LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა

როგორ უნდა დაიცვათ თვითიზოლაციის წესები თუ მარტო არ ცხოვრობთ

დაპოსტა 2020/10/19-ში
A A
254
ნახვა
გაზიარება

ექიმი, არჩილ მარშანია საქართველოს დაავადების კონტროლის ცენტრის და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციებზე დაყრდნობით გვირჩევს

როგორ გადავიდეთ თვითიზოლაციაში და რა წესები დავიცვათ, თუ მარტო არ ვცხოვრობთ:

გაფრთხილება: პირველ რიგში დაუკავშირდით ცხელ ხაზს, ოჯახის ექიმს ან/და 112-ს რომ მიიღოთ ოფიციალური ინსტრუქცია. ასევე გაარკვიეთ, შესაძლებელია თუ არა, რომ გადახვიდეთ კლინიკაში ან ე.წ. კოვიდ სასტუმროში.

ინსტრუქციები შეიძლება იცვლებოდეს.

1- მას ვისაც აღენიშნება კოვიდ19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები;

2 – მას ვინც ელოდება კოვიდ19-ს ”პისიარ” ტესტირების პასუხს;

3 – მას ვისაც ტესტირებით დაუდასტურდა კოვიდ19-ი (სიმპტომური ან ასიმპტომური);

4 – მას ვისაც ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდ19.

 

? მოთავსდით ცალკე იზოლირებულ ოთახში, სადაც არის კარგი ვენტილაცია და ფანჯარა, რომელიც იღება. დახურეთ კარი.

? გამოიყენეთ ცალკე აბაზანა, თუ ეს შესაძლებელია. თუ ამის საშუალება არ არის, აუცილებელია რეგულარული გაწმენდა. თუ ცალკე სველი წერტილი არ არის ხელმისაწვდომი, ის რიგრიგობით უნდა იყოს გამოყენებული. ანუ თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სველი წერტილი ბოლომ უნდა გამოიყენოს და შემდეგ ისევ კარგად გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარებით.

? კვებისთვის გამოიყენეთ ცალკე ჭურჭელი, საკვები მიიღეთ იზოლირებულ ოთახში, ნუ გამოიყენებთ სამზარეულოს. ჭურჭელი უნდა გაირეცხოს კარგად, სარეცხი საშუალებით და თვილი წყლით და გამშრალდეს ცალკე პირსახოცის საშუალებით.
შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებაც.

? თვითიზოლაციაში მყოფი პირი უნდა იყენებდეს პირსახოცებს (ხელის, სხეულის), რომელსაც ოჯახის სხვა წევრები არ გამოიყენებენ.

? ხველის ან ცემინების დროს პირსა და ცხვირზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი.

? თავი შეიკავეთ თქვენს შინაურ ცხოველებთან კონტაქტისგან.

? ყველა ნარჩენი, რომელიც კონტაქტში იყო პირთან, გამოყენებული ცხვირსახოცების და პირბადეების ჩათვლით, უნდა მოთავსდეს ცელოფნის პარკში და ავსებისას თავი შეეკრას. ამის შემდეგ ეს პარკი მოათავსეთ მეორე პარკში და თავი შეუკარით. ასეთი ნარჩენების პარკში არ ჩაყაროთ საკვების ნარჩენები. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნარჩენების გადაყრა საერთო წესით.

? დაიცავით ყველა ზოგადი რეკომენდაცია, დაიბანეთ ხელები, სადეზინფექციო ხსნარით გადაწმინდეთ მყარი ზედაპირები, გაანიავეთ ოთახი (არ გამოიყენოთ ვინტილატორი), იხმარეთ ნიღაბი.

? ნუ მიიღებთ სტუმრებს.

? დააკვირდით სიმპტომებს, ტემპერატურა გაიზომეთ დღეში ორჯერ, აწარმოეთ დღიური

და მოინიშნეთ სიმპტომები და ტემპერატურის მაჩვენებლები.

 

⚠️ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.

? მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში დარჩით იზოლაციაში 14 დღე (იქონიეთ კონტაქტი ექიმთან).

? თუ გქონდათ კონტაქტი ადამიანთან ვისაც დაუდასტურდა კოვიდ19, დარჩით თვითიზოლაციაში ბოლო კონტაქტიდან 12 დღე.

? თუ თქვენ ოჯახის წევრს დაუდასტურდა კოვიდ19, დარჩით თვითიზოლაციაში 14 დღე. დღეების ათვლა იწყება იმ დღიდან როდესაც პაციენტს დაეწყო სიმპტომები. ასიმპტომური მიმდინარეობისას კი, იმ დღიდან როდესაც ტესტირებით დადასტურდა კოვიდ19.

 

? იზრუნეთ საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე:

 

? იკონტაქტეთ მეგობრებთან დისტანციურად, სოც ქსელებით, ტელეფონით;

?ფიზაქტივობა არამარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი, ეცადეთ იყოთ აქტიურები ნორმის ფარგლებში, ნახეთ ონლაინ ვარჯიშები, იოგა და ა.შ.;

?დაგეგმეთ რის გაკეთება შეიძლება იზოლაციისას და ვინ მოგაწვდით საკვებს, მედიკამენტებს და ა.შ.;

?განსაზღვრეთ 14 დავალება საკუთარი თავისთვის, რომელსაც დღეებზე გადაანაწილებთ;

?შფოთვების, თუ ნებისმიერი ფსიქოემოციური სტრესის მომატებისას დისტანციურად მიმართეთ სპეციალისტს.

?იზოლაცია შეიძლება დასრულდეს, თუკი სიმპტომების დაწყებიდან გასულია 10 დღე და თავს გრძნობთ კარგად, სიმპტომები ‘ალაგებულია‘. (მეტი დეტალები მიიღეთ ექიმისგან)

‼️ არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები, ამით თქვენ დაიცავთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას.

⚠️ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ხართ დაცული რეინფექციისგან, თვითიზოლაციის დასრულების და/ან ინფექციის გადატანის შემდეგ, დაიცავით ყველა(!) ის ზოგადი რეკომენდაცია რაც არის კოვიდ19-ს პრევენციისთვის გამოცემული.

თვითიზოლაციის წესები

https://bit.ly/2HeAcj9

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) საეჭვო შემთხვევის მართვა პირველად ჯანდაცვაში

– წერს არჩილ მარშანია

https://www.facebook.com/archil.marshania/posts/10158776108044292

 

გაზიარება102

დაკავშირებული -პოსტები

როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
დოლარის ფასი დაეცა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59კმ-ში, სოფელ მამიშლართან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.    

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია
მთავარი

იშვიათი სოკო, სახელად Antrodia cinnamomea, მხოლოდ ტაივანში ერთ კონკრეტულ, გადაშენების პირას მყოფ ხესთან იზრდება. ამ სოკოს ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ და კვლევებით დადგინდა, რომ მას კიბოსთან ბრძოლის უნარიც აქვს....

დაწვრილებითDetails

როგორ მოვიშოროთ კოღოები სამუდამოდ

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან კოღოს ნაკბენი
მთავარი

ზაფხულის დადგომასთან ერთად კოღოები ბევრისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში არაერთი რეპელენტი იყიდება, არსებობს მარტივი, ხელმისაწვდომი და ბუნებრივი საშუალებებიც, რომლებიც მწერების მოგერიებაში დაგეხმარებათ.   სპეციალისტების განმარტებით, კოღოები განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოს მთიან რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.   სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მთიან რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

რომელი ზოდიაქოს ნიშნები იპოვიან პირად ბედნიერებას ივლისში

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
რა ფერის ტანისამოსს არ უნდა გაეკაროთ ახალ წელს, იღბალმა, რომ არ მიგატოვოთ – ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ფეისბუქ-გვერდი „Astrologia.ეზოთერიკა.რიტუალები“ აქვეყნებს ინფორმაციას ზოდიაქოს ნიშნების შესახებ, რომლებიც ივლისში პირად ბედნიერებას იპოვნიან. ეს ხელსაყრელი პერიოდი იქნება მხოლოდ რამდენიმე ნიშნისთვის. კურო იღბლიანთა სიაში მოხვდა. თვის დასაწყისში მათ უნდა დაალაგონ გრძნობები, მაგრამ...

დაწვრილებითDetails

აბაშაში, ბანკში 1 პირი შეიჭრა, ის სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

კაცი, რომელიც აბაშაში, "საქართველოს ბანკში" შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა, სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა. ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ ახალგაზრდა კაცმა ბანკში სანადირო იარაღიდან მხოლოდ ერთხელ გაისროლა და ადგილზე მყოფ ადამიანებს სთხოვა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში დასაშვებზე 30%-ით მეტი პატიმარია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

ქუთაისის ციხეში დასაშვებზე 30%-ით მეტი პატიმარია - ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკაში ვკითხულობთ.  პატიმრების და პრობაციონერების მაისის სტატისტიკის მიხედვით, ქუთაისში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 308 პატიმრით მეტი იმყოფება, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით დაწესებულებაში...

დაწვრილებითDetails

პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. „აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 694 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
ხილულ გამონაბოლქვზე ქუთაისში 34 ავტომობილის მძღოლი დააჯარიმეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"