ნოვავაქსის” ვაქცინამ კორონავირუსის სხვადასხვა შტამის მიმართ 90-პროცენტიანი ეფექტიანობა გამოავლინა.
კლინიკური ცდები აშშ-სა და მექსიკაში 30,000 მოხალისეზე ჩატარდა, რაც ვაქცინის საგანგებო გამოყენებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საშუალებას იძლევა.
პროტეინზე დამყარებული ეს ვაქცინა 93-პროცენტიანი ეფექტიანობით გამოირჩევა ე.წ. ბრიტანული, ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდურ შტამების მიმართ.
გარდა ამისა, ვაქცინამ 70-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა ვირუსის იმ ვარიანტების მიმართ, რომელთა იდენტიფიცირება კომპანიამ ვერ შეძლო.
ჩატარებული ცდების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში 91 პროცენტია, ხოლო საშუალო სიმძიმის ინფექციის შემთხვევაში 100-პროცენტიან შედეგს იძლევა.
კომპანიის განცხადებით, მოხალისეებს სუსტი გვერდითი ეფექტები აღენიშნებოდათ, რაც თავის ტკივილით, სისუსტითა და კუნთების ტკივილით გამოიხატებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალისთვის კომპანია ვაქცინის 100 მილიონი დოზის, ხოლო მეოთხე კვარტალისთვის 150 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებს.










