროს არასწორად შემუშავებული და გატარებული რეფორმები, ეს კი განაპირობებს იმ დეფიციტების წარმოშობას ბაზარზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეფერენტული ფასების დაწესების შემდგომ გაჩნდა.

ა/წლის 20 ივლისს გავრცელებულმა მორიგმა ბრალდებამ, რომელიც უკავშირდებოდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე „დეპაკინ ქრონო“-ზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტების ე.წ. გამოვლენას, გადალახა სექტორისთვის ის მორალური ზღვარი, რამაც განაპირობა ჩვენი საჯარო დუმილის დარღვევა.

ჯანდაცვის სამინისტროს უსაფუძვლო ბრალდებებზე ჩვენი მხრიდან გაკეთდა განცხადება, სადაც განმარტებულ იქნა ყველა არსებული წინაპირობა, მაგრამ ვფიქრობთ, საზოგადოებამ კიდევ უფრო დეტალურად უნდა იცოდეს, თუ რა არის ნამდვილი მიზეზები, რაც განაპირობებს უკვე არსებულ და მომავალში მოსალოდნელ დეფიციტებს.

მედიკამენტ „დეპაკინ ქრონო“-თი ბაზრის მომარაგება ძირითადად ხდება მწამოებლის მიერ მოწოდებული და თურქეთიდან პარალელური იმპორტით შემოტანილი მარაგებით. ბაზრის ძირითადმა იმპორტიორებმა მედიკამენტი „დეპაკინ ქრონო“-ს იმპორტისთანავე განახორციელეს მისი განბაჟება, ყველა სტანდარტული და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისობის შემოწმება და გაუშვეს მედიკამენტი რეალიზაციაში ქსელებსა და დამოუკიდებელ აფთიაქებში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მედიკამენტი „დეპაკინ ქრონო“-ს მოწოდება ხორციელდება შეფერხებით, რაც გამოწვეულია მწარმოებლის მხრიდან შეფერხებული საწარმოო პროცესით და მომარაგებით. ასევე ვაცხადებთ, რომ ამ მედიკამენტის მოწოდება პარალელური იმპორტის რეჟიმით თურქეთიდანაც ვერ ხორციელდება, ვინაიდან მისი ღირებულება აღემატება რეფერენტულ ფასს. საერთო ჯამში, დისტრიბუტორებს მიეწოდება შეკვეთილი რაოდენობიდან 20-დან 30 პროცენტამდე მედიკამენტი, ისიც შეფერხებებით. ამ პროცესში ვერანაირად ვერ მოხდება იმპორტიორ კომპანიებზე ისრების გადატანა და მათი მისტიურ გარიგებებსა თუ საბოტაჟში დადანაშაულება.

საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა გახდეს ის ფაქტიც, რომ არასწორი რეგულირების სისტემის გამო, რეფერენტული ფასის დადგენის შემდეგ, ვერ ხორციელდება ეპილეფსიის საწინააღდეგო სხვა მედიკამეტების იმპორტი აღნიშნიული ჯგუფიდან: ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 50მგ #56, ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #56, ტეგრეტოლი CR ტაბლეტი 200მგ #20, ტეგრეტოლი ტაბლეტი 200მგ /TR/ #24, ფინლეპსინი ტაბლეტი 200მგ #50, ფინლეპსინი რეტარდი ტაბლეტი 200მგ #50, კარბამაზეპინი ტაბლეტი 200მგ #100, ლამიქტალი ტაბლეტი 50მგ #30, ლამიქტალი ტაბლეტი 100მგ #30, ლამიქტალი ტაბლეტი 25მგ #30, ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 25მგ #56 .

გაგიზიარებთ იმ ინფორმაციასაც, რაც მ/წლის დასაწყისში განვითარდა. სამინისტრომ უარი განაცხადა მწარმოებლის მიერ აღნიშნული მედიკამენტის გასაჩივრებულ ფასზე, რომელიც თავად სამინისტროს გამოთვლის მეთოდოლოგიასთანაც ვერ მოდიოდა შესაბამისობაში და მასზე რეფერნტული ფასი რჩება კრიტიკულ ნიშნულზე.

რომ არა სწორედაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, „დეპაკინ ქრონო“-სთან მიმართებითაც მსგავსი მდგომარეობა განვითარდებოდა, მაგრამ წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ მედიკამენტის გარეშეც პაციენტების დატოვება და მხოლოდ მწარმოებლისა და ქართველი დისტრიბუტორების სოციალური პასუხისმგებლობის და ურთიერთთანამშრომლობის ხარჯზე მოხდა „დეპაკი ხრონო“-ს შენარჩუნება ბაზარზე .

ნათლად იკვეთება , რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული რეფერნტული ფასწარმოქმნის მოდელი არის ყველა ასპექტში ხარვეზიანი. იქნება ეს რეფერენტული ქვეყნების შერჩევა თუ ფასწარმოქმნის მექანიზმი და ა.შ. არ არის გათვალისწინებული ის გამოწვევები და რისკები, რაც ქართულ ბაზარზეა შექმნილი. ყველაზე ხარვეზიანია ფასწარმოქმნის ფორმულა/მეთოდოლოგია, ფასების გამოყვანა სუბიექტური მიდგომითა და დაშვებების ფორმატში ხდება. ამ მეთოდოლოგიის ანალიზისას გაირკვა , რომ არსებული ფორმულით გამოყვანილი ფასი იმდენად შეუსაბამოა, რომ თავად რეფერენტულ ქვეყნებშიც (საიდანაც უნდა იმპორტირდეს მედიკამენტი) თეორიულად ანალოგიური ფასების არსებობის შემთხვევაში, მედიკამენტების 90% დატოვებდა ბაზარს. ფასების ამ არასწორმა გამოთვლამ, განაპირობა სწორედ ის დეფიციტი, რაც ბაზარზე უკვე არის. მედიკამენტების დეფიციტური სია მომავალში გაიზრდება იმავე მარტივი მიზეზით , რაც არის არასწორად დასმული რეფერენტული ფასი. უბრალოდ ეს მედიკამენტები ვერ იქნება ფიზიკურად მოწოდებული ჩვენი ბაზრისთვის. ამ ეტაპზე , სამინისტროს მიერ, რეფერენტული ფასი დადგენილია 1620 დასახელების მედიკამენზე, თუმცა დღეის მდგომარეობით საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ 600 დასახელებამდე მედიკამენტი.

ჯანდაცვის სამინისტრომ არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ საჯაროდ გამოვაქვეყნოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, პირველ რიგში რეფერენტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით ,რომელიც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არასწორად გატარებული რეფორმის შედეგად ბაზარზე უკვე დეფიციტურია მაღალი სანდოობისა და ხარისხის ევროპული მედიკამენტები.

ბაზარზე დარჩენილი ნაშთის (მიუხედავად იმ 6, 8 და 12 თვიანი წინასწარი მარაგებისა, რაც კომპანიებმა მ/წლის დასაწყისამდე შექმნეს ქვეყნისთვის) სრულად რეალიზაციის შემდგომ, საფასო პოლიტიკიდან და რეგულაციებიდან გამომდინერე, დისტრიბუტორები ვერ შემოიტანენ შემდეგ მედიკამენტებს:

  • ატროქსი 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 გლიფორი 1000მგ #100ტ ლევიციტამი ტაბ. 250მგ N60
  • ადვანტანი ემულსია 0.1% 20გრ ტუბი #1 გლუკოტონი ტაბ. MR 30მგ N30 GMP ლევიციტამი ტაბ. 500მგ N60
  • ადვანტანი კრემი 0.1% 15გრ ტუბი #1 გლუკოფაჟი ტაბ. 500მგ N30 ლიპრიმარი ტაბ. 10მგ N100
  • ადვანტანი მალამო 0.1% 15გრ ტუბი #1 გლუკოფაჟი ტაბ. 500მგ N60 ლიპრიმარი ტაბ. 20მგ N100
  • აზითრომიცინი ატრალი ტბ.500მგN3 დიგოქსინი ტაბ. 0.25მგ N50 ლოდიგრელი 75მგ #28ტ
  • აზითროსენსი ტაბ.500მგ N3 დილოქსოლი 75მგ #14ტ მაკროფლუდი 200მგ/5მლ 15მლ სუსპ
  • აზოქსინი 200მგ/5მლ 15მლ სუსპ. ესკოლანი ტაბლეტი 10მგ #30 მაქსაზიტი 200მგ/5მლ 15მლ სუსპ
  • ამვასტანი 10მგ #30ტ ესკოლანი ტაბლეტი 20მგ #30 მაქსაზიტი 500მგ #3ტ
  • ამვასტანი 40მგ #30ტ ვარფარინი-ნიკომედი ტაბლეტი 2.5მგ #100 მედროლი 4მგ #30
  • ამიოკორდინი ამპ. 150მგ/3მლ N5 ვარფარინი-ნიკომედი ტაბლეტი 2.5მგ #50 მედროლი ტაბ. 16მგ N50
  • ამიოკორდინი ტაბ. 200მგ N60 ვერაკოლი საინ. ფლ. 1გ მეთიპრედი ლიოფილიზატი ს/ ხ მოს.250მგ ფ #1
  • ამლოკარდი სანოველი ტაბლეტი 5მგ #30 ზიტო სუსპ.200მგ/5მლ 30მლ ფლ მელეფსინი 200მგ #50ტ
  • ამლოკარდი სანოველი ტაბლეტი 10მგ #30 ზიტო-500 ტაბ. 500მგ N3 მეტიპრედი ტაბლეტი 4მგ #30
  • ამლონორი 10მგ ტაბლეტი №30 (3X10) ინსუპრიდი 2მგ #30ტ ნიუცეფი 1გ ფლ+გამხსნელი 4მლ
  • ამლონორი 5მგ ტაბლეტი №30 (3X10) ინსუპრიდი 3მგ #30ტ ნობაქსინი ტაბ. 500მგ N3
  • ამლოციმი ტაბ.10მგ N100 ინსუპრიდი 4მგ #30ტ რიზოპროლი 10მგ #30ტ
  • ამოქსიც.(ჰიკონ) 250მგ. N16 ინსუფორი 1000მგ #30ტ სანაცეფი ფლ.1გ+ლიდოკაინი 3.5მლ
  • ამოქსიც.(ჰიკონ) 500მგ. N16 ინსუფორი 500მგ #30ტ სეფიქსი 1000მგ ფლ. N1
  • ანოვისი ტაბ.1მგ N30 ინსუფორი 850მგ #30ტ სოლუ-მედროლი ლიოფილიზატი ს/ხ მოს500მგ ფ+გ #1
  • ანოვისი ტაბ.2მგ N30 კარბამაზეპინი ტაბლეტი 200მგ #100 სოლუ-მედროლი ლიოფილიზატი ს/ხ მოს1000მგ ფ+გ #1
  • ანოვისი ტაბ.3მგ N30 კარდილოპინი 2.5მგ #30ტ სპილაქტონი ტაბ.25მგ N20
  • ანოვისი ტაბ.4მგ N30 კარდოლაქსი ტაბ. 50მგ N30 სტავრა ტაბ. 20მგ N30
  • ატროქსი 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 კარუმ-სანოველი 75მგ #28ტ სტაზექსი ტაბ.75მგ N10 GMP
  • ატროქსი 20მგ შემოგარსული ტაბლეტი №30 კლოპაცინი ტაბ.75მგ N28 ტანელები ტაბ. 5მგ N28
  • ატროქსი10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30 კოლოქსეტი 500მგ #120ტ ტარტრიაქსონი 1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
  • ბაქტოქსი კაფსულა 500მგ #12 კორდარონი ი/ვ ხსნარი /ს 150მგ/3მლ ამპულა #6 ტეგრეტოლი CR ტაბლეტი 200მგ #20
  • ბაქტოქსი ფხვნილი სუს.მოს. 125მგ/5მლ 60მლ ფ #1 კორდარონი ტაბ.200მგ N30 (თურქეთი პარ. რეჟ.) ტეგრეტოლი ტაბლეტი 200მგ /TR/ #24
  • ბაქტოქსი ფხვნილი სუს.მოს.250მგ/5მლ 60მლ ფ #1 კორდიქსი 75მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14) ტორნაქსონი 1გ/3.5მლ გამხსნელით
  • ბენოდილი 0.25მგ/მლ ინჰ.სუს.N20 კორექტინი ტაბ. 5მგ N30 ფინლეპსინი რეტარდი ტაბლეტი 200მგ #50
  • ბენოდილი 0.5მგ/მლ ინჰ.სუს.N20 კორვიტოლი(მეტოპრ)ტაბ. 50მგ N50 ფინლეპსინი ტაბლეტი 200მგ #50
  • ბიდოპი ტაბლეტი 5მგ #28 კორტაირი სუს0.25მგ/მლ 2მლ#20 ქსელოდა ტაბ. 500მგ N120-S
  • ბიდოპი ტაბლეტი 10მგ #28 კორტაირი სუს0.5მგ/მლ 2მლ#20 ცეპიკი 1გ ფლ
  • ბიოტრაქსონი ფლ.1გ N1 ლამიქტალი ტაბლეტი 25მგ #30 ცეფტრიოვიტა 1000მგ ფხვ+გამხ.
  • ბისენიუსი ტაბლეტი 10მგ #30 ლამიქტალი ტაბლეტი 50მგ #30 ციტოზარი ლიოფილიზატი ს/ხ მოს 100მგ ფ #1
  • ბისოპროლოლი-APO ტაბლეტი 5მგ #100 ლამიქტალი ტაბლეტი 100მგ #30 ხარტანი 50მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
  • ბისოპროლოლი-APO ტაბლეტი 10მგ #100 ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 25მგ #56
  • გლემპიდი 2მგ #30ტ ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 50მგ #56
  • გლემპიდი 3მგ #30ტ ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #56
  • გლემპიდი 4მგ #30ტ ლევეტირაცეტამი ტაბ.1000მგ N50
  • აქვე დავძენთ, რომ დისტრიბუტორებს ,მარაგების განაშთვის შემდგომ, ჯერ კიდევ არ აქვთ მიღებული 2024 წლისთვის დასტური შემდეგი მედიკამენტების მოწოდებაზე:
  • აზინფექსინი ტაბ.250მგ N6 ევალეპი ტაბ. 500მგ N50
  • აზინფექსინი ტაბ.500მგ N3 ევალეპი ტაბ.1000მგ N50
  • ათეროქსი 10მგ ტაბ. N30 ზენსონიდი 0.5მგ/2მლ 2მლN10საინ
  • ათეროქსი 20მგ ტაბ. N30 მედეოდექსი 1გრ ფლ+გამხს.
  • ათეროქსი 40მგ ტაბ. N30 მეპრილი ტაბ. 1მგ N30
  • ასფორმინი 850მგ ტაბ. N100 მეპრილი ტაბ. 2მგ N30
  • ასფორმინი ტაბ. 1000მგN100 მეპრილი ტაბ. 3მგ N30
  • ბიქსონი ფლ.1გ+3.5მლ გამხ.N1 მეპრილი ტაბ. 4მგ N30
  • ბუდესონიდი ინჰალერი 200მკგ მოდიპინი ტაბ. 5მგ N30
  • ბუდესონიდი ცხვ.სპრ.100მკგ 10მლ მოდიპინი ტაბ. 10მგ N30
  • ბუდესონიდი ცხვ.სპრ100მკგ.10მლ* სალბუაირი 2.5მგ/2.5მლ ინ.სუN60
  • დილუტიქსი ტაბ.75მგ N28 სალბუაირი 5მგ/2.5მლ ინჰ.სუსN60
  • ევალეპი ტაბ. 250მგ N50 სალბურესტი სიროფი 100მლ

ამ ყველაფერს ემატება ასევე სხვა გარემოებებიც. მნიშვნელოვანია თურქეთის ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების 30%-ით ზრდა ( ამ ეტაპზე). ამ ფაქტორის გავლენა ჩვენს ეროვნულ ვალუტის ქცევასთან ერთობლივად უნდა იქნას გაანალიზებული. ასევე თურქული მხარე ვერ უზრუნველყოფს ჩვენს მიერ მოთხოვნილი შეკვეთების რაოდენობის სრულ მოწოდებას, რაც რისკის ქვეშ დააყენებს პარალელური რეჟიმით თურქეთიდან იმპორტირებულ კიდევ რიგ მედიკამენტებს. აქვე უნდა გაგიზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციაც – ჩვენი მეზობელი ქვეყანა, აზერბაიჯანი, უახლოეს პერიოდში, დაუშვებს მედიკამენტების პარალელური რეჟიმით იმპორტს თავისი ბაზრისთვის, რაც ავტომატურად შექმნის დეფიციტს თავად თურქეთიდან განსახორციელებელ მედიკამენტების რაოდენობაზე.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყვავის და უფრო მასშტაბურ ფორმებს იძენს შავი ბაზარი, რომელზეც არც ხარისხი და არც ფასი არ რეგულირდება. ეს კი ნამდვილად სიცოცხლისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი გამოწვევა და რისკია.

რეფერენტულ მოდელთან ერთად ხარვეზებით მუშაობს ონლაინ აღრიცხვის პროგრამა/პლატფორმაც, რომელშიც ყველა ფარმაცევტული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იყოს ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ორთავე მხარე , რეგულატორი და სექტორი, ამ პორტალის ტექნიკური გამართვის საკითხზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, სწორედ ამ აღრიცხვის ხარვეზიან ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა ზემოაღნიშნული ქეისი მედიკამენტ „დეპაკინ ქრონო“-სთან დაკავშირებით. გაუმართავი პროგრამის, ბოლომდე დაუმუშავებელი პროცედურებისა და სამუშაო პროცესების ხარვეზიანი გაწერის გამო, კომპანიები ყოველდღიურად გაუგონარი წნეხისა და პრობლემების ფონზე ოპერირებენ. ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ თვალი გაუსწოროს არსებულ პრობლემებს, მოუსმინოს სექტორს, მიიღოს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის რეკომენდაციები ამ სამუშაო პროცესების გამართულად ოპერირებაზე, ჯანდაცვის სამინისტრო მიზანმიმართულ ბრალდებებს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ გადაფაროს ის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რომელიც ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებს ახლავს.

ფარმაცევტოლი სექტორი კეთილსინდისიერად ემსახურებოდა და კვლავაც მოემსახურება საქართველოს მოსახლეობას და ქვეყნის მოთხოვნებს, ეს კი მხოლოდ მარეგულირებელთან ურთიერთთანამშრომლობით არის შესაძლებელი.

მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, პაციენტების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაინაცვლოს კონსტრუქციულ სამუშაო და ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმზე.

ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას და ყველანაირად ემიჯნება ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას” – წერია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აანონსებენ, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.

გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"