LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში შიდაგავრცელების დაწყებიდან დღეში 20 შემთხვევაზე მეტი არ ყოფილა – თენგიზ ცერცვაძე

როგორ უნდა განთავსდნენ ადამიანები საზოგადოებრივ ტრანსპორტში – თენგიზ ცერცვაძე

დაპოსტა 2020/05/23-ში
A A
874
ნახვა
გაზიარება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ეფექტს იქონიებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მოხსნილი შეზღუდვები.

როგორც ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს გამართული ვენტილაცია. გარდა ამისა, მისივე რეკომენდაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის პირველ ეტაპზე, მგზავრები ერთმანეთის გვერდით არ უნდა დასხდნენ. მისივე თქმით, შესაძლებელია მათი განთავსება რიგის გამოტოვებითაც.

„ამ ეტაპზე ვეთანხმები იმ რეკომენდაციებს, რომელიც ამ დროისთვის არსებობს. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ტრანსპორტის ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე სარისკო. ყველა ქვეყანა ასე, ეტაპობრივად აკეთებს აღდგენას, მხოლოდ სომხეთმა მოხსნა ყველაფერი და უკვე საშინელი შედეგი მიიღო, პატარა ქვეყანას 6 000 ინფიცირებული ჰყავს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში სწორია. მე არ ვარ ამის პირდაპირი სპეციალისტი, არ მაქვს გათვლები, რომელი შეზღუდვის მოხსნა კონკრეტულად რა ეფექტს გამოიწვევს. მაგალითად, რა ეფექტს გამოიწვევს მანქანაში 3 -ზე მეტი კაცის ჩაჯდომა, ან რა ეფექტს გამოიწვევს „კომენდანტის საათის“ მოხსნა, ან რა ეფექტს გამოიწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და ა.შ. მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორად განაწილდა შეზღუდვების მოხსნის პრიორიტეტულობა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ეს ყველაზე მწვავე თემაა, რადგან ეკონომიკა რომ ამოქმედდეს და ზოგადად, ცხოვრება გაიხსნას, ელემენტარულად გადაადგილების საშუალება უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაზე დიდი რისკის შემცველია ეს, იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირე სივრცეა და იქ შესაძლებელია გადადება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ დასაწყისში ავტობუსებში მაგალითად, თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს და არა – ორი ადამიანი, ანუ ერთმანეთის გვერდით რომ არ დასხდნენ. ასევე, შეიძლება რიგის გამოშვებით დასხდნენ. უნდა მოიხსნას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა, მაგრამ დღეს არა. კონკრეტულად როდის, ამ ვადებს ასე ვერ ვიტყვით. ხომ მოიხსნა რაღაც შეზღუდვები, ახლა უნდა ვნახოთ ამ მოხსნის შედეგი. თუ მოხსნის შედეგად შევინარჩუნებთ იმ მდგომარეობას, რაც გვაქვს ან მომატება არ იქნა ძალიან დიდი ( ვთქვათ, 20 შემთხვევაზე მეტი თუ არ იქნა), მერე უნდა გადავიდეთ მოხსნის შემდეგ ეტაპზე, მათ შორის ტრანსპორტის აღდგენაზე. ანუ ასე კონკრეტული თარიღი რომ დავთქვათ, როდის მოიხსნება ტრანსპორტზე შეზღუდვა, არ იქნება სწორი. უნდა მოვხსნათ იმის მიხედვით, თუ რა შედეგებს მოიტანს უკვე გაკეთებული მოხსნები,“ – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, მგზავრების რაოდენობის გაკონტროლება შეიძლება მოხდეს როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, მათში ადამიანების რაოდენობის გაკონტროლების მიზნით, შეიძლება დადგეს მაკონტროლებელი პირი როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში. რაც შეეხება მგზავრების განთავსებას, აქაც იმავე პრინციპით: ერთ რიგში ორი კაცი არ დადჯეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროშიც და ავტობუსშიც მოგვარდეს და გაკონტროლდეს ვენტილაციის საკითხი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს გამართული ვენტილაცია,“ – განაცხადა ცერცვაძემ.

გაზიარება406

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა 

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდები საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების შენობებში გახსნი საგამოცდო ცენტრებში დღეს დილის 9 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაწიყო. მეორე სესიაზე აბიტურიებტი 3 საათზე შევიდნენ.  2026...

დაწვრილებითDetails

თბილისში, მოქალაქე დააყაჩაღეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცმა მოქალაქე დააყაჩაღა. სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 3 ივლისისთვის

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6424 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6431 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

“თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა” – ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

მარიამის დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს, პატარას ეპილეფსია აქვს და სასწრაფო მკურნალობა სჭირდება : "ჩემი მარიამი მიმყავს თურქეთში მარიამს აქვს უმძიმესი დიაგნოზები: ეპილეფსია (ვესტის სინდრომი), თავის ტვინისა და მხედველობის ნერვის...

დაწვრილებითDetails

კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს – ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ, სხვადასხვა სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მიგრაციის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ტროტუარზე დაღუპული ქალის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ცნობილია, ტროტუარზე დაღუპული ქალის ვინაობა
მთავარი

ნაძალადევში, სამშობიარო სახლთან მომხდარი ავარიის დროს, დაღუპული 56 წლის ქალია, მიმი კაზალიკაშვილი. შემთხვევა  21 ივნისს მოხდა "მიმი კაზალიკაშვილია გარდაცვლილი, ძალიან კარგი ადამიანი. უკვე დაკრძალეს ეს საცოდავი გოგო, რომელის დაახლოებით 50 წლის იყო....

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტოსატრანსპორტო საშუალებით პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"