LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის კოალიციის მსგავსი შეთავაზება ოპოზიციისადმი

როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის კოალიციის მსგავსი შეთავაზება ოპოზიციისადმი

დაპოსტა 2021/01/20-ში
A A
641
ნახვა
გაზიარება

მიშას კოალიციის მსგავსი შემოთავაზებაც ჰქონდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია წერს.

“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მეორედ არჩეული მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაციის წინ (2008 წლის 20 იანვარი) იგი მიშას, ასევე მის იმდროინდელ გუნდს შეხვდა შავნაბადაზე და „სატელევიზიო სიხშირეზე“ ელაპარაკა – და ასევე იპოდრომის საპროტესტო აქციის დაშლაზე, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა ინაუგურაციის ჩაშლა, მახსენდება:

რესპუბლიკელთა ოფისში მაშინ ითქვა, რომ ლევანი თვითონ იყო ამ შეხვედრაზე მიშასთან – ყოველ შემთხვევაში მე ასე მახსოვს. აღნიშნულ სხდომას, რომელიც დაახლოებით ღამის 10 საათზე შედგა, ასევე მახსოვს ჩემს გარდა ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ზურაბიშვილი, თორთლაძე და გუნცაძე ესწრებოდნენ. “უცნობზე” საუბარი არ მახსოვს, თუმცა შეიძლება ძმები ერთად იყვნენ. სხვათა შორის, იმავე ღამით ირაკლი ბათიაშვილი სახლში დაბრუნდა ციხიდან – მისი გაშვება ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

ჭორის დონეზე ასევე ითქვა, ოღონდ არა ხმამაღლა, რომ მიშას კოალიციის მსგავსი შემოთავაზებაც ჰქონდა – აღნიშნულ ოპოზიციურ ფორმატს რამოდენიმე პორთველი. აქედან, ლევან გაჩეჩილაძე ან პრემიერი ან ვიცეპრემიერი, დათო უსუფაშვილი – იუსტიცია, თინა ხიდაშელი უშიშროების საბჭო, მე კულტურა, რატი ამაღლობელი (რომელიც მხოლოდ “მეგობრობდა” ოპოზიციასთან, ოღონდ ფორმატში არ იყო) განათლება. ასევე რამოდენიმე მინისტრის მოადგილის პოზიციაც. ეს როგორც მოლაპარაკების საგანი, თუმცა არც განხილულა ჩვენი მხრიდან.
რაც შეეხება იპოდრომის აქციას, იგი დაიგეგმა ოპოზიციის შტაბბინაში თოფურიძის ქუჩაზე. რამოდენიმე დღით ადრე გამართულ სხდომაზე მე ჩემი პოზიცია ვთქვი: ან შევიკრიბოთ გმირთა მოედანზე და ვიმოქმედოთ სიტუაციის მიხედვით, ან იპოდრომიდან დავიძრათ ისევ გმირთა მოედნისკენ და მერე ვნახოთ. ეს იდეა მხოლოდ კახა შარტავას მოეწონა. სხვებმა მხარი არ დაუჭირეს. ცხონებულ კობას ცოტა უცნაური შემოთავაზება ჰქონდა: მოდით იპოდრომიდან დავიძრათ სააკაძის ძეგლამდე, შემოვუაროთ და ისევ იპოდრომზე მოვიდეთო. ვუთხარი რაღაც ტროლეიბუსის მარშრუტს გავს მეთქი. საქმე კი თავიდან ოთხ კაცზე აღიძრა: ჩემზე, ჩემს ძმაზე, ცოტნეზე (რომელიც იმყოფებოდა მოსკოვში და საერთოდ არ იყო ოპოზიციურ ფორმატში) ლევან ბერძენიშვილზე, გოგა ხაინრდავაზე.” – წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუკზე.

ცნობისთვის გია გაჩეჩილაძემ,  რომელიც წლების წინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო, “პალიტრანიუსის”  ეთერში განაცხადა რომ, 2008 წლის იანვარში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდთან შეთანხმების შედეგად დაშალა.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა და პოლიტიკოსები თბილისში იპოდრომის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის პარალელურად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მეორე ტური უნდა გამართულიყო გია გაჩეჩილაძის ძმასა (ლევან გაჩეჩილაძე) და მიხეილ სააკაშვილს შორის.

“მომინახეს მეგობარი, რომელმაც ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან შესახვედრად. ავედით სააკაშვილთან მე და ბიძინა გეგიძე. რო ავედით, ისხდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა, რა გავაკეთო, ოღონდ, ახლა შენ გაჩერდიო, პირდაპირ სიტყვებს გეუბნები, მეტს აღარ ვიზამო, რაც მოხდა, მასეთი აღარ ვიქნებიო. მე ვუთხარი, არ გიჯერებ-მეთქი, მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე-მეთქი, ტელევიზია გამაკეთებინე-მეთქი და კი, ბატონოო, წაიღეო, როგორც კი ეს ამბავი [დასრულდებაო]. უბრალოდ, კენია ხო არ ვართო, მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო, ავტეხოთ ახლა სისხლისღვრა, ხო იცი, შეგვიძლიაო და ისეო, რომ თან არავინ გააშუქებსო. კარგი, მომეცი-მეთქი [სიხშირე], სხვა რა გზა მქონდა. გამორიცხული იყო, რომ ის ხალხი სისხლის ღვრაზე წამეყვანა და წაგვეყვანა… ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო მეორე დღესვე”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

 

გაზიარება256

დაკავშირებული -პოსტები

მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
მთავარი

გილოცავთ, მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია! 🥈 ძალოსანმა ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 🏋️ ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსანთა (U20) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრმა, მარიამ მურღვლიანმა (86 კგ.) იასპარეზა. 🇬🇪 ძალოსანმა...

დაწვრილებითDetails

მაისის ყველაზე იღბლიანი 3 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ასტროლოგების პროგნოზით, მაისი განსაკუთრებულად წარმატებული სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება. ამ პერიოდში მათ ფინანსური, პროფესიული და პირადი წარმატებები ელით. პირველ ადგილზეა კურო - მაისი კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების დროა. მოსალოდნელია ფინანსური წინსვლა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 736 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.22%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6874 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6874 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6883 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი რჩება დაკავებული
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა
მთავარი

პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან...

დაწვრილებითDetails

300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
თბილისის მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
მთავარი

300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. ბოლო ცნობებით, მამაკაცი ლიანდაგებიდან ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც მამაკაცს დახმარებას უწევს. ამ ეტაპზე საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს, გაჩერებულია მოძრაობა...

დაწვრილებითDetails

დაკარგული ქალის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ქუთაისში ეძებენ ქალბატონს, რომელიც დილით სახლიდან გავიდა
მთავარი

,,საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი გარემოებების შესახებ. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციისა და გამოძიების მიმდინარეობის მიხედვით, კამერებში ჩანს, რომ ჩემი მამიდა მზია ლომაია დილით სახლიდან...

დაწვრილებითDetails

„ყველას ძალიან გვატკინე გული”- წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
„ყველას ძალიან გვატკინე გული”- წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა
მთავარი

წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გლოვობს ჩემი წყალტუბო, ოფშკვიტი, 25 წლის საბა ტორაძეს. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს საბუ... სიკეთის ბიჭი... ნეტა არ გამეცანი ბიჭო,...

დაწვრილებითDetails

ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა  6 მაისს, მარნეულის საავტომობილო გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა, რასიმ მამედოვმა, სავარაუდოდ, საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ავტომობილი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"