LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ „პა სეანსის“ წევრები

როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ „პა სეანსის“ წევრები

დაპოსტა 2021/01/26-ში
A A
692
ნახვა
გაზიარება

ბნელი 90-იანები – პურის რიგები, შიმშილი, უფულობა, უპერსპექტივობა, სოციალური დეპრესია, სრული უიმედობა… ზუსატად, ამ დროს ეკრანებზე გამოჩნდა ერთადერთი ნათელი წერტილი „პასეანსი“. 

სატირული სკეჩებში, რომელშიც თანადროული საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ პრობლემებს აღწერდნენ მოსახლეობას საკუთარ პრობლემებს რამდენიმე წუთით ავიწყებდა.

გადაცემა აღწერდა ისეთი თემებს, როგორიც არის კორუფცია, „ძველბიჭობა“ და კრიმინალური ქცევა, პოლიტიკური პარტიების არაეფექტურობა, ეგზალტირებული პატრიოტიზმი, ეკონომიკური პრობლემები, უცხოპლანეტელებით აღფრთოვანება, მდარე ხარისხის პოპულარული მუსიკა და სხვა.

გადაცემის ავტორები და მონაწილეები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრის და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები იყვნენ.

გადაცემის ძირითადი ნაწილი მიყავდათ: ლევან ლელაშვილს („კიჭა“), ირაკლი ფრანგიშვილს, ალეკო თეთრაშვილსა („მათე მელიავა“) და ცუცა კაპანაძეს.

წლების შემდეგ მათი სახეებიც გაქრა ეკრანებდან. ყველაზე კარგად ის დრო ახსენდებათ როდესაც გადაცემას აკეთებდნენ ყვალას სურს ისევ იმ სამის გაგრძლება თუმცა შემოთავზება არცერთს ჰქონია.

თანმამშრომლობა დასრულდა. მეგობრობა გრძლედება. ახლა მოგიყვებით, სად არიან და რას საქმიანობენ ადამიანები, რომლებმაც ლეგანდარული გადაცემა შექმნეს.

ცუცა კაპანაძე – ნიუ-იორკის ქართული თეატრის მსახიობი

„არცერთმა არხმა არ ისურვა, რომ „პა-სეანს“ ეკრანს დაჰბრუნებოდა. წლებია ამერიკაში ვცხოვრობ. მანამდე ამერიკაში გასტროლებზე რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი თეატრ-სტუდია „მოდი-ნახესთან“ ერთად. კარგი საბუთები მქონდა და მწვანე ბარათი გავკეთე. ამერიკიდან „პა-სეანსის“ ბიჭებს სულ ვუკავშირდებოდი, იქნებ რაღაც აღვადგინოთ, დაელაპარაკეთ სხვადასხვა პროექტის ხელმძღვანელებს-მეთქი. ხვდებოდნენ, მაგრამ… ბოლოს კი შემომითვალეს, ცუცა, დაივიწყე, სადაც ხარ, იქ იყავიო. ჰოდა, ასე შევრჩი ამერიკას მეც, ჯერჯერობით ჰოლივუდის გარეშე… ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრში ვმუშაობ, ნიუ-იორკის ქართული თეატრის მსახიობიც ვარ. აქ მოღვაწეობს ქართველი კინორეჟისორი ქეთი ორჯონიკიძე. მან გადაიღო ფილმი ემიგრანტ ქალზე „ნანა“, სადაც მთავარ როლს ვასრულებ.

ჩვენ, ყველა თაობისთვის მისაღებ იუმორს ვაკეტებდით, გადაცემა ძალიან პოპულარული იყო. სხვა დონე იყო. მივესალმები დღევანდელ გადაცემებსაც, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ განსხვავება ჩვენ შორის დიდია. როდესაც იუმორისტულ გადაცემას აკეთებ, არა გაქვს უფლება, ადამიანი დაამცირო. ყველაფერი ზოგადად უნდა გააკეთო, თქვა და მაყურებელი მიხვდება. ვიღაცის ფიზიკურ ნაკლზე მითითება – მაღალი ხარ, დაბალი, მსუქანიო, იუმორი არ არის…

როდესაც სოცქსელში „პა-სეანსის“ რომელიმე გადაცემა იდება, ყოველთვის საოცარი კომენტარები ერთვის, თქვენ გადაგვატანინეთ მძიმე წლებიო, წერენ. საოცარი ურთიერთობა იყო საზოგადოებაში. იყო პურის რიგები, სანთლის შუქი, ნავთქურები, მაგრამ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი.

ლევან ლელაშვილი – ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული

პასეანს პოლიტექნიკურის სტუდენტები ვქმნიდით­. თავდაპირველად სტუდენტთა მოყვარულ თეატრ „მოდი-ნახეში“ ვთამაშობდით. „პა-სეანსის“ ავტორი და რეჟ­ისორი მამუკა ღლონტიც ჩვენთან სწავლობდა, იცოდა, ვინ რისი გამკეთებელი ვიყავით და როდესაც მე-2 არხზე პაროდიული გადაცემის გაკეთება ჩაიფიქრა, ყველას ტავი მოგვიყარა.

პირველი გადაცემა 1992 წლის აპრილში გავიდა, ცოტა ხანში უკვე ყველა გვცნობდა. ეთერში 9 წელი ვიყავით. მერე ყველაფერი დამთავრდა და ჩვენც დავიქსაქსეთ.

ერთი პერიოდი „იბერიაში“ მარკეტინგის განყოფილებაში ვმუშაობდი, რამდენიმე გადაცემაც გავაკეთე. შემდეგში მე და ირაკლი ფრანგიშვილს „იმედის დილაში“ გვქონდა იუმორისტული რუბრიკა, მერე ლოტო მიმყავდა.

ბოლო ორი წელია­ ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული. სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩვენი მინისტრები ამბობენ, თვითდასაქმებული ვარ.

ირაკლი ფრანგიშვილი

„ეს ის ერთადერთი გასართობი გადაცემა იყო, რომელსაც მთელი საქართველო ელოდა და ბევრს ხალისობდა.
„პასეანსის“ შემდეგ შესყიდვების მენეჯერად, დისტრიბუციაში, „შეპესეებში” ვმუშაობდი და, ვფიქრობ, ეს პერიოდი, ანუ, მთელი ხუთი წელიწადი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჩავარდნა და „ლომკა“ იყო. ამ დროს ვერ ვახდენდი თვითრეალიზებას როგორც მსახიობი და ძალიან მიჭირდა. ეს „ლომკა“ „იმედის დილაში“ მოვიხსენი. ვიყავი, „შუა ქალაქშიც“, „რომ გადახვალ გააჩერეშიც“. მერე ეს გადაცემებიც გაჩერდა. ხან სად ვმუშობდი და ხან სად… იუმორი ჩემთვის ნარკოტიკივითაა, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.“

ალეკო თეთრაშვილი

„პასეანსი“ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო. იქ ტექნიკური ინსტიტუტიდან მოვხვდი. სინჯებზე მივედი და ამიყვანეს. ასე გავხდი მათე მელიავა – კაცი, რომელიც ყველაფერზე საუბრობდა ეკონომიკის გარდა. კიდევ ბევრი როლი განვასახიერე, მაგრამ რატომღაც განსაკუთრებით „მერვეკლასელო“ აიტაცეს, კარგი კლიპებიც გადავიღეთ.

ერთ-ერთ სერიალ „მზარეულებში“ ვითამაშე შეფ-მზარეულის როლი. დღესაც მაჩერებენ ქუჩაში, თქვენი იუმორი გვენატრებაო, მთხოვენ ავტოგრაფს და სამახსოვროდ სელფებს იღებენ.

ახლა ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად ვმუშაობ. სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას რომელიმე სატელევიზიო პროექტში, მაგრამ…“

გაზიარება277

დაკავშირებული -პოსტები

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?
მთავარი

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა? ტრაქტორის შერჩევა დიდ გამოცდილებასა და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად შერჩეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აუცილებელია...

დაწვრილებითDetails

კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.   ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...

დაწვრილებითDetails

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +26 - უმეტესად ღრუბლიანი...

დაწვრილებითDetails

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"