დღეს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა. ამასთან დაკავშირებით, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი შემდეგ რეკომენდაციას ავრცელებს:
„ყველას ბედნიერ, მშვიდ და ჰარმონიულ დღეს გისურვებთ და შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ოქტომბერს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა! ამიტომ მეტი სიფრთხილით, დაკვირვებულობით, სწორად გავიაროთ ეს დღე და შემდეგი 2-3 დღე, რათა შემდეგი 6 თვის მანძილზე არ გქონდეთ დაძაბულობა და შესაბამისი პრობლემები…
მოერიდეთ გარეთ სიარულს, მზის მუქი სათვალე გამოიყენეთ,დიდხანს ნუ გაჩერდებით ხალხმრავლობაში, ნუ გადაიღლებით ფიზიკურად ან ემოციურად. შეძლებისდაგვარად გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები, არ ვარგა მკურნალობის დაწყება, ხელშეკრულებების დადება, მსხვილმანი შენაძენის გაკეთება. არ მოუსმინოთ ნეგატიურ ინფორმაციებს, ნუ მოუსმენთ ისეთ ადამიანებს, ვინც გაცლით ენერგიებს ადექით და გაერიდეთ.
ნუ გადატვირთავთ კუჭს მძიმე და დაბალვიბრაციული საკვებით ( ხორცი), ასევე, გამორიცხეთ ალკოჰოლი, კოფეინი, თამბაქო, ბრაზი, წყენა, განკითხვა და ბილწსიტყვაობა. შექმენით მშვიდი გარემო, მიიღეთ სუფთა წყალი, მშვიდად ილოცეთ, გაიღიმეთ მთელი არსებით, აივსეთ უფლისადმი მადლიერებითა და სიყვარულით და ყველას სითბო და სიხარული გაუგზავნეთ… სიკეთე გქონოდეთ,“ – წერს მიხეილ ცაგარელი.