პროექტის აღწერა: “კახიანოურის” ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე უამრავი ახალგაზრდა არის დაინტერესებული სკეიტბორდით, მაგრამ არ აქვთ სივრცე სადაც შეძლებენ გაერთონ. აღნიშნულ ტერიტორიაზე არის სპორტის სასახლე, სპორტული ტრენაჟორები , სადაც მუდმივად აღინიშნება სპორტით დაინტერესებული ბავშვების და ახალგაზრდების სიმრავლე. მათი თხოვნის გათვალისწინებით ჩემი პროქტის მიხედვით , ტერიტორიაზე მოეწყობა მარტივი ტიპის სკეიტბორდის მოედანი, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ სკეიტებით უსაფრთხოდ სრიალს, ამავდროულად ხმაური არ შეაწუხებს მოსახლეობას , რადგან აღნიშნული სივრცე იზოლირებულია დასახლებისგან. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: თამაზი ბაბუნაშვილი
პროექტის აღწერა: ,, თეთრი ღამეები” გულისხმობს ღამის თავისუფალ ბაზარს, რომელიც გაიმართება კვირაში ერთხელ ცენტრალურ მოედანზე, ბაზრობაზე სელერებად ყოფნა შეეძლებათ სტარტაპერებსა თუ სხვადასხვა პროდუქციის (საკვები, ტანისამოსი, აქსესუარები, ყვავილები თუ სხვა…) რეალიზატორებს. Პროდუქციის Ფასები იქნება შეღავათიანი. Გაიმართება სხვადასხვა გასართობი აქტივობა, გათმაშებები, შეჯიბრება, დეგუსტაცია და ა. Შ.Პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითრებას, ასევე გაიზრდება მოთხოვნა ქუთაისზე, ჩამოვლენ სხვადასზვა ქალაქებიდან. Ტუეისტებისთვის გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი გახდება ქალაქი. Ამ პროექტის საშუალებით Გამოფხიზლდება და გაცოცხლდება ჩვენი ლამაზო ქუთისი.პროექტის სავარაუდო ღირებულება: 5 000 იდეის ავტორი: Მარიამი ერგემლიძე
მწვანე კუნძულები
პროექტის აღწერა: უნივერსიტეტის,რამოდენიმე საჯარო,კერძო თუ სპორტული სკოლის ახლომდებარეობამ ლომონოსოვის ქუჩა მეტად აქტიური და მოძრავი გახადა.აღსანიშნავია ისიც რომ წლიდან წლამდე იზრდება ოთახებისა თუ ცალკეული ბინების დამქირავებელი სტუდენტების რაოდენობა და რიგ შემთხვევაში სახლებისა თუ ბინების სასტუმროდ თუ ჰოსტელად გადაკეთების ტენდენცია.ისედაც მცირე ქუჩაზე ეს მოხატული კედელი სრული ურბანული სურათისთვის ზედმიწევნით ეფექტურია,თუმცა ქუჩაზე ფლორის სრულმა არ არსებობამ ახალი კონსტრუქტ-კონცეფცია წარმოშვა რომელიც ქუჩას მეტ ფუნქციასა და მიმზიდველობას შესძენს.ეს არის კედლის გასწვრივ ერთგვარი “მწვანე კუნძულის”გაშენება,რომელიც წარმოდგენილია კორიდორ-ორანჟერეის სახით რომლის ესკიზი და ნახაზი შევიმუშავეთ და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ წარსადგენად.ასევე მოვიფიქრეთ დასაჯდომ-მოსასვენებელი ზონების სპეციფიური, კედელთან შესაბამისი თემატურობით შეზავებული ვარიაციები.კონსტრუქცია წარმოადგენს ერთგვარ შეკიდულ ტენტს რომელიც თაღოვანი რკალით გაზდევს მთელ კედელს,რომელიც გამწვანების შედეგად იღებს გადახურული ორანჟერეის სახეს.ამასთანავე ახლებურადაა გააზრებული კედლის განათება და ინფრასტრუქტურული განლაგება-ინვენტარიზაცია.დავამზადეთ სპეციფიური სკამ-განათების ვარიაციები(ესკიზების სახით) რომლებიც მუსიკალური ინსტრუმენტებისა თუ მუსიკალური აქსესუარების სახეცვლილ,სკვერის თვის ადაპტირებულ ფორმას წარმოადგენენ.ავღნიშნავ იმასაც რომ ამ ქუჩაზე კიდევ არსებობს რამოდენიმე კედელი რომელიც შეიძლება მოიხატოს შესაბამისი კონცეფციის(ჯაზის თემატიკა) ფარგლებში იმისათვის რომ ქუჩამ მთლიანი,სრული,ერთიანი სახე შეიძინოს.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 10 000იდეის ავტორი: ლევან ბიბილეიშვილი