LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რის საფუძველზე მეუბნებიან, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ? ჩვენ მონობაში არ ვყოფილვართ – რას აცხადებს და-ძმა ფერმაში მუშაობის შესახებ

რის საფუძველზე მეუბნებიან, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ? ჩვენ მონობაში არ ვყოფილვართ – რას აცხადებს და-ძმა ფერმაში მუშაობის შესახებ

დაპოსტა 2021/06/03-ში
A A
93
ნახვა
გაზიარება

24 წლის ანი და 18 წლის არტური სოფელ ეფრემოვკაში, იმ ფერმაში დაბრუნდნენ, რომლის მფლობელებიც მათზე ძალადობის და მუქარის ბრალდებით არიან დაკავებულები. და–ძმა ამბობს, რომ ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლი არ ყოფილან, შესაბამისად მწყემსის ჩვენება, რომელიც წლების განმავლობაში მათთან ერთად ცხოვრობდა და სამართალდამცავებმა საქართველო–სომხეთის საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამი პირის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ბრალდებით, სოფელ ეფრემოვკაში მცხოვრები მამა–შვილი მიმდინარე წლის მარტში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2015-016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე, კარგი სამუშაო პირობების დაპირებით, საქართველოში, სოფელ ეფრემოვკასთან მდებარე ფერმაში ჩამოიყვანეს, სადაც მუქარითა და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას. ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ანაზღაურების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობის თანამედროვე პირობებში.

სამართალდამცველებისთვის აღნიშნული დანაშაულის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სომხეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ (მწყემსმა) ფერმიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადა.

და–ძმა აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მათი თქმით, ფერმაში კარგ პირობებში და საკუთარი ნებით მუშაობდნენ.

„მე და ჩემი ძმა ღამის 11 საათზე წაგვიყვანეს პოლიციაში. მე მითხრეს, რომ დაზარალებული ვარ. მკითხეს ძალით ხომ არ გამუშავებენო,მე კი ვუთხარი – არა. ავუხსენი, რომ მათი ვალი გვქონდა და ამიტომ იქამდე უნდა მემუშავა ეფრემოვკაში ვიდრე  სრულად არ დავფარავდით. მონობაში არ ვყოფილვართ, პოლიციას აქვს ჩვენი პასპორტები და ნახოს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო–სომხეთის საზღვარი რამდენჯერმე გვაქვს გადაკვეთილი. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს დამსაქმებელთან“, – აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ანი.

და–ძმის თქმით, სიცრუეა ისიც, თითქოს ბრალდებულები მათ გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ.

„ყოველ თვეს ვწერდით პროდუქტების სიას, რის მიხედვითაც ჩვენი უფროსი ბაზარში ყიდულობდა და მოჰქონდა. ჩვენ აქეთ მადლობლები ვართ, რადგან მანქანა არ გვყავს და აღარ გვიწევდა ქალაქში ავტობუსით წასვლა. ვკითხე პოლიციელს, რატომ ვარ დაზარალებული–მეთქი და მითხრა, საქართველოს კანონმდებლობით იმ ხელფასს, რომელსაც შენ იღებ ძალიან ცოტააო. გარდა ამისა, სომხეთის მოქალაქე ხარ, ხუთი წელია არალეგალურად მუშაობო“, – ამბობს ანი.

მისი თქმით, ანაზღაურებით კმაყოფილი იყო, რადგან დამსაქმებლის სახლში უფასოდ ცხოვრობდნენ და ყველაფრით უზრუნველყოფილნი იყვნენ.

„მე და ჩემი ძმა მწველავად ვმუშაობდით, 15-15 ძროხას ვწველიდით დღეში და თვეში ხელფასს 200 ლარს ვიღებდით, თანხა ყოველი თვის 17 რიცხვში გვერიცხებოდა. არანაირი მონობა და არანაირი უხელფასობა, სიცრუეა. მწყემსმა რაღაც მოიტყუა, მე მაწყობდა ის თანხა, რასაც მიხდიდნენ. ადამიანმა სახლი მომცა, საჭმელი, ვისი რა საქმეა მე 100 ძროხას მოვწველი თუ 200–ს, რომელი კანონი მიზღუდავს ამ შესაძლებლობას, რის საფუძველზე მეუბნებიან, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ? მსგავსი მდგომარეობა, რომ ყოფილიყო ახლა მე აქ ისევ ამ სახლში ვიცხოვრებდი?“, – კითხულობს ანი.

ანის მსგავსად საუბრობს მისი ძმა არტურიც.

„იმ დღეს, რომელ დღესაც საზღვრის გადაკვეთა სცადა მწყემსმა ნასვამი იყო. მეც იქ ვიყავი, როცა ჩვენმა უფროსმა უთხრა, მაცადე მე თვითონ წაგიყვან მანქანითო, მაგრამ მაინც წავიდა. გამოძიებას, რომ უთხრა საბუთებს არ მაძლევდნენო ტყუილია, მან თავისივე ხელით მისცა პასპორტი უფროსს. თქვა, რომ ვსვამ და არსად არ დამეკარგოს შემინახეთო. ამას როგორ ახსნით, რომ ჩვენ არ გამოგვართვეს საბუთები და მხოლოდ მწყემსს ჩამოართვეს?!“, – კითხულობს არტური.

„სამხრეთის კარიბჭემ“ დაკავშირება მწყემსთანაც სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, იგი ამჟამად სოფელში არ იმყოფება. და–ძმა ამბობს, რომ მამაკაცი სამართალდამცავებმა თბილისში მდებარე ერთ–ერთ თავშესაფარში გადაიყვანეს.

ეფრემოვკაში მომხდართან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა 5 მაისს გაიმართა, მორიგი პროცესი კი 22 ივნისსაა ჩანიშნული. დაკავებულების ოჯახის წევრს იმედი აქვს, რომ მორიგ სხდომაზე მამა–შვილს გაათავისუფლებენ:

„ყველა ბრალდება სიცრუეა, ბავშვებმაც სიმართლე თქვეს დაკითხვაზე, მწყემსმა რატომ მოიტყუა არ ვიცი. ჩემი მეუღლე და შვილი არაფრის გამო ორ თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფებიან, გული მწყდება, მაგრამ რით დავეხმარო არ ვიცი“.

და–ძმა ამბობს, რომ ფერმის მეპატრონეებისგან აღებული ვალი სრულად დაფარეს, ამიტომ სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ სომხეთში დაბრუნდებიან:

„ვალი იმიტომ გვქონდა, რომ წინასწარ ვთხოვდით ფერმის მეპატრონეს თანხას, ხან რაში გვჭირდებოდა, ხან რაში, ახლა დავფარეთ და წავალთ“.

და–ძმის უფლებებს ადვოკატი რამაზ ჩინძალაძე იცავს, როგორც იგი ამბობს, საქმეში ახლა ჩაერთო, ამიტომ რა განაცხადეს დაკითხვის დროს ანამ და არტურმა, მისთვის ამჟამად უცნობია:

“შეიძლება ითქვას, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე ამოწურულია. მომდევნო  სხდომაზე, როცა მათ დაიბარებენ მეც დავესწრები სასამართლოს სხდომას და გავიგებ მეტ დეტალს. მე მხოლოდ დავესწარი მათი დედის გამოკითხვას, ის აცხადებს, რომ ფერმის მეპატრონეებთან პრეტენზია არ აქვს”.

სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. და–ძმის ჩვენების გამო, გადაკვალიფიცირდება თუ არა მუხლი, ამ ეტაპზე უცნობია, რედაქცია შსს–სგან პასუხს ელოდება.

 

sknews.ge

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
მთავარი

სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...

დაწვრილებითDetails

საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია: ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება,...

დაწვრილებითDetails

ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი
მთავარი

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც  ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde
მთავარი

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო, 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა
მთავარი

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ივლისში კი საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს. ,,მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება,...

დაწვრილებითDetails

“კატეგორიულად მიუღებელია ამით ქართველი ერის შანტაჟი”- კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
“შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო და ეთქვა…” – კახა კალაძე მზია ამაღლობელზე
მთავარი

კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სავიზო დიალოგთან დაკავშირებით დასმულ...

დაწვრილებითDetails

“რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება”- კახა კალაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

ფაქტი ძალიან ცუდია, რაც ვნახეთ, კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება - თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოჰყვება...

დაწვრილებითDetails

ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა
მთავარი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. „მე ძალიან კარგი მეგობარი მყავდა. რთულია წარსულში თქმა, მაგრამ უნდა ყველამ იცოდეს,დიდთან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"