“როგორც იქნა გელათის ძირითადი ტაძრის ინტერიერში ხარაჩოს მონტაჟი დაიწყეს
პროექტის მიხედვით ხარაჩო რეაბილიტაციის პროცესში მთელი პერიოდის მანძილზე უნდა მდგარიყო მხატვრობის და მოზაიკის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნᲘთ და მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლოს თებერვალში სააგენტოსთვის მდგომარეობის გართულების შესახებ უკვე ცნობილი იყო, მთელი ეს დრო პასუხისმგებლობის არიდებაში და ვითარების შენიღბვის მცდელობებში გაატარესთითზე ჩამოსათვლელი ღირსეული სპეციალისტების პროფესიულმა სიჯიუტემ, მედიის ნაწილის აქტიურობამ, პროცესში სხვადასვა დროს შემოერთებული დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობამ, პერიოდულმა საზოგადოებრივმა წნეხმა და ალბათ ჩვენმა ბოდიალმაც “რეაბილიტაციის” დასრულების შემდეგ გატანილი ხარაჩოების უკან დაბრუნება აიძულა ხალხს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე გელათის კატასტროფას “ხარვეზს” უწოდებდნენ.სამწუხაროდ ამით მხოლოდ იწყება შემდეგი ეტაპი სადაც ჩვენი ვალდებულებაა ვითარების გამარტივების მიდრეკილების მქონე სუბიექტები, ერთ ან თუნდაც რამდენიმე უცხოელ სპეციალისტთან ერთად გელათში მარტო არ დავტოვოთ და საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილიუკვე დაზიანებულ ფრესკებს, რომლლის დეტალები ამ დრომდე იყრება კედლებიდან არაფერი ეშველება, მეტასტაზირების შეჩერება კი შესაძლებელია და ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაოების კრახის სრულად აღიარების საფუძველზე უნდა მოხდეს!მეთოდოლოგიის წუნზე ლაპარაკი და სახურავის სრულად შეცვლის მოთხოვნა პროცესის დასაწყისში სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ “აღმაშენებლებს”, ახლა ამაზე ფიქრი მწარე რეალობად ექცათ.
ეს ხალხი იქ მარტო არ უნდა დავტოვოთ” – წერს თორნიკე ბარათაშვილი ფეისბუკზე.










