აჭარის პოლიციის უფროსის, ავთანდილ გალდავას განცხადებით, ზუგდიდში ბანკში თავდამსხმელს, ბადრი ესებუას მიხედავენ “როცა საჭირო იქნება”. ამის შესახებ მან TV პირველის ჟურნალისტს განუცხადა.
“ესებუას მივხედავთ, როცა საჭირო იქნება, მაშინ […] როგორც კი ვიპოვით”, — თქვა მან.
დღეს გალდავამ აგრესია გამოხატა TV პირველის ჟურნალისტის მიმართ. “გაწიე ეს მყრალი მიკროფონი”, — უთხრა მან ჟურნალისტს და მის კითხვებს არ უპასუხა.









