
ზონდმა BepiColombo მერკურის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოები 2 420 კილომეტრის მანძილიდან არის გადაღებული. პირველზე პლანეტის ჩრდილოეთის ნახევარსფეროა ასახული, სადაც კრატერები კალვინო და ლერმონტოვია განლაგებული. კადრში მოხვდა ასევე აპარატის ელემენტებიც . BepiColombo მერკურს 2 ოქტომბერს მიუახლოვდა.










