LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სად შეძლებთ ქუთაისში Pfizer-ის ვაქცინის გაკეთებას

როგორია პფაიზერის ქიმია-ქართველი ქიმიკოსი დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

დაპოსტა 2021/08/25-ში
A A
461
ნახვა
გაზიარება

ქართველი ქიმიკოსი, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის თანამშრომელი ალექსანდრე ბახტაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

“ჰოდა, მე ბოლოჯერ ვპოსტავ ვაქცინებზე/ვაქცინაციაზე, ნენა!

აგერაა, წაიკითხეთ…

სკოლა “ონლაინზე” არ გადაიყვანოთ – თორემ, მერე უარეს, ტვინისბურღ, პოსტებს დავდებ – ყველა ნახევარ საათში, მე ვიყო “რეგალიებით” სავსე, ალტ-ინფოს “ბალელშჩიკი” თინიკო თოფურია.

პფაიზერის ქიმია

საბაზისო “ელემენტი”

რნმ (რიბონუკლეინის მჟავა)

სხვა “ელემენტები”:

(4ჰიდროქსიბუტილ)აზანდიენილ)ბის(ჰექსან-6,1დიილ)ბის(2-ჰექსილდეკანატი) მარტივად რომ გითხრათ [ALC-0315]2-[2(პოლიეთილენგლიკოლ)-2000]-N,N-დიტეტრადეცილაცეტამიდი – მარტივად: [ALC – 0159]დისტეაროილფოსფატიდილქოლინი – მარტივად (DSPC) ქოლესტერინიკალიუმის ქლორიდი

კალიუმის ფოსფატი

ნატრიუმის ქლორიდი

ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი

საქაროზა

დისტილირებული (სტერილური) წყალი

“მესენჯერული”რიბონუკლეინის მჟავა

სწორედ ესაა პფაიზერის საბაზისო ინგრედიენტი და ახალი თაობის ვაქცინების “კვინტესენსია”.

ორგანიზმისთვის ის ერთგვარ “ტრენერს” წარმოადგენს. მისი დახმარებით ორგანიზმი, უჯრედულ დონეზე სწავლობს საბრძოლო სტრატეგიებს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რნმ არ არის უჯრედის “ცოცხალი ნაწილი” და მას ადამიანის დაინფიცირება არ შეუძლია.

ვაქცინაში წინასწარ შეყვანილი რნმ მთელ სხეულში “იფანტება” და უჯრედები, მისი დახმარებით, იწყებენ “საბრძოლო ჯარისკაცების” ფორმირებას. რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, “მესენჯერ რნმ” არ ურთიერთქმედებს თქვენს დნმ-თან (გენეტიკურ კოდთან).

მას არანაირი შეხება არ აქვს დნმ-ის “შემნახველ საცავთან”. ანუ ვაქცინაციის შემდეგ ორთავიან გორილად არ გადაიქცევით (არც ერთთავიან), ისევ სასურველ სარძლოდ/სასიძოდ დარჩებით

(ნუ, ახლა, მანამდე თუ ასეთად არ ითვლებოდით მწარმოებელი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს თქვენს გაკეთილშობილებაზე), თქვენი ქართველობაც ადგილზე დარჩება, მშვიდად იყავით.

რნმ ვაქცინაციის მეცნიერული კვლევა ათეულ წლებს ითვლის.

მაგალითად: შექმნილია გრიპისა და ცოფის საწინააღმდეგო რნმ ვაქცინები.

ასევე, არაერთი წელია, mრნმ გამოიყენება სიმსივნური უჯრედების შესასწავლად. ამ შემთხვევაშიც, ეს უკანასკნელი, იმუნურ სისტემას სიმსივნურ უჯრედებთან “ბრძოლას ასწავლის”. –

ჰოდა, ერთ წელიწადში შექმნილ ვაქცინას “რავა გევეკარებიო”, მავანმა… მინიმუმ ათი წელია დაწყებულია ეს კვლევები.

ა, თუ მაინცადამაინც, თქვენი სამეზობლოს პოპულაციაზე გნებავთ კვლევა?!

აი, ეგ არ ვიცი, sorry 

ლიპიდები

((4-ჰიდროქსიბუტილ)აზანდიენილ)ბის(ჰექსან-6,1დიილ)ბის(2-ჰექსილდეკანატი) [ALC-0315]

2-[2(პოლიეთილენგლიკოლ)-2000]-N,N-დიტეტრადეცილაცეტამიდი [ALC – 0159]

დისტეაროილფოსფატიდილქოლინი (DSPC)

საზოგადოდ, ლიპიდები ცხიმოვანი ნივთიერებებია (ქონოვანი, ზეთოვანი, ცვილოვანი).

წყალში არ იხსენბიან, მაგრამ მათ შეუძლიათ, კონკრეტულ ნაწილაკებს “ხელი ჩაჰკიდონ” (შემოეკრას) და სატრანსპორტო-დამცველობითი ფუნქცია შეასრულონ.

ლიპიდების ამ ფუნქციას, ჩვენი ორგანიზმი “აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე” იყენებდა/იყენებს/გამოიყენებს (უი, ეს ის ჩიპია?! თუ უფასო ინტერნეტი?!)

ჩვენს ვაქცინაში ლიპიდები mრნმ-ის გადასაადგილებლად გამოიყენება.

ჩვეულებრივი ტაქსისტია, მაგრამ ზედმეტ კითხვებს არ სვამს, მანქანაში არ ეწევა, 37 მანეთად ნაყიდი ბილეთებითა და რუსი ნაშობის ბარკლების კაკაფონიით – ტვინს არ იმას უშვება mრნმ-ს (არც შუფუწინსკის ტაგანკას და ბარი ვაითის “ლუბოის” არ ურთავს შუა გზაში).

მარილებიკალიუმის ქლორიდი

კალიუმის ფოსფატი

ნატრიუმის ქლორიდი

ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი

ამ მარილიების ქიმიური ფორმულები, რა თქმა უნა, გემახსოვრებათ სკოლის კურსიდან (თქვენი ქიმიის მასწავლებლები არ შეაღონოთ) 

მარილი ჩვეულებრივი (ნუ, საზოგადოდ, ერთ-ერთი მთავარი) პრუდუქტია ჩვენს სამზარეულოში (ნატრიუმის ქლორიდი- სუფრის მარილი).

ვაქცინის შემადგენლობაში მათი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მარილები მჟავიანობას აბალანსებენ, ამიტომ ვაქცინა შენახვისას სტაბილურია, შეაბამისად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის!

შაქარისაქაროზა ვაქცინის ერთ-ერთი კომპონენტია. მისი მთავარი ფუნქცია ვაქცინის სტაბილურობის შენარჩუნებაა (მოლეკულების ფორმის შენარჩუნებას უზრუნველყოფს)… კი, ეს ის შაქარია (თეთრი სიკდილი – მე ორი კოვზი შაქრით, თუ შეიძლება…).

ახლა რა მექანიზმით უზრუნველყოფს მოლეკულის ფორმის შენარჩუნებასო, მაგას რეალურად მეკითხები თუ მეღადავები?

თინა თოფურიას “წამოვუდგეთ ფეხზე”, აგვიხსნას, თავის მიკრობიოლოგებთან ერთად .

სურათზე მოცემულია სპეციალურად, ვაქცინისთვის სინთეზირებული მოლეკულები.

სად ხედავთ ეშმაკის ბეჭედს, ან იმპოტენცია/ლიბიდოს დაქვეითებას, ან ერექციის დავარდნას? – აქ, ჩავახველე და, ხალხო, ორი დოზით ვარ აცრილი – ყველაფერი ჯიგრულადაა.

ჰო, კიდევ, ეს მეცნიერებაა, ბათუმი-თბილისის მშენებლობები არ გეგონოთ. მომინდომეს აქ მოლეკულებში ოროთახიანი წყევლის ჩაშენება…წინასწარი კონსულტაცია ალერგოლოგთან – მაგასაც ღადაობთ?

თუ, კონკრეტულ პროდუქტზე სერიოზული გართულება არ გაქვთ (გულყრა, მაღალი ტემპერატურა, “ბოდვით რეჟიმზე გადასვა” – თუმცა, ამ უკანასკნელზე ბევრია გადართული, ჭამა-სმის გარეშეც) და მხოლოდ ორი “პრიშიკით” გამოხატავს თქვენი ორგანიზმი გაღიზიანებას – ამის გამო აცრას ნუ გადადებ!

მაგრამ კიდევ ერთი რაღაცაა, მე ალერგია მაქვს თინა თოფურიას პოსტებზე, ამის გამო ვაქცინაციის არ/ვერ ჩატარებაება, რა შუაშია?

ალოოოოოოოოოოო…

თუ, თინა თოფურია არ ზის ვაქცინაში – უნდა ავიცრათ, მეგობრებო” – წერს ალექსანდრე ბახტაძე.

გაზიარება184

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს
მთავარი

ვაკეში დაკარგული ბავშვები იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ N54 საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლე დაიკარგა. "დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან,...

დაწვრილებითDetails

სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. - ინფორმაციას გვერდი  "ამბები ქუთაისიდან" ავრცელებს. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. სკოლაში 90 მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ამ დროისთვის ონლაინრეჟიმში სწავლობენ. განიხილება...

დაწვრილებითDetails

“გორდულის” დამფუძნებელს გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
“გორდულის” დამფუძნებელს გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა
მთავარი

სოფელ გორდში ქართული ნუგბარის საწარმოს „გორდულის“ მფლობელ გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა.  „ფერმერის დღე 2026“-სთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე აგროსექტორის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ იმ ფერმერებსა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი ჯგუფურად სცემეს, დაამცირეს და ვიდეო გადაუღეს – დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული ფაშისტური დაჯგუფების...

დაწვრილებითDetails

სეს საბავშვო ბაღებიდან აღებული 129 ნიმუშის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა  სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს განაგრძობს.  ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის...

დაწვრილებითDetails

შემაშფოთებელია ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები – ჩნდება უამრავი კითხვა -საპატრიარქო

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
შემაშფოთებელია ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები – ჩნდება უამრავი კითხვა -საპატრიარქო
მთავარი

მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია - ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება...

დაწვრილებითDetails

“ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ივანიშვილის სახლთან აქცია გაიამრთა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
“ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ივანიშვილის სახლთან აქცია გაიამრთა
მთავარი

ქალების აქცია-პერფომანსი გაიმართა  ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან - მოქალაქეებმა ადგილზე შპრიცები მიიტანეს და საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. "ბარიგებით სავსე საქართველო" - "ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს" - ეს წარწერები იყო გამოსახული...

დაწვრილებითDetails

ხვალ 80 000-მდე აბონენტს წყლის მიწოდება შეუწყდება

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით GWP...

დაწვრილებითDetails

რუსთავის ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

რუსთავის №17 ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ - ამის შესახებ  სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის...

დაწვრილებითDetails

3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
690 000 ლარის უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"