გუშინ წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბიჭს, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, წარმატებით დასრულდა და ახლა რეანიმაციაშია. 2 -მა პირმა საავადმყოფო დატოვა, 1 კი პალატაშია გადაყვანილი.
ცნობისთვის გუშინ მოტოციკლი, მსუბუქ მანქანას დაეჯახა რის შედეგადაც 2 პირი მძიმედ დაშავდა.
გამოძიება 276-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა , რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.








