მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტპატიმარი, რომელიც რეჟიმს ებრძვის ყოველწუთიერად და ყოველდღიურად იყოს პოლიტიკის მიღმა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
როგორც ცისკარიშვილმა „ინტერპრესნიუსთან” აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დარჩენა-არ დარჩენის საკითხზე პარტიის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობასთან დაკავშირებით არ სმენია.
„ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, არის ციხეში, საპყრობილეში, ბიძინა ივანიშვილის მიერ უკანონოდ გამოკეტილი, მისი ყოველი იქ გატარებული დღე არის ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ და როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტპატიმარი, რომელიც რეჟიმს ებრძვის ყოველწუთიერად და ყოველდღიურად იყოს პოლიტიკის მიღმა”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.