ავსტრალიაში, სიდნეიში ახალ 2021 წელს გრანდიოზული ფოიერვერკით შეეგებნენ. სიდნეის ოპერის თეატრთან თვალისმომჭრელი სანახაობა მოეწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ცარიელი იყო ნავსადგური.
ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეზღუდვები დაწესდა გადაადგილებაზე, აიკრძალა შეკრებები და ჩაიკეტა შიდა საზღვრები. მოსახლეობას აუკრძალეს სიდნეის ცენტრში შეკრებაც.