LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ მოახერხეს ქვეყანაში აღდგომის შემდეგ COVID 19-ის აფეთქების თავიდან არიდება – Deutsche Welle

როგორ მოახერხეს ქვეყანაში აღდგომის შემდეგ COVID 19-ის აფეთქების თავიდან არიდება – Deutsche Welle

დაპოსტა 2020/05/06-ში
A A
176
ნახვა
გაზიარება

„კორონავირუსი საქართველოში: როგორ მოახერხეს ქვეყანაში აღდგომის შემდეგ COVID 19-ის აფეთქების თავიდან არიდება“ – სტატიას ამ სათაურით Deutsche Welle-ს რუსულენოვანი სამსახური აქვეყნებს.

ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში კავკასიაში კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი რეკორდულად დაბალია და აღნიშნავს, რომ ექსპერტები მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს „აქტიური რეაგირების მაგალითს“ უწოდებენ.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ეპიდემიოლოგების დიდ ყურადღებას აღდგომის დღესასწაული იწვევდა, რადგან ღამის ლიტურგიასა და სასაფლაოებზე მასობრივი მისვლის შემთხვევაში, ეპიდემიის მკვეთრი აფეთქება გარდაუვალი იქნებოდა.

„საქართველოში ეკლესია ჯარის შემდეგ ყველაზე სანდო ინსტიტუტია და მთავრობის ქმედებებზე იყო დამოკიდებული, ხალხი რელიგიას აირჩევდა თუ მედიკოსების რეკომენდაციებს გაითვალისწინებდა“, – წერია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ მთავრობა პატრიარქთან ტაძრების დაკეტვის შესახებ მოლაპარაკებებს თვეზე მეტხანს უშედეგოდ აწარმოებდა, ამიტომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პატრიარქთან კონფრონტაციაზე უნდა წასულიყო ან რისკების შემცირების სხვა გზა ეპოვნა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კონფრონტაციის ვარიანტი გამორიცხულია, რადგან ეკლესიის პოზიციას ოქტომბრის არჩევნების შედეგზე პრაქტიკულად გადამწყვეტი გავლენა ექნებოდა, ამიტომ ხელისუფლება პატრიარქთან ურთიერთობას არ გააფუჭებდა.

„თავიდანვე ცხადი იყო, რომ ღია კონფლიქტზე არავინ წავიდოდა, რადგან ეკლესიის ავტორიტეტი საზოგადოებაში ძალიან მაღალია, – ამბობს ჰენრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან მაისტერი. – ამ პირობებში მთავრობამ შემოვლითი გზა იპოვა. კერძოდ – ნაბიჯ-ნაბიჯ მოქალაქეთა მობილობა შეზღუდა“, – წერს Deutsche Welle.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აღდგომამდე 1 კვირით ადრე საქართველოში 4 დიდი ქალაქი ჩაიკეტა, რათა ხალხი ნათესავებთან არ წასულიყო. დაიკეტა სასაფლაოები, ქალაქებში კი 5 დღით პირადი ტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალა, რის გამოც სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების მსურველებს ტაძრებში ფეხით მისვლა და იქ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე დარჩენა მოუწიათ.

ავტორი მიიჩნევს, რომ ზომებმა გაამართლა, რადგან აღდგომიდან მეათე დღეს ქვეყანაში ინფიცირების 511 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ეს ნიშნავს, რომ მიღებულმა ზომებმა იმოქმედა, ამბობენ ექსპერტები. იმოქმედა შეზღუდვამ ადამიანის გადაადგილებაზე, ცალკეული მოძღვრების მოწოდებებმა, მედიკოსების ემოციურმა გამოსვლებმა, რომლებსაც ხელისუფლებამ რთულ სიტუაციაში აგიტატორების როლი ანდო. აპრილის ბოლო რიცხვებში პრემიერ-მინისტრმა გახარიამ შეზღუდვების რამდენიმე ეტაპად მოხსნის შესახებ განაცხადა“, – წერს ავტორი.

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

ილია II-ს დღეს დაკრძალავენ

by მეგა TV
მარტი 22, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს დაკრძალავენ.   დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული სამზადისი სამებაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მათ შორის ეწყობა როგორც...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის...

დაწვრილებითDetails

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა
მთავარი

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა...

დაწვრილებითDetails

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
მთავარი

საქართველოში 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ აღინიშნება - პროფესიული თარიღი, რომელიც მედიის როლს, პასუხისმგებლობასა და განვითარებას უსვამს ხაზს. ეს დღე უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის - საქართველოს გაზეთი  გამოცემას, რომელიც 1819...

დაწვრილებითDetails

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება
მთავარი

„ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით აღინიშნება 2026 წელს, დაუნის სინდრომის დღე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების...

დაწვრილებითDetails

სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი
მთავარი

“მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი, მე პირადად ამის მომხრე ვარ… ” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა- ამის შესახებ მარიამ ბეროძე წერს. "ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება."-...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"