
ნოემბერში, ლეგენდარული The Beatles-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, Get Back გამოვა. ფილმი, რომელიც 3 ნაწილისგან შედგება აქამდე უცნობ მომენტებსა და ინტერვიუებს აერთიანებს. სულ ცოტა ხნის წინ ფილმის პირველი თრეილერი გავრცელდა, რომელიც რინგო სტარმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.










