ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებული არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია.
„ბავშვი სტაბილურად არის. ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. გაუარესების გარეშე მივდივართ. აღენიშნება მეორე, მესამე ან მესამე ბე ხარისხის დაზიანებები“,- განაცხადა ქაშიბაძემ.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს ქობულეთში, ერთ-ერთ სოფელში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 12 წლამდე ბავშვი მძიმედ დაშავდა. ბავშვმა ეგრეთ წოდებული პიროტექნიკა აანთო, რომელიც საწვავით სავსე ჭურჭელში ჩავარდა, რასაც მოჰყვა აფეთქება და აალება. მოზარდს დაზიანებული აქვს სხეულის ათი პროცენტი.










