2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში თავშესაფრი 515 ადამიანმა ითხოვა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მიგრაციის სტატისტიკიდან ირკვევა.
მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 224 იყო, პირველ კვარტალში კი 291. შესაბამისად, ჯამში მიმდინარე წლის 6 თვეში კი ეს რიცხვი – 515-ს შეადგენდა.
შსს-ს ინფორმაციით, გასულ 2022 წელს ჯამში 1 473 განაცხადი იყო რეგისტრირებული.
რაც შეეხება ქვეყნებს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ყველაზე მეტი – 104 მოქალაქე უკრაინიდან დარეგისტრირდა.
,გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქეებმაც 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში თავშესაფარი ითხოვეს:
უკრაინა – 104 მოქალაქე
რუსეთი – 49 მოქალაქე
ირანი – 93 მოქალაქე
თურქეთი – 72 მოქალაქე
ინდოეთი – 17 მოქალაქე
Bpn.ge










