“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ანსუ ფატიმ ესპანეთის თასის 1/8 ფინალში “ბილბაოსთან” (2:3, დ.დ) წაგებულ მატჩში ტრავმა მიიღო.
19 წლის ესპანელი მინდორზე 61-ე წუთზე შეცვლაზე მოგვევლინა, 96-ე წუთზე კი გასვლა მოუწია.
კატალონიური გრანდის პრესსამსახურის ცნობით, ფატის მარცხენა ფეხის ბარძაყის ბიცეფსის დაზიანება აღენიშნება.
როგორც Mundo Deportivo წერს, ახალგაზრდა შემტევმა, წინასწარი ცნობებით, შესაძლოა ორ თვემდე იუქმოს.










