2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 2 მაჩვენებელი 3.1%-ით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
გთავაზობთ, 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც გასულ თვეში ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა:
- კომბოსტო – 65.8%-ით
- მსხალი – 44.1%-ით
- წიწაკა – 38.7%-ით
- კიტრი – 29.9%-ით
- ტომატ-პასტა – 27.7%-ით
- სიმინდის ფქვილი – 23.8%-ით
- მწვანილი – 22.7%-ით
- ლიმონი 21.3%-ით
- კივი – 21.3%-ით
- ძროხის ხორცი – 16.9%-ით
bpn.ge










