“ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები.
არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.”- საქართველოს რკინიგზის განცხადება.
რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძეზე ახალ წერილში
👉 "საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, მინუს ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა,...










