როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ივნისს თბილისსა და რეგიონებში:
ხვალ ბათუმში +21, ფოთში კი 22 გრადუსი სითბო იქნება. +23 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში. ზუგდიდში ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება. ახალციხეში +23 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში.
ლენტეხში +24, ცაგერში +25, ამბროლაურში კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. +23 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში. გორში +26 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსი სითბო იქნება თბილისში. რუსთავში +28 გრადუსია მოსალოდნელი. +24 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავსა და სიღნაღში, ხოლო ყვარელში +26 გრადუსია ნავარაუდევი.








