“შენი იდეა, შენი ქალაქისათვის”-2020 წლის ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტში განაცხადების რეგისტრაცია დასრულდა. მონაწილეობითი კენჭისყრის პლატფორმაზე დარეგისტრირდა 53 პროექტი.
გთავაზობთ ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020
პროექტის ფარგლებში ინიცირებული იდეების ჩამონათვალს:
1. საბაგიროების განახლება
პროექტის პოტენციური მომხმარებელი: ბავშვები, ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სტუდენტები, ტურისტები
პროექტის აღწერა: კარგი იდეა არაა მეც ვიცი თუმცა ყველა დიდ ქალაქში ახალია და არა საბჭოთა კავშირის დროინდელი 🙁
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000
იდეის ავტორი: გიორგი ჯიმშელეიშვილი
2. ამფითეატრი
ამფითეატრი არია საზოგადოებისთვის და ბავშვებისთვის ერთერთი მნისვნელოვანი პროექტი მომავლის განვითარებისთვის ხელოვნებაში
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 16 900იდეის ავტორი: დავით ფალავანდიშვილი
3. NGOs party
პროექტის აღწერა: ძველი კოლიზეუმი არის მერიის ბალანსზე, მაქვს სურვილი ეკუთვნოდეს ქუთაისის ახალგაზრდებს რადგან შეძლონ თავისი იდეების განხორციელება ჩემ ორგანიზაციასთან ერთად. იქ მოეწყობა როგორც კულტურული ასევე შემეცნებითი და გასართობი შეხვედრები. ვფიქრობ ეს ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ახალგაზრდების ჩართულობაზე. ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსებიდან დღემდე ცდილობს ახალგაზრდების განვითარებას ფორმალური თუ არაფორმალური განათლების სახით. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ადგილი შედეგი კი მალე დაიდება. მადლობა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 10 000იდეის ავტორი: გიორგი გუბელაძე
4. history of history (ისტორიის ისტორია )
პროექტის აღწერა: ანუ რომ დავაყენოთ გარკვეული ზომის ეკრანები, რომელიც აჩვენებს ქუთაისის ფოტოებს ასევე აჩვენებს რამდენიმე ენაზე ქუთაისის ისტორიას და ამ ქალაქის წვლილს ევროპაში ამით უფრო მეტი ადამიანი აიგებს ამ ქალქის ისტორიას ❤️❤️ თან რომ ქონდეს ტურისტებისთვის მაპის დანიშნულებაც
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000იდეის ავტორი: ჯეირან ჩიხლაძე
5. მარტოხელა (მარტოხელა მშობლის სტატუსის არმქონე ) დედების სოციალიზაციაში ხელშეწყობა
პროექტის აღწერა:მარტოხელა (მარტოხელა მშობლის სტატუსის არმქონე) დედები, რომლებიც დამოუკიდებლად ზრდიან შვილებს და დგანან სხვადასხვა სოციალური, მატერიალური და ემოციური პრობლემების წინაშე. ბოლო პერიოდის განვამვლობაში იმატა იმ მარტოხელა დედების რიცხვმა, რომლებსაც არ აქვთ სტატუსი და არ მიუწვდებათ ხელი ქალაქში არსებულ სამთავრობო და არასამთავრო სერვისებზე. განვლილი ცხოვრების უარყოფითი გამოცდილებისა და გადატანილი სტრესის გამო, მათ არ შესწევთ უნარი დამოუკიდებელი სოციალური ფუნქციონირების. უძნელდებათ დაიცვან საკუთარი თავი და მცირეწლოვანი შვილები, უჭირთ არსებული სერვისების დამოუკიდებლად მოძიება და სარგებლობა. აღნიშნული სირთულეების ფონზე, მათ აქვთ დაბალი მოტივაცია და თვითშეფასება განახორციელონ სასიკეთო ცვლილებები საკუთარი და შვილების ცხოვრებაში. დედების იდენთიფიცირება, შესაძლებელია მოხდეს, როგორც მათი პირადი მომართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიაში, უბნის ტერიტორიული ერთეულებიდან, ასევე ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებიდან. კონკრეტული საჭიროების გამოკვეთის შემდეგ, მასთან იმუშავებს კონკრეტული სპეციალისტი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ცოდნითა და უნარებით. შესაბამისი შემთხვევის შეფასების შემდეგ, სპეციალისტი გამოავლენს და გაწერს ინტერვენციის გეგმას. აღნიშნული სპეციალისტი იმუშავებს, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ასევე სერვისებთან მშობლის დაკავშირებასა და ადვოკატირების კუთხით, ასევე მარტოხელა (სტატუსის გარეშე) მშობლების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით, რაც გულისხმობს, მშობლის უნარების გაძლიერებას პოზიტიური მშობლობის კუთხით, თვითშეფასების და მოტივაციის ამაღლების, ეფექტური კომუნიკაციისა და სოციალური ფუნქციონირების გაზრდის მიმართულებით. იმისათვის, რომ აღნიშნული მუშაობა მოქცეული იყოს ერთიან სტანდარტში და ჰქონდეს სტრუქტურიზებული სახე/ფორმა, მნიშვნელოვანია შეიქმნას სარეაბილიტაციო მოდული, ბავშვებთან და ოჯახებთან მომუშავე სპეციალისტის/ექსპერტის მიერ და აღნიშნულ სარებილიტაციო მოდულზე დაყრდნობითა და მეშვეობით მოხდეს ბენეფიციარის ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრირება. პროექტისათვის განკუთვნილი თანხა, მიმართული იქნება, ზემოთაღნიშნული სარეაბილიტაციო მოდულის შექმნისთვის და ასევე მოდულის პრაქტიკაში განმახორციელებელი სპეციალისტის მომზადებისთვის. აღნიშნული სარეაბილიტაციო მოდული, იქნება მუნიციპალიტეტისთვის სამუშაო ინსტრუმენტი, რომელიც დაეყრდნობა ბენეფიციარებთან მუშაობის გრძელვადიან მიზნებს. სარეაბილიტაციო მოდულის შექმნა: 5000 ლარი, ხოლო მოდულის განმახორციელებელი სპეციალისტის გადამზადება: 3000 ლარი.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 8 000იდეის ავტორი: თინათინ ჭელიშვილი
6. მენტორის პროგრამა, მარტოხელა დედის სტატუსის არ მოქნე ქალბატონებისთვის
პროექტის აღწერა: პროექტით ისარგებლებს მარტოხელა დედის სტატუსის არ მქონე ქალბატონები, რომლებიც დამოუკიდებლად ზრდიან შვილებს არ აქვთ მხარდაჭერა და არ ჰყავთ თანადგომის ქსელი.აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, მათ აქვთ დაბალი თვითშეფასება და მოტივაცია, არ აქვთ მომავლის პოზიტიური რწმენა და ვერ ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას პოზიტიური კუთხით. პროექტის ფარგლებში, კონკურსის სახით შეირჩევა მენტორი, პირი რომელიც იქნება ბენეფიციარებისთვის მხარდამჭერი ექვსი თვის განმავლობაში. მენტორი იქნება პროგრესულად მოაზროვნე, რეალიზებული, ჰუმანური და მიმღებელი პიროვნება, რომლის მოტივაცია იქნება საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს მის ბენეფიციარს, იყოს მხარდამჭერი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანადგომიმს ქსელი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში დაეხარება მას თავი იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. არსებული ბიუჯეტიდან მენტორისათვის ყოველთვიურად გამოიყოფა თანხა 100 ლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდება ბენეფიციარის საჭიროებებსა და მენტორთან შეხვედრის ორგანიზებებს. დამატებით გამოიყოფა თანხა, რომელიც გამიზნული იქნება საერთო შეხვედრებისთვის, ექსკურსიებსა და ღონისძიებების განსახორციელებლად. გარკვეულ წილად მენტორობის პროგრამა ეყრდნობა მოალისოებრივ კომპონენტს და ეხმარება პიროვნებას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებაში. მენტორებს მოტივაციისთვის ექვსი თვის შემდეგ გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელები. წლის განმავლობაში შესაძლებელია განხორციელდეს ორი ეტაპი. თითო ექვს თვიანი და საერთო ჯამში 16 ბენეფიციარზე გათვლილი. მენტორობის პროგრამის საფუზველზე შესაძლებელია ისე მოხდეს ბენეფიციარის გაძლიერება, რომ მისი ,მოდომებიტა და მენტორის მხარდამწერით მოგვარდეს დასაქმების საკითხი.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 15 000იდეის ავტორი: თამარ ჭუმბურიძე
პროექტის აღწერა: გორის პარკის კეთილმოწყობა საშუალებას მიცემს ახაგაზრდებს კიდევ ერთი ლამაზი განტვირთვის ადგილი ქონდეთ ქალაქში.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000იდეის ავტორი: შოთა მინდიაშვილი
8. ფერადი სახლები
პროექტის აღწერა: მრავალსართულიანი სახლ(ები)-ს უმრავლესობა ძაალიან მოსაწყენი ფერის ფასადითაა.საჭიროა ფასადის მოხატვა (სთრით არტი), რათა გავახალისოთ თუნდაც ერთი სახლის ფასადი და შესაბამისად მთელი “ირგვლივეთი”.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 5 000იდეის ავტორი: ირაკლი მიქაძე
9. სახლები მისაფარი ძაღლებისთვის
პროექტის აღწერა: ქუთაისისთვის ერთ-ერთი პრობლემაა მიუსაფარი ცხოველების, კერძოდ ძაღლების სიმრავლე. პროექტის მიზანია მათი გარკვეული ნაწილისთვის შეიქმნას მინიმალური პირობები. პროგრამის უკეთ განხორციელებისთვის შესაძლებელია პირველ ეტაპზე შერჩეული იქნას (მერიის მიერ) მიკედლებულ ცხოველთა ჯგუფი, რომლებიც გარკვეულ საცხოვრებელ არეალებზე არიან მიმობმული. საცხოვრებელი სახლების რაოდენობა შეიძება გათვლილი იყოს გამოყოფილი თანხების შესაბამისად. ცხოველებისთვის სახლების აშენება, შეუქმნის მათ მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს, რაც ხელს შეუწყობს მათ არა აგრესიულობას და გარშემომ მყოფი მოსახლეობის მიერ მათ მიმართ უფრო დადებითი დამოკიდებულების გამყარებას. გარდა ამისა მათი მომზადების პროცესი იქნება საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ პრობლემაზე ყურადღების გამახვილების მიზეზი.პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000იდეის ავტორი: თამარ ოყრეშიძე
10. ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი
პროექტის აღწერა: პროექტის მიხედვით შესაძლებელია მათზე ქალაქის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპების და მოვლენების ასახვა. მინიმუმ 5 სიუჟეტი: აიეტის ეპოქა; ბაგრატის მიერ უდიდესი ტაძრის მშენებლობა; დავით აღმაშენებლის მეირ ქვეყნის გამთლიანების ქუთაისიდან დაწყება; სოლომონ პირველის ბრძოლა იმერეთის სამეფოს გადასარჩენად; 19-20 საუკუნის ქუთაისიდან გამოსული კულტურის მოღვაწეები. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო იქნება, ტერიტორიების განსაზღვრა, ესკიზების მომზადება, შესაბამისი ინვენტარის გამოყოფა და შემსრულებელი მხატვრების ჯგუფის შერჩევა. ადგილები შესაძლოა იქცეს ახალ ატრაქციებად ტურისტებისთვის, რომლებიც ჩაჯდება ექსკურსიების მარშრუტებში და რომლის ფონზეც სტუმრებს გააცნობენ ჩვენი ისტორიის სხვადასხვა ეტაპებს.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000
იდეის ავტორი: თამარ ოყრეშიძე
11. სავალი გზის გაკეთება
პროექტის აღწერა: აღნიშნული ადგილი არის ქ.ქუთაისის სოლომონ2 ქუჩად აღრიცხული.წყალწითელაზე ყოფილი უნივერმაღის უკან.არის სამოსახლო გზა,რომელიც დარჩენილია მხოლოდ ეს და მათინ სარგებლობს მოსახლეობა.წვიმიან ამინდში კი საერთოდ შეუძლებელია გადადგილება.ესაჭიროება მხოლოდ მოხრეშვა და ან ასვალტის ან ბეტონის დასხმა. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 5 000 იდეის ავტორი: დავით გამრეკელიძე
12. მომავალი თაობა
პროექტის აღწერა: ამ პროექტის ფარგლებში მშობლებს შეეძლებათ კვირის ნებისმიერ დღეს დატოვონ ბავშვები საგანმანათლებლო სივრცეში სასურველი დროით. აქ ბავშვები შეძლებენ თავიანთი და მშობლის სურვილის გათვალისწინებით ეზიარონ სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეს და პარლელურად გაერთონ კიდეც. იქნება სხვადასხვა სივრცეები. სიმღერის სივრცე, ცეკვის სივრცე, ხატვა ა.შ,პროექტის სავარაუდო ღირებულება: 15 000 იდეის ავტორი: სალომე ბასილაძე
13. Oktoberfest
პროექტის აღწერა: მოგეხსენებათ რომ ფესტივალი დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის ბევრ ქვეყანაში. ფესტივალი, გათვლილია ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის ადამიანზე. ფესტივალი გაიმართება კანონის სრული დაცვით. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: გიორგი ხაფავა
14. თეთრი ღამეები
პროექტის აღწერა: ,, თეთრი ღამეები” გულისხმობს ღამის თავისუფალ ბაზარს, რომელიც გაიმართება კვირაში ერთხელ ცენტრალურ მოედანზე, ბაზრობაზე სელერებად ყოფნა შეეძლებათ სტარტაპერებსა თუ სხვადასხვა პროდუქციის (საკვები, ტანისამოსი, აქსესუარები, ყვავილები თუ სხვა…) რეალიზატორებს. Პროდუქციის Ფასები იქნება შეღავათიანი. Გაიმართება სხვადასხვა გასართობი აქტივობა, გათმაშებები, შეჯიბრება, დეგუსტაცია და ა. Შ.Პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითრებას, ასევე გაიზრდება მოთხოვნა ქუთაისზე, ჩამოვლენ სხვადასზვა ქალაქებიდან. Ტუეისტებისთვის გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი გახდება ქალაქი. Ამ პროექტის საშუალებით Გამოფხიზლდება და გაცოცხლდება ჩვენი ლამაზო ქუთისი.პროექტის სავარაუდო ღირებულება: 5 000 იდეის ავტორი: Მარიამი ერგემლიძე
15. ტრადიციული ქართული საჭმლის ფესტივალი
პროექტის აღწერა: ქალაქს არ აქვს სივრცე, სადაც ევროპის მსგავსად, დააგემოვმებენ “ქუჩის საკვებს” ქართული, ტრადიციული სამზარეულოდან. მსგავსი პროექტები ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებით, ჟრიამულით და თან უკვე უპასუხებს კოვიდის რეგულაციებსაც. მერია უზრუნველჰყოფს ლამაზად მორთულ დახლებს, შესაძლოა აღჭურვილობებსაც და მცირე მეწარმეები დასაქმდებიან და გაყიდიან/დაამზადებენ ადგილზე სხვადასხვა პროდუქციას. ამით ქალაქის პოპულარიზებაც მოხდება და ქვეყნის სამზარეულოსიც. ამასთანავე გაიზრდება მცირე მეწარმეობა, გაჩნდება ახალი, ჯანსაღი განტვირთვის გარემო მწვანე სივრცეში, ქალაქის ისტორიულ ბაღში. დახლები შესაძლოა იყოს წრიული ფორმის ან რიგში განთავსებული და მთელი სეზონების განმავლობაში იზიდავდეს მომხმარებელს, როგორც ქართველს ასევე ტურისტებს. სწორი მარკეტინგით და მხარდაჭერით ბევრი ახალგაზრდის დასაქმებაც იქნება შესაძლებელი და გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობის აღება.პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეისავტორი: ლიკა მხატვარი
16. სპექტაკლების გამართვა იმერეთის მაღალმთიან რეგიონებში ბავშვებისთვის უფასოდ
პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში მაღალმთიან რეგიონებში თვეში ერთხელ უფასოდ სკოლებში სპექტაკლების გამართვა ერთი წლის განმავლობაში.პროექტის სავარაუდო ღირებულება:15 000 იდეის ავტორი: ზურაბი
17. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
პროექტის აღწერა: ქუთაისში ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია რომელსაც არ აქვს შშმ. პირებისთვის შესაბამისი გარემო. რაც 21 საუკუნეში ძალზედ სამწუხაროა. მათ უნდა შეეძლოთ მარტივად გარემოსთან ადაპტირება და კომფორტულად მიიღონ სწავლა-განათლება. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: თინათინი აბესაძე
18. “ქართველთა საგანძური გვირილების ქალაქში”
პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალგაზრდების შეხვედრა, სადაც საუბარი იქნება ქართულ ლიტერატურაზე,იქნება სლაიდები ქართველ ლიტერატორებსა და მათ შემოქმედებაზე,ასევე მოეწყობა ვიქტორინები(გამარჯვებული დასაჩუქრდება ქართული ლიტერატურით)და დისკუსიები.კიდევ მინდა ქალაქის ტერიტორიაზე(ძირითადად ცენტრი)გადასასვლელები და ხალხმრავალი ადგილები მხატვრების დახმარებით მოვხატო ქართული ფრაზებით, რომელთა დანახვაზეც ახალგაზრდები გაიხსენებენ რამდენად მნიშვნელოვანია ის რაც ქართულია,ქალაქში გამოვაკრავთ მწერლების მცირე ბიოგრაფიებს,შესაძლოა მეტად მნიშვნელოვანი ფრაზები მომცრო ზომის ბანერებზე დავიტანოთ.ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროექტში მინდა მოეწყოს ესაა შევახვედრო ახალგაზრდები მურმან ჯინორიას,რადგან როდესაც მის წაკითხულ ლექსს ისმენ შეუძლებელია არ აღფრთოვანდე და არ მოიხიბლო ქართული პოეზიის მშვენიერებით.თუ კოვიდ ვითარების გამო შეხვედრა არ მოხერხდება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მას ჩავერთვებით ონლაინ რეჟიმში და პროექტორის საშუალებით მონიტორზე გავესაუბრებით.შესაძლოა ჩემი დაფინანსებიდან თანხა მორჩეს რაც მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას.ამ თანხით მინდა თავშესაფარში მცხოვრებ და სოციალურად დაუცველ ბავშებს გადავცე ქართული ლიტერატურა, რადგან მნიშვნელოვანია გაეცნონ და თავიანთი აზრი გააჩნდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით.მათთვის განათლება მნიშვნელოვანია.პროექტის სავარაუდო ღირებულება: 11 000 იდეის ავტორი: ელენე ქოქოსაძე
პროექტის აღწერა: თავდაპირველად მინი ბიბლიოთეკები განთავსებული იქნება ავტობუსის გაჩერებასთან . აღნიშნული პროექტი გააერთიანებს ნებისმიერი ასაკის ადამიანს . ვფიქრობ, ეს იქნება ინოვაციური და მოუხდება ჩვენს ქალაქს . მინი ბიბლიოთეკაში განთავსებული იქნება , როგორც ქართველი ასევე უცხოელი ავტორობით შესრულებული წიგნები.პირველ ეტაპზე განთავსებული იქნება ათ ლოკაციაზე .
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: შოთა ჩივაძე
20. კრეატიული მამები
პროექტის აღწერა: შეიქმნას კლუბი ,სადაც იმერეთის მაშტაბით გაწევრიანდებან მამების, კაცები რომლებიც მარტოოები უმკლავდებიან ცხოვრების სირთულეებს.მოხდება მათი დატრენინგება გადამზადება სხვადასხვა კუთხით,რაც მათ გამოადგებათ Ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში. საშუალება ექნებათ ღიად ისაუბრონ და ერთად ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებზე. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 5 000 იდეის ავტორი: ლია მარგველაშვილი
21. სწრაფი კვების ობიექტი
პროექტის აღწერა: ფართის არის ავტო პარკინგთან ახლოს მდებარე ტერიტორია. ვფიქრობ მთავარია ჰიგიენის სტანდარტი იყოს დაცული და ობიექტი იყოს მოწესრიგებული სამზარეულოს სტანდარტით და შესაბამისი ინვენტარით აჭურვილი საიდანაც უკვე მზა პროდუქტს მიიღებს მომხმარებელი. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: მირიანი მეფარიშვილი
22. ერემია სვანაძის სახელობის დამოუკიდებელი თეატრალური დასი
პროექტის აღწერა: 1 წლის მანძილზე თვეში ერთჯერ უფასოდ გაიმართება სპექტაკლი მაგალმთიან სოფლებში რომელსაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაესწრება პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: ზურაბ კუპრაშვილი
23. პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა
პროექტის აღწერა: პროპკის ტყემდე მისასვლელი ბილიკების გზის მოწესრიგება დასასვენებელი ადგილების მოწყობა…გამწვანება ძველის ახლით ჩანაცვლება…ტურისტული მარშუტის მოწყომა … პროექტის სავარაუდო ღირებულება: 16 500 იდეის ავტორი: გიორგი ალფაიძე
24. მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების მოწყობა
პროექტის აღწერა: მიუსაფარი ცხოველების მხარდაჭერა. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 5 600 იდეის ავტორი: გიორგი ალფაიძე
25. კინო სულიკოდან იუსტიციის სახლამდე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოწყობა
პროექტის აღწერა: კინო სულიკოდან იუსტიციის სახლამდე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოწყობა სკვერების სკამების ბავშთა გასართობი კუთხის მოწყობა. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 16 400 იდეის ავტორი: გიორგი ალფაიძე
26. მეტი სისუფთავე გარეუბნებში
პროექტის აღწერა: სანაგვე ურნების დადგმა გარეუნბნებში. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 16 900 იდეის ავტორი: გიორგი ალფაიძე
27. მიწისქვეშა გადასასვლელის აღდგენა
პროექტის აღწერა: აღნიშნულ ტერიტორიაზე არის უნივერსიტეტი, სპორტის სასახლე და გზის ორივე მხარეს მჭიდრო დასახლება. არის მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც არ ფუნქციონირებს, მოქალაქეებისთვის გზაზე გადასვლა არის საფრთხისშემცველი, რადგან არის ქალაქის შემოსასვლელი (ტრასა) და მძღოლები გადაადგილდებიან მაღალი სიჩქარით. პროექტის ფარგლებში გასუფთავდება მიწისქვეშა გადასასვლელი, მოწესრიგდება კიბეები, მოეწყობა განათება და მოიხატება კედლები ქუთაისთან დაკავშირებული თემატიკით და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პროქტის მთავარი მიზანია ქვეითთა გადაადგილება გახდეს უსაფრთხო და კომფორტული. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: თამაზი ბაბუნაშვილი
28. სივრცე სკეიტბორდერებისთვის
პროექტის აღწერა: “კახიანოურის” ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე უამრავი ახალგაზრდა არის დაინტერესებული სკეიტბორდით, მაგრამ არ აქვთ სივრცე სადაც შეძლებენ გაერთონ. აღნიშნულ ტერიტორიაზე არის სპორტის სასახლე, სპორტული ტრენაჟორები , სადაც მუდმივად აღინიშნება სპორტით დაინტერესებული ბავშვების და ახალგაზრდების სიმრავლე. მათი თხოვნის გათვალისწინებით ჩემი პროქტის მიხედვით , ტერიტორიაზე მოეწყობა მარტივი ტიპის სკეიტბორდის მოედანი, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ სკეიტებით უსაფრთხოდ სრიალს, ამავდროულად ხმაური არ შეაწუხებს მოსახლეობას , რადგან აღნიშნული სივრცე იზოლირებულია დასახლებისგან. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: თამაზი ბაბუნაშვილი
29. ვუყუროთ გარეთ
პროექტის აღწერა: საპროექტო იდეა მოიცავს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნიუპორტისა და გაპონოვის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში ნახევრად ღია სივრცის მოწყობას,(გადახურვა, წინა და უკანა ფასადი. ფოტო მაქვს, სამწუხაროდ ატვირთვა შეუძლებელია) რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც ტრენინგ-სემინარების და სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად, ასევე ფილმების სანახავად და მინი ღონისძიებების განხორციელებისთვის. COVID-19 თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა, დაგვანახა, რომ შენობები, რომლებიც განკუთვილი იყო სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, ვერ იქნა გამოყენებული აკრძალვების გამო. ასევე, შეიზღუდა კინო-თეატრების მუშაობა.ეს ნახევრად ღია სივრცე, კი მოიცავს ეკოლოგიურად სუფთა ნაგებობის დადგმას(შესაძლებელია გამომწვარი ხის მასალის გამოყენება), რომელშიც იარუსების სახით იქნება დასაჯდომი ადგილები. მის წინ განთავსდება იმავე მასალისგან გაკეთებული კედელი, ვიზუალური განოსხულებებისთვის, დამონტაჟდება ეკო ნათურები, მოეწყობა დენის წყარო. ამავე სივრცეში შესაძლებელი ქინება მობილური ტელეფონების დატენვა და WiFi თავისუფალი ქსელის დამონტაჟება. რაც ასევე გამოადგებათ როგორც ადგილობრივ მოქალაქეებს, ასევე ქალაქის სტუმრებს (ტურისტებს). ღონისძების ჩატარების მსურველები თავად უზრუნველყოფენ საჭიროების მიხედვით მოაწყონ შიდა ინფრასტრუქტურა. მსგავსი ნახევრად ღია სივცე გამოიყენება როგორც ცივ, ასევე თბილ ამინდებში. განკუთვნილი იქნება მაქსიმუმ 50 ადამიანზე. ამ ტიპის ნაგებობები ხშირია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მათი გამოყენება არის ძალიან პრაქტიკული, მულტიფუნქციური და ეკონომიური. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 15 000 იდეის ავტორი: ქეთევან ბერძენიშვილი
30. ახალგაზრდა ხელოვანთა სახლი
პროექტის აღწერა: როგორც ქუთაისში ასევე იმერეთის სხვადასხვა რეგიონებში ბაღებში სკვერებში სკოლებში სხვადასხვა ძალადობის შესახებ მცირე სცენების გათამაშება და მაყურებელთან ერთად გამოსავლის ძიება. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 15 000 იდეის ავტორი: ვახტანგ ამანათიძე
31. მრავალფეროვანი
პროექტის აღწერა: პროექტი მოიცავს ქალაქის რომელიმე უბნის ან ცენტრალური ნაწილის კედლების მოხატვას (გრაფიტი) თუმცა უნდა მოიხატოს არ მარტო ერთი კედელი არამედ გარკვეული მონაკვეთი მთლიანად. (კარგი იქნება თუ ცენტრალურ ნაწილთან ახლოს იქნება ლოკაცია, ვთქვათ საფიჩხიათან ან ბალახვანში) აღნიშნული საშუალებას მისცემს ქალქს მეტი ტურისტი მოიზიდოს , რაც თავისმხრივ ქალქისთვის და ქალაქის მაცხოვრებლებისთვის დამატებითი შემოსავალი და წინ გადადგმული ნაბიჯია. ამასთანავე, ავღნიშნავ, ასეთი ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პერსპეტივა შეიძლება იყოს ის რომ ახალგაზრდული ცენტრი ან კვების/გართობის ობიექტები მოაწყონ ადგილობრივებმა რაც თავისმხრივ კიდე უფრო გაახალისებს და გაამრვალფეროვანებს ქალქის ცხოვრების სტილს. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: თამთა შვანგირაძე
32. დადებითი ემოციები
პროექტის აღწერა: მოგესალმებით.ძალიან კარგი იქნება თუ მოახერხებს ქუთაისის მერია და გააკეთებს პროექტს მუსიკა ყველასათვის..მაგალითად როგორც განათებაა აუცილებელი ქუჩებისა თვის, ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა უბნებში დააამონტაჟოთ აპარატურა სადაც გაუშვებთ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქართულ მუსიკას,მელოდიებს.ვფიქრობ ეს კარგი იქნება ადამიანებისათვის.მათი ყოველდღიური ცხოვრება უფრო გალამაზდება.მადლობა ყურადღებისათვის. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 5 000 იდეის ავტორი: ფატმანი რიჟამაძე
პროექტის აღწერა: დღეს დრო ყველაზე მეტად ფასობს , ადამიანებს გამუდმებით ეჩქარებათ , ყველა ჩვენთაგანს არ გვაქვს ავტომანქანით გადაადგილების ფუფუნება ამიტომ აქტიურად ვიყენებთ მუნიციპალურ ტრანსპორტს. ლოდინი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ არის მსოფლიოში , რაჯობია როცა იცი რამდენ ხანში მოვა შენამდე ავტობუსი ? ჩემი აზრით ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალმხრავალ სადგურზე(საწყისი ეტაპისთვის) კარგი იქნება თუ გავაკეთებთ ბანერს, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენი გაჩერება ( წუთები) დარჩა ჩვენთვის სასურველ ავტობუს ჩვენამდე. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 15 000 იდეის ავტორი: დავითი გეგუჩაძე
34. 2020
პროექტის აღწერა: მინი ფასიანი ავტო სადგომი, სწრაფი კვება, ველო სადგომი. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: ვლადიმერი მაღლაკელიძე
პროექტის აღწერა: კალენდარის ფუნქციის მონიტორის დამონტაჟება ცენტრალურ ბულვარში სადაც პროგრამულად ჩატვირთული იქნება ინფორმაცია დღეების მიხედვით ქუთაისში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ: მოღვაწეების დაბადების დღეები; სპორტული მიღწევები; კულტურის მოვლენები და ა.შ. კალენდარი შეახსენებს საზოგადოებას ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს ქალაქის ცხოვრებაში და იქნება იმის დემონსტრირება რომ წლის განმავლობაში არ არის არცერთი დღე როცა ქალაქის ცხოვრებაში რაიმე საინტერესო მოვლენა არ მომხდარა.პროექტს დასჭირდება 2 სახის სამუშაოს შესრულება. ინფორმაციის შეგროვება და მონიტორის ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 10 000 იდეის ავტორი: დოდოშკა ჯოხაძე
36. ქუთაისის შესახებ საინფორმაციო აპლიკაცია-გზამკვლევი
პროექტის აღწერა: აპლიკაცია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ქუთაისის და ქუთაისთან ახლოს მდებარე ღირსშესანიშნაობების და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების შესახებ. აპლიკაციას ექნება, როგოც რუკა (გუგლის რუკის პლატფორმაზე) აგრეთვე საცნობარო ნაწილი. განთავსდება შემდეგი ინფორმაცია: კულტურის ძეგლები და მუზეუმები; ტურისტული მარშრუტები; დასასვენებელი პარკები და სკვერები; კაფე-რესტორნები; სამედიცინო ობიექტები; საქალაქო ტრანსპორტის მარშრუტები; საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გრაფიკი. პირველადი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი იქნება მერიის სამსახურებიდან და შემდგომი განახლებისთვის აპლიკაცია შესაძლოა დაემატოს ობიექტის რეგისტრაციის ფუნქცია. დასაფინანსებელი იქნება აპლიკაციის დამზადების ხარჯი. შემდგომში მან შესაძლოა თავად უზრუნველყოს მართვის ხარჯები, შესაბამისი რეკლამის მოზიდვით. გარდა ქუთაისში მყოფი ქალაქის სტუმრები ინფორმირებისა, აპლიკაცია შესაძლოა გახდეს ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთი რესურსიც, იქ განთავსებული ინფორმაციის მეშვეობით.ვფიქრობ იდეა პასუხობს მოთხოვნებს/გამოწვევებს და აღნიშნული სერვისის არსებობა აუცილებელიცაა. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: მარიამ გოგლიჩაძე
37. სადეზინფექციო ჯიხურები – ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ
პროექტის აღწერა: პროექტი ითვალისწინებს ქალაქში (COVID-19)-ის გავრცელების საპრევენციო ინფრასტრუქტურის, 2 ადაპტირებული სადეზინფექციო ჯიხურის განთავსებას, რომელიც გათვლილი იქნება ახალგაზრდობასა და საშუალო ასაკის მოქალაქეებზე, შშმ პირებზე, ასევე შეიძლება ისარგებლოს ასაკოვანმა პირებმაც.ჯიხური შეიძლება დამზადდეს საქართველოშივე, ქართული ვარიანტი არ არის ადაპტირებული და ჯიხურის (დახურული) ტიპის, არამედ არის ღია და იდგმება დაწესებულებების შესავლელებში, მუშაობს სენსორზე, ავტომატური ჩართვა-გამორთვის რეჟიმით, ცალის ღირებულება 6500 ლარია, დღგ-ს ჩათვლით, თუმცა შესაძლებელია მისი შეკვეთით დამზადება და მოდიფიცირება, რომ იყოს ადაპტირებული და ჯიხურის ტიპის, რომ დაიდგას ღია სივრცეში.
ვიზუალიზაციისთვის იხილეთ ვიდეო:
https://www.facebook.com/watch/?v=780302389467584
აქედან გამომდინარე, ჩვენ გთავაზობთ ჯიხურის ასეთ უცხოურ ვარიანტს, რომელიც არის ადაპტირებული და გორგოლაჭებზე, მისი გადატანის შესაძლებლობით, ვიზუალიზაციისთვის იხილეთ ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=CaExowvdB3I&feature=share&fbclid=IwAR17kBTQaSA0MnoUmigLjZY6G_Ovyi2Q3CK3IHUNtWJ1BXdtlRt5w3_Yazs პროექტის სავარაუდო ღირებულება: 6 500 იდეის ავტორი: საინიციატივო ჯგუფი (თინათინ გელხვიიძე, ასმათ ჯანგავაძე, თამთა გირგვლიანი)
38. ხელოვნება სულის საზრდო
პროექტის აღწერა: თეატრალური წარმოდგენების საშუალებით რომლებც ერთი წლის მანძილზე გარკვეული პერიოდულობით გაიმართება უსასყიდლოდ, ჩვენი ჯგუფი იმუშავებს და სპექტაკლებს წარუდგენს შშმ პირებს, მზურნველობა მოკლებულ ბავშვებს, ქალებს. მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ ადამნიანებს, დევნილებს. სპექტაკლების მსვლელობა იქნება განსხვავებული და მაყურებელიც ფაქტორბრივად ჩართული იქნება ამა თუ იმ შესაბამისი პრობლემური თემის განხილვაში, რაც თავის მხრივ მისცემს სტიმულს ადამიანებს იყვნენ თავისუფალნი და ღიად გამოხატონ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 14000 იდეის ავტორი: ზაზა იოსებაშვილი
39. პატარა ხელები, დიდი საქმისთვის
პროექტის აღწერა: ძალიან მაღიზიანებს დანაგვიანებული გარემო,ირგვლივ მიმოფანტული პოლიეთილენის პარკები და სხვა ნაგავი. ვცდილობ,საკუთარი ძალებით მოვაწესრიგო,ესა თუ ის ტერიტორია,მაგრამ მარტო ბევრს ვერ ვახერხებ. ასევე ძალიან მინდა,ყველა მიუსაფარი ცხოველს,ჰყავდეს ოჯახი,ჰქონდეს საკვები და სახლი. ვერც ამას ვახერხებ მარტო,იმიტომ რომ ჯერ 11 წლის ვარ და დაგროვილი ფული,ყველა ცხოველს არ ჰყოფნის. ამ პროექტის ფარგლებში, ჩემს თანატოლებთან და უფროსებთან ერთად,შევძლებ უფრო ლამაზი და სუფთა გავხადო,ჩემი ტკბილი ქალაქი და ყველა მიუსაფარ ცხოველს ვაჩუქო ,სიყვარული და მზრუნველობა. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 10 000 იდეის ავტორი: იოანე ჩხიკვაძე
40. ენერგო დამზოგი
პროექტის აღწერა: პროქტის არსი მდომარეობს შემდეგში.. არსებული ლამპიონების ეტაპობრივი ჩანაცვლება სენსორული ლანპიონებით რომლებიც მხოლოდ მაშინ განათდებიან როდესაც მის ქვემოთ ტერიტორიაზე მოძრავ ობიექტს დააფიქსირებენ, ეს ხელს შეუწყობს ენერგო მოხმარების შემცირებას. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: ნიკიტა რატიანი
41. “სივრცე სოლომონზე” და “ხარაზოვის სივრცე”(ამფითეატრები)
პროექტის აღწერა:
1. ამფითეატრის კონცეფცია გულისხმობს ღია სივრცეს რომელიც ეპიდემიოლოგიურად მკაცრ პირობებში დააკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს და შესაბამისად საშუალებას მისცემს მოსახლეობას კულტურული და საზოგადოებრივი მიმართულებით ღონისძიებების ჩატარების.
2. მოგეხსენებათ რომ ხარაზოვის ბაღი მდებარეობს ქალაქის ძველ, პრესტიჟულ და ეკოლოგიურად სუფთა უბანში. მაგრამ მიუხედავად მრავალჯერადი რეკონსტრუქციებისა ეს ლოკაცია მაინც ვერ გახდა სოციალურად მიმზიდველი და აქტიური. პროექტის ერთერთი მიზანია ამ ისტორიული ზონის პოპულარიზაცია და დატვირთვა რეგულარული კულტურული მასობრივი ღონისძიებებით.
3. ქუთაისის რუკაზე ტურისტებისთვის საინტერესო ძველ ძეგლებთან ერთად გაჩნდება ადგილი სადაც ისინი შეძლებენ ეზიარონ ქალაქის თანამედროვე კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებას.
4. ვინაიდან ქალაქი განიცდის კულტურული ღონისძიებების დეფიციტს, რაც შესაბამისად აისახება მისი მოქალაქეების ინტელექტუალურ ცხოვრებაზე – ვთვლით რომ აღნიშნული სივრცე გახდება ადგილი სადაც სხვადასხვა სფეროების ნიჭერი და წარმატებული წარმომადგენლები გაუზიარებენ ჩვენს თანამოქალაქეებს თავიანთ ცოდნას და შემოქმედებას, რაც მისცემს მათ ინტელექტუალურ საზრდოს და მნიშვმნელოვნად გაამდიდრებს მათ მსოფლმხედველობას.
5. ამფითეატრის კონცეფცია სრულად შეესაბამება შშმ პირების მოთხოვნებსა და საჭიროებებს. მათ საშუალება ეძლევათ შეზღუდვების გარეშე აქტიურად ჩაერთონ როგორც მიმდინარე კულტურულ ღონისძიებებში, ასევე თვითონ გახდნენ აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზატორები.
6. ქუთაისის სინამდვილეში მოსწავლე ახალგაზრდებს არ გააჩნიათ სათანადო რაოდენობის შესაბამისად მოწყობილი ღია სივრცეები სადაც მათ მიეცემათ შესაძლებლობა ჩაატარონ დაგეგმილი ღონისძიებები.
7. თეატრალური წარმოდგენები, კინოჩვენებები კინოკრიტიკოსებთან ერთად (ეროვნულ არქივთან და კინოცენტრთან კოლაბორაციაში ), მუსიკალური საღამოები (ხალხური, კლასიკა, ჯაზი), ლიტერატურული განხილვები მწერლებთან ერთად, მხატვრული გამოფენები, პერფორმანსები, ანიმატორთა შოუ.
8. სახალხო/ქუჩის ბაზრობა მსგავსი სეზონური ბაზრობების რომლებიც ეწყობა დასავლურ ქვეყნებში და ასევე თბილისის და ბათუმის ისტორიულ უბნებში.
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვები ( შესაძლებელია ეთნოგრაფიული ხასიათის – როგორც იმერეთის ასევე სხვა რეგიონების) – საშუალებას იძლევა რომ გავზარდოთ რეგიონში წარმოებული პროდუქციის ცნობადობა და შევუწყოთ ხელი მისი რეალიზაციის გაზრდას.
(ასევე შესაძლებელია: საშობაო ბაზრობა, „მშრალი ხიდის“ მსგავსი კონცეფციის ბაზრობა, სადღესასწაულო ბაზრობა.)აღნიშნული პროექტით შექმნილი საშტატო ერთეული:
1. ადმინისტრატორი
2.ტექნიკური მუშაკი
3.შრომის უსაფრთხოების სამსახური
4.დაცვის სამსახური( 3 პერსონა)
5.დამლაგებელი(2 პერსონა)
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000იდეის ავტორი: სოფიო ბაძგარაძე
42. ქართული შემოქმედება
პროექტის აღწერა: ჩემი მიზანია შევქმნა,მაღალხარისხიანი და განსხვავებული ქართული ხელნაკეთი ნივთები.ამჟამად ჩემი ნაკეთობები იყიდება მცირე რაოდენობით,ვინაიდან საქართველოში ბევრმა დაიწყო ხელნაკეთი ნივთების კეთება ,აქედან გამომდინარე მინდა გავაკეთო გამორჩეული, ხარისხიანი და ბრენდირებული ნივთი ,რაც გაცილებით ძვირად გაიყიდება. თავდაპირველად ონლაინ გაყიდვებს გავაგრძელებ და რამოდენიმე ნიჭიერ შემოქმედ პარტნიორს, შევიძენ.სამომავლო გეგმაში შედის ,ქ.ქუთაისის “კარფურში” მაღაზიის გახსნა,რაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,რადგან ქუთაისში არ არის ქართული ხელნაკეთი ნივთების მაღაზია.დიდი იმედი მაქვს ,რომ ამ იდეას ხორცს შევასხავ. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 5 000
იდეის ავტორი: სოფიო ბარბაქაძე
პროექტის აღწერა: ნაგვის დახარისხება, გადამუშავება და კომპოსტირება, რომელიც დაუბრუნდება ბუნებას სასუქის სახით, და ახალი ნერგების გამოყვანისას. ნიადაგად. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 15 000 იდეის ავტორი: ბექა ხვედელიძე
44. მწვანე კუნძულები
პროექტის აღწერა: უნივერსიტეტის,რამოდენიმე საჯარო,კერძო თუ სპორტული სკოლის ახლომდებარეობამ ლომონოსოვის ქუჩა მეტად აქტიური და მოძრავი გახადა.აღსანიშნავია ისიც რომ წლიდან წლამდე იზრდება ოთახებისა თუ ცალკეული ბინების დამქირავებელი სტუდენტების რაოდენობა და რიგ შემთხვევაში სახლებისა თუ ბინების სასტუმროდ თუ ჰოსტელად გადაკეთების ტენდენცია.ისედაც მცირე ქუჩაზე ეს მოხატული კედელი სრული ურბანული სურათისთვის ზედმიწევნით ეფექტურია,თუმცა ქუჩაზე ფლორის სრულმა არ არსებობამ ახალი კონსტრუქტ-კონცეფცია წარმოშვა რომელიც ქუჩას მეტ ფუნქციასა და მიმზიდველობას შესძენს.ეს არის კედლის გასწვრივ ერთგვარი “მწვანე კუნძულის”გაშენება,რომელიც წარმოდგენილია კორიდორ-ორანჟერეის სახით რომლის ესკიზი და ნახაზი შევიმუშავეთ და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ წარსადგენად.ასევე მოვიფიქრეთ დასაჯდომ-მოსასვენებელი ზონების სპეციფიური, კედელთან შესაბამისი თემატურობით შეზავებული ვარიაციები.კონსტრუქცია წარმოადგენს ერთგვარ შეკიდულ ტენტს რომელიც თაღოვანი რკალით გაზდევს მთელ კედელს,რომელიც გამწვანების შედეგად იღებს გადახურული ორანჟერეის სახეს.ამასთანავე ახლებურადაა გააზრებული კედლის განათება და ინფრასტრუქტურული განლაგება-ინვენტარიზაცია.დავამზადეთ სპეციფიური სკამ-განათების ვარიაციები(ესკიზების სახით) რომლებიც მუსიკალური ინსტრუმენტებისა თუ მუსიკალური აქსესუარების სახეცვლილ,სკვერის თვის ადაპტირებულ ფორმას წარმოადგენენ.ავღნიშნავ იმასაც რომ ამ ქუჩაზე კიდევ არსებობს რამოდენიმე კედელი რომელიც შეიძლება მოიხატოს შესაბამისი კონცეფციის(ჯაზის თემატიკა) ფარგლებში იმისათვის რომ ქუჩამ მთლიანი,სრული,ერთიანი სახე შეიძინოს.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 10 000იდეის ავტორი: ლევან ბიბილეიშვილი
45. შ.შ.მ სწავლება და დასაქმება
პროექტის აღწერა: ჩვენ ვართ ორგ.2013 წლის მერე გამოცდილებით ამ კუთხით შ.შ.მ.იმერ.რეგი.ორგ.სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველა აპლიკანტს.პროექტის სავარაუდო ღირებულება: 9 000 იდეის ავტორი: მერაბი ქვარიანი
46. სოც.კაფე
პროექტის აღწერა: ჩვენ ვართ შ.შ.მ.ორგ.და ჩვენ ამ კუთხითაც გვაქ გამოცდილება მადლობა წინასწარ და წარმატებებები ყველა აპლიკანტს. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: მერაბი ქვარიანი
47. ჭკვიანი სახელურები კოვიდის წინააღმდეგ
პროექტის აღწერა: გადამდები დაავადებების გავრცელების შემცირების ერთ-ერთი საშუალებაა სხვადასხვა სახის ზედაპირზე ხელით შეხების შეზღუდვა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დაწესებულებების კარები სადაც ხალხმრავლობაა. რისკის შესამცირებლად არის გარკვეული მექანიზმი, ე.წ. ჭკვიანი სახელურები, რომლებიც გამოიყენეს ლიტვაში. მათი დამზადება მარტივია და შესაძლებელია 3 D პრინტერის მეშვეობით. ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ https://www.facebook.com/LithuanianVibes/posts/creativity-and-smart-ideas-can-help-to-combat-coronavirus-covid-19/10158134521749738/დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებული პროგნოზებიდან გამომდინარე ის ალბათ აქტუალური იქნება მომავალი წლის განმავლობაშიც, ამიტომ მიზანშეწონილია მინიმუმ ადმინისტრაციული შენობების (შესაძლებელია სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისაც: ბაღები, სკოლები, მუზეუმი და ა.შ.) აღჭურვა ამ მარტივი საშუალებით.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 16 000იდეის ავტორი: მარი ლომიძე
48. აქტიური ახალგაზრდები – მომავლის ქუთაისი
პროექტის აღწერა: პროექტის “აქტიური ახალგაზრდები_ მომავლის ქუთაისი” მიზანია წვლილი შეიტანოს ქალაქ ქუთაისში ახალგაზრდებისთვის ინკლუზიური, სრულფასოვანი და მდგრადი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნაში. კერძოდ, ეს მოხდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის დონეზე 2 მიმართულებით: 1. ქალაქი ქუთაისის 12-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმოამდგენელი ახალგაზრდების გაძლიერება არაფორმალური განათლების გზით_ რაც გულისხმობს 14-29 წლის 240 ახალგაზრდისთვის მოქალაქეობრივი კომპეტენციის განვითარებას ტრენინგ-ციკლის მეშვეობით. კერძოდ, მოქალაქეობრივი კომპეტენციის განვითარებისთვის ახალგაზრდები გაივლიან შემდეგ თემატური მოდულებს: 1. დემოკრატიული საფუძვლები; 2. მონაწილეობა; 3. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; 4. ისტორია და პოლიტიკური იდეოლოგიები; 5. პრაქტიკული სამართალი; 6. სამოქალაქო უსაფრთხოება;2. საინფორმაციო პლატფორმის შექმნა მუნიციპალიტეში ახალგაზრდებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით;.
ზემოთაღნიშნული განხორციელდება შემდეგნაირად: ამ უშუალო მიზნის განხორციელება გულისხმობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის 12-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში (კახიანოური, ავტოქარხანა და ა.შ) მცხოვრები 240 ახალგაზრდის გაძლიერებას_ თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან (20) ოცი 14-29 წლის ახალგაზრდა, რომელთა შერჩევა დაეფუძნება გენდერულ ბალანსსა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლობას. მაგალითად: დევნილები, შშმ პირები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებში განთავსებული და ასევე სხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახების ახალგაზრდები. მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ტრენინგები ჩატარდება თავადვე მუნიციპალურ ერთეულში არსებულ სივრცებში. თითოეული ტრენინგის დროს მონაწილეებისთვის განისაზღვრება კვება. აღნიშნული ინტერვენცია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროექტით განსაზღვრულ აქტივობებში მაქსიმალურ ჩართულობას. თითეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება ჯამში 6 ტრენინგი ერთი და იგივე 20 ახალგაზრდისაგან შემდგარ ჯგუფთან. ჯამში კი სულ 72 ტრენინგი.
რაც შეეხება საინფორმაციო პლატფორმის შექმნას, ახალგაზრდების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს ერთიანი ონლაინ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას, ჩართულობის წახალისებას და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას მუნიციპალური მასშტაბით. პროექტის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ, დაიწყება ერთიან ონლაინ პლატფორმაზე მუშაობა. თანაბარი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, პროექტის რეალობაში ეს იქნება სოციალურ ქსელ ფეისბუკში შექმნილი დახურული ჯგუფი ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის. ჯგუფს პროექტის დასრულებამდე გამართავს პროექტის ფარგლებში დაკონტრაქტებული ტექნიკური ასისტენტი. პროექტის დასრულების შემდეგ, ჯგუფის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ფუნქციით დატვირთვაზე ერთობლივად იმუშვებენ 1 წლის განმავლობაში პროექტში ჩართული ახალგაზრდები და მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირები. პროექტის დასრულებიდან მეორე წელს, ჯგუფი დამოუკიდებლად სამართავად გადაეცემა მუნიციპალიტეტების ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 16 700
იდეის ავტორი: მაკა ცერცვაძე
49. არგონავტები
პროექტის აღწერა: თეთრი ხიდის მიმდებარედ წყალში აიგოს ხომალდი მინიატურის სახით სახელად “არგო” რომელიც დამაგრდება ჯებირთან წყალმა ,რომ არ წაიღოს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მასზე ასვლა და დათვალიერება იმ სანახაობის , რომელიც მასში განთავსდება შესაძლებელია კაფის გახსნაც . ის დიდ მოწონებას დაიმსახურებს ტურისტებისგან ადგილობრივებიდან და ყველასგან . დიდი მადლობა წარმატებები თქვენს გუნდს <3პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17000იდეის ავტორი:საბა მარგველაშვილი
პროექტის აღწერა: სამყარო განვითარდა და გაციფრულდა, შესაბამისად რეკლამირებამ და განცხადებებმა ჟურნალ-გაზეთებიდან ციფრულ სამყაროში გადმოინაცვლა. პრობლემა ის გახლავთ, რომ ადამიანთა კატეგორია ხარისხს დიდ ქალაქებში ეძებს, რადგან პატარა ქალაქებს თითქოს პერსპექტივა არ აქვს.ჩვენი გუნდი გაბედულად პასუხობს ამ გამოწვევას და სურვილი გვაქვს გავხსნათ სარეკლამო მრავალ-პროფილიანი კომპანია, რომელიც მოემსახურება საზოგადოების, ქალაქის და ქვეყნის ინტერესებს. სურვილი გვაქვს, საზოგადოებას მაღალი ხარისხი შევთავაზოთ და ამით შევქმნათ ერთგვარი კულტურა, რომ პატარა ქალაქებშიც არის ხელმისაწვდომი უმაღლესი ხარისხის სარეკლამო მომსახურება. განხორციელებული პროექტი მოიცავს თავდაპირველად 3 ადამიანის დასაქმებას, ხოლო შემდგომში კადრების ზრდას.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 15 000
იდეის ავტორი: რომეო შალამბერიძე
51. ქუთაისის ღირშესანიშნაობათა კატალოგის და ერთიანი სამუზეუმო ბარათის (აბონემენტის) შექმნა
პროექტის აღწერა: საპროექტო იდეა მოიცავს ტურიზმის ხელშეწყობას, კულტურული ტურიზმის როლი უნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქის მემკვიდრეობის დაცვა-შენახვისათვის, კულტურული ტურიზმისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია შემეცნებითი ტურების ორგანიზება. კულტურული ტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით უნდა მოხდეს ხელშეწყობა მიზნობრივი რეკლამისა და საინფორმაციო საშუალებების გამოყენების. ტურიზმის განვითარება ნიშნავს ხარისხიან ტურიზმს, ხარისხიანი ტურიზმისათვის აუცილებელი პირობაა, როგორც კარგად შენახული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ასევე აუცილებელია ტურისტების და ტურისტული კომპანიების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ჩვენი იდეის განხორციელება კი იძლევა საშუალებას არსებობდეს ქალაქის ღირშესანიშნაობათა ერთიანი ილუსტრირებული კატალოგი, რომელიც მოიცავს მოკლე და მნიშვნელოვან ინფორმაციას ამათუიმ ძეგლის წარმომავლობისა და ადგილმდებარეობის შესახებ. კატალოგში კონკრეტულად იქნება მითითებული და აღწერილი ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი:სამხატვრო გალერეები, თეატრები, მუზეუმები, ისტორიული ადგილები (ეკლესია-მონასტრები, ხიდები, ძეგლები, სახლები, სკვერები, ქუჩები).
ჩვენი საპროექტო იდეა ასევე მოიცავს ერთიანი სამუზეუმო ბარათების, აბონემენტების შექმნას, რაც საშუალებას მოგვცემს ერთიანი გადახდის სისტემის შემუშავებისა, რაც იქნება კომფორტული როგორც ტურისტისთვის, ასევე ტურისტული სააგენტოებისთვის. ერთიანი სამუზეუმო ბარათის მეშვეობით ტურისტი მოინახულებს ყველა იმ ობიექტს, რომელიც ქალაქშია. რადგან არ არსებობს ერთიანი გადახდის სისტემა, ბევრი მუზეუმი რჩება ტურისტის გარეშე, რადგან ტუროპერატორებისთვის ოპერირება რთულია, რადგან სხვადასხვა მუზეუმთან ცალ-ცალკე უნდა გაფორმდესხელშეკრულება, აწარმოო აღრიცხვა და გადარიცხო თანხა, რაც დამატებით დროს და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. აღნიშნული საბარათე, სააბონემენტე სისტემა განკუთვნილი იქნება არამხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოქნილად და კომფორტულად დაგეგმონ კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები.პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000
იდეის ავტორი: ია იაშვილი
52. პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი იმერეთში რეგისტრირებული ტურისტული ორგანიზაციებისთვის
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონში რეგისტრირებული ტურისტული ორგანიზაციების თანამშრომლებს, უპირველეს ყოვლისა ტურისტულ გიდებსა და მძღოლებს შესთავაზოს პირველადი სამედიცინო დახმარების სრული კურსი.კურსის ორგანიზება მოხდება სამედიცინო ტურიზმისა და ჯანმრთელობის ცენტრი „ტოგო-ჯორჯია“-ს ორგანიზებით. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი.
პირველადი სამედიცინო დახმარების სრული კურსი მოიცავს 2 დღიან თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას ისეთ საკითხებში როგორიცაა საველე პირობებში მიღებული დაზიანებების; ტრავმები, სისხლდება, მოწამვლა, გონების დაარგვა და სხვ. პირველადი დახმარება და სწორი მართვა, სიპიარი, დაზარალებულის უსაფრთხო ტრანსორტირება და ტურების დროს აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა. სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება ვიზუალური თუ ტექნიკური საშუალებები; მულაჟები, ხელსაწყო-ინსტრუმენტები, პრეზენტაცია, ვიდეომასალა და ჰენდაუთები.
კურსის დასრულების შემდგომ ჩატარდება დასკვნითი გამოცდა, რის საფუძველზეც გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. გამოცდაზე არადამაკმაყოფილებელი ქულის მიღების შემთხვევაში მონაწილე განმეორებით ვეღარ ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით, თუმცა მიეცემა განმეორებით გამოცდაზე გასვლის კიდევ ერთი შანსი.
პროექტი ითვალისწინებს 80 პირის გადამზადებას. თითოეული კურსი გათვლილი იქნება არაუმეტეს 20 მონაწილეზე. კურსზე დასწრების მსურველებიდან პრიორიტეტი პირველ ეტპზე მიენიჭებათ გიდებსა და მძღოლებს, ხოლო შემდგომ ტურისტული კომპანიების სხვა თანამშრომლებს.
პროექტის განხორციელების საშუალო ხანგრძლივობაა 8 თვე და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. მოსამზადებელ პერიოდი – 2თვე: ინვენტარის შეძენა, სასწავლო მასალების მომზადება, პროექტის შესახებ კომპანიების ინფორმირება.
2. უშუალოდ პროექტის განხორციელების ეტაპი – 4-5 თვე.
3. პროექტის დასკვნითი ანგარიშების მომზადება – 1თვე
პროექტის დაფინანსების შემთხვევაში იმერეთის რეგიონი იქნება პირველი ინიციატორი მსგავსი, მასშტაბური წამოწყების, შესაბამისად პირველი რეგიონი, რომელსაც ეყოლება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაში მაღალ დონეზე მომზადებული, სერტიფიცირებული ტურისტული მუშაკები. აღნიშნული წამოწყება იქნება სტიმული სხვა რეგიონებისთვის და ვფიქრობთ საბოლოოდ ხელს შეუწყობს სავალდებულო გახდეს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ტურიზმის სფეროში მომუშავე პირებისთვის.პროექტის სავარაუდო ღირებულება: 10 000
იდეის ავტორი: ეთერ ტოგონიძე
53. ღიმილის ბიჭები
პროექტის აღწერა: ბაგრატის ტაძრის გვერდით რიონის მხარეს შესანიშნავი კლდოვანი ხედია იქ ხშირად სტუმრობენ მთასვლელები და ვარჯიშობენ .კარგი იქნებოდა მოგვეწყო პარაშუტით გადმოსახტომი ღიმილის ბიჭებში რომაა ისეთი .ტურისტები და ყველა მოყვარული ბაგრატის ტაძრის დათვალიერების შემდეგ სიამოვნებით შეიმოკლებენ გზას და გადმოხტებოდნენ პარაშუტით და გააგრძელებენ გზას ბოტანიკური ბაღისკენ .წარმატებებიი. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000 იდეის ავტორი: ბენდელიანი გოჩა
პროექტების შეფასება უკვე დაიწყო, რის შემდეგაც 10 უმაღლესი შეფასების მქონე პროექტი გადავა კენჭისყრის რეჟიმზე და საბოლოო 3 გამარჯვებულს მოქალაქეები გამოავლენენ.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი რამდენიმე წელია ტარდება. გასულ წლებში რამდენიმე გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, მათ შორის საპირფარეშოებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია.
მონაწილეები ძირითადად ინფრასტრუქტურულ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს არეგისტრირებდნენ.