LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რიკოთის საუღელტეხილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდება

რიკოთის საუღელტეხილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდება

დაპოსტა 2019/12/30-ში
A A
129
ნახვა
გაზიარება

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც  საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, აღნიშნული პროექტი ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია საინჟინრო თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.

„ამ დროისთვის, აქტიური სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთებზე აქტიურად მიმდინარეობს გვირაბებისა და ხიდების მშენებლობა. ხელშეკრულება უკვე გაფორმდა ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, სადაც მიმდინარეობს სამობილიზაციო სამუშაოები.

უახლოეს დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე. მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ავტომაგიტრალის 14.7 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ბეტონის საფარით. პროექტით გათვალისწინებულია 14 ხიდის (საერთო სიგრძით 5.0 კმ) და 12 გვირაბის მშენებლობა (საერთო სიგრძით 8.5 კმ).

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საერთო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი. აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება უმნიშვნელოვანესია, როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ასევე რეგიონში საქართველოს პოზიციების გაუჯობესებისათვის, როგორც მიმზიდევლი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თეგები: გზამშენებლობარიკოთი
გაზიარება56

დაკავშირებული -პოსტები

მაისში წლიურად ფასები 5.7%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
რომელი პროდუქტები გაიაფდა ყველაზე მეტად
ეკონომიკა

2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი და ევრო – ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6660 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6660 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6673 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 2 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6673 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6673 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6693 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

დოლარის ფასი შეიცვალა – ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6693 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6708 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 10 000-დან 20 000-ლარამდე – რაზე წესდება ახალი ჯარიმა

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
ეკონომიკა

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება. ამასთან დაკავშირებით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა....

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6716 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6732 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016...

დაწვრილებითDetails

სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
სესხის აღების წესი შეიცვალა
ეკონომიკა

2026 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, აპრილში საშუალოდ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.32%-ს შეადგენდა, მარტში კი 13.02%-ს. ამავე სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი იაფდება

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის ღირებულება კვლავ ეცემა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 488 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.27%-იან კლებას წარმოადგენს....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6732 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6732 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6744 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 21 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6751 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"