LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხვალიდან დათბება – როგორი ამინდი იქნება კვირის განმავლობაში

როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან

დაპოსტა 2021/06/25-ში
A A
127
ნახვა
გაზიარება

ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები – ნათქვამია NCDC-ის რეკომენდაციებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ბავშვები ძლიერი სიცხისგან და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდნენ ექიმს.

ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

დაუკავშირდით ბავშვის ექიმს მაშინვე, როცა რომელიმე ქვემოთ არსებულ სიმპტომს შენიშნავთ:

სისუსტე

ძლიერი დაღლილობა

თავის ტკივილი

ცხელება

ინტენსიური წყურვილი

შარდის შეკავება

გულის რევა

ღებინება

ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა

დაბუჟება

კუნთების ტკივილი

კუნთების სპაზმი

ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა)

თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე, ხოლო თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ მას, მაშინ რძე საკმარისად არის ჰიდრატირებული და დამატებითი სითხის მიცემა არ არის საჭირო. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ თქვენც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა გქონდეთ საკმარისი რძე ბავშვის გამოსაკვებად.

ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

არ დაგავიწყდეთ თქვენი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ ტელევიზორთან გატარებულ დროს.

 

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

თუ გაქვთ თერმოსტატის მქონდე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220С და 260С-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს და მოგვრის მას შვებას. ხოლო თუ კონდიცირებისათვის იყენებთ ფანჯარას, ეცადეთ გააგრილოთ ოთახი

მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას

დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივები ჟალუზების ან ფარდების მეშვეობით

თუ ეს უსაფრთხოა, დატოვეთ ღამით ფანჯარა ღიათ, რომ გრილ ჰაერს მისცეთ სახლში შემოსვლის საშუალება

თუ თქვენი სახლი განსაკუთრებულად ცხელია:

დაისვენეთ მაღალი ტემპერატურისგან – გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები – სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები ან საჯარო ბიბლიოთეკა

აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად). ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში.

თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი ბავშვისგან უსაფრთხო მანძილზე და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება;

თავიდან აიცილეთ ბავშვზე ძლიერი სიცხის მოქმედება (ექსპოზიცია)

გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში

თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას.

არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ.

გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით. მანქანაში დატოვებული პიროვნება არის როგორც სითბური დაავადებების განვითარების, ასევე სიკვდილის დადგომის რისკის ქვეშ.

აირიდეთ მზის დასხივება

უზრუნველყავით ბავშვის ჩრდილში ყოფნა ან დაიცავით ის მზისგან ფართე ნაპირებიანი, ჰაერგამტარი ქუდის ან ქოლგის მეშვეობით. ჩააცვით ისე, რომ ტანსაცმელი ჰქონდეს თავისუფლად, იყოს ღია ფერის და ჰაერგამტარი მასალისგან დამზადებული.

ხის ჩრდილის მიმდებარე ტერიტორიაზე ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 50C-ით უფრო გრილი, ვიდრე ირგვლივ ტერიტორიაზე.

თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგანდამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს.

დაიმახსოვრეთ! მზისგან დამცავი კრემი დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ არა მაღალი ტემპერატურისგან.

არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი 6 თვეზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებში.

მზისგან დამცავი და მწერების საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროული გამოიყენება უსაფრთხოა;

მზადება ძლიერი სიცხისთვის

იყავი ინფორმირებული ადგილობრივი ამინდის პროგნოზის შესახებ, და გეცოდინებათ როდის უნდა გამოიყენო დამატებითი საშუალებები უკიდურესი სიცხის თავიდან ასაცილებლად.

ყურადღებით აკონტროლეთ ბავშვის ჯანმრთელობა

შეინარჩუნეთ ბავშვის ორგანიზმის ტენიანობა

დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოწყურდება.

გაამხიარულეთ – მიეცით ფერადი ჭიქა საწოვარათი და შეახსენეთ, რომ წყალი დალიოს ხელების ყოველი დაბანის შემდეგ.

ეცადეთ სითხე გახადოთ გემრიელი – არომატული წყალი ნატურალური ხილის წვენით შესაძლოა უფრო მიმზიდველი იყოს ბავშვისთვის.

ეცადეთ უზრუნველყოთ ბვერი ბოსტნეულით და ხილით, რომელიც ბევრ წყალს შეიცავს.

აქციეთ ეს ყოველდღიურობად – დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ყოველი ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ მიიღოს სითხე.

Mtavaro.tv

თეგები: ამინდის პროგნოზიბავშვებისიცხე
გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

ჯარიმა 500-დან 100 ათას ლარამდეა

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მიმდებარე ზონებში, გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებელი მშენებლობისა და საქმიანობისთვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება. აღნიშნულის შესახებ, მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე წარადგინა. განმარტებითი ბარათის თანახმად, არსებული კანონმდებლობა...

დაწვრილებითDetails

ცვლილება პედაგოგებისთვის

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მთავარი

საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენას გულისხმობს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სისტემაში არსებული დეფიციტის მართვისა და ხარისხიანი განათლების...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მდინარეში გადავარდა-არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
ავტომობილი მდინარეში გადავარდა-არის მსხვერპლი
მთავარი

ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა მდინარე ლიახვზე მოხდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ავტომობილის ამოყვანისას...

დაწვრილებითDetails

წვიმა, ელჭექი, სეტყვა – სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

ტყუპებზე ორსული ქალი მშობიარობას გადაჰყვა – ექიმებმა ბავშვების გადარჩენაც ვერ შეძლეს

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
5 თვის ნაყოფი დაიღუპა –  როგორია ქალის მდგომარეობა, რომელსაც მანქანა დაეჯახა
მთავარი

თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მშობიარობას გადაჰყვა, ტყუპებს ელოდებოდა, დედა და...

დაწვრილებითDetails

დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება – ახალი კანონპროექტი

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
რა შემთხვევაში ვერ განქორწინდება ცოლ-ქმარი
მთავარი

შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების...

დაწვრილებითDetails

კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. სოფელ შილდას მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე მოქალაქე თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. ელექტროიარაღით თევზჭერა...

დაწვრილებითDetails

უმძიმესი ავარია თბილისში, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
უმძიმესი ავარია თბილისში, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა
მთავარი

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ერთი და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი სი­მაღ­ლი­დან ხევ­ში გა­და­ვარ­და. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და. რო­გორც “კვი­რის პა­ლიტ­რა“ წერს, გუ­შინ ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ თბი­ლი­სი­დან...

დაწვრილებითDetails

„თავი ქვაზე დაურტყამს…” – ჩოხატაურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
„თავი ქვაზე დაურტყამს…” – ჩოხატაურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
მთავარი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი გამოცემა „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ სოფელში 40 წლამდე მამაკაცი, მალხაზ შავაძე, მცირეწლოვანი შვილის გადარჩენის მცდელობისას დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მდინარეზე სათევზაოდ...

დაწვრილებითDetails

დაიღუპა მამა, რომელიც მდინარეში შვილის გადარჩენას ცდილობდა

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ჩოხატაურში დაიღუპა კაცი, რომელიც მდინარეში შვილის გადარჩენას ცდილობდა.  ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს და ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდა კაცი მდინარეზე სათევზაოდ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"