როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით? – ინფორმაციას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ავრცელებს
,,პირველ რიგში, ეცადეთ თავი შეაფაროთ უახლოეს შენობას.
? თუ გარშემო შენობა ან რაიმე თავშესაფარი არ არის, მაშინ დაწექით მიწაზე რკალისებურ მდგომარეობაში. ძალიან საშიშია ამ დროს გამართული დგომა, მაგრამ მიწაზე გამართულად/სწორად წოლაც არ შეიძლება, რადგან სველი მიწა შესანიშნავი ელექტროგამტარია და შეიძლება მეხი მიიზიდოს.
? ტყეში ყოფნისას არასდროს დადგეთ ცალკე მდგომი ხის ქვეშ, განსაკუთრებით – მუხის, ფიჭვის, ნაძვისა და ალვის ხის ქვეშ.
? გაეცალეთ კოშკებს, მაღალ ხეებს, სატელეფონო და ელექტროსადენებს, ავტობუსის გაჩერებებს, ველოსიპედს, ლითონის საგნებს.
? არ ჩახვიდეთ ტბაში, მდინარეში, ზღვაში.
? მოიხსენით მეტალის ნივთები და სამკაულები.
? თუ ავტომობილით მგზავრობთ და აღინიშნება ძლიერი ელჭექი, გააჩერეთ მანქანა, ამოსწიეთ ყველა ფანჯარა, ჩაწიეთ რადიოანტენა და რაც მთავარია – არ გადახვიდეთ ავტომობილიდან.” – წერს კობა ფარტენაძე.










