რიონის ხეობაში დაკავებულები ნაცემები არიან – ამის შესახებ ადვოკატმა ზაალ გორგიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
დაკავებული რიონის 8 მცველიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 4 ბრალდებულის პროცესი ამ წუთებში დაიწყო.
დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 165-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი.
ცნობისათვის რიონის ხეობის მცველები წუხელ გვიან ღამით გუმათში, აქციის მსვლელობის დროს დააკავეს.