LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რიკოთის ახალი 1800 მ-იანი გვირაბი გაიხსნა და ძველი გვირაბის რეაბილიტაცია იწყება

დაპოსტა 2024/08/12-ში
37
ნახვა
გაზიარება

ძალიან მნიშვნელოვანი რიკოთის მთავარი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ გვირაბში უკვე დღეს გადაირთვება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის ახალი გვირაბის დათვალიერებისას განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ახალი გვირაბი სრულად არის აღჭურვილი საგზაო უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა, მექანიკური თუ ელექტრო სისტემით.

„რა თქმა უნდა, სავინტილაციო, პირდაპირი კავშირების, შეტყობინებების სისტემებით. ასევე, მიმდინარეობს ამ სისტემების მართვასთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი პარალელური გვირაბი ერთმანეთან დაკავშირებული იქნება სამი საევაკუაციო, მათ შორის, ერთი სამანქანო გასასვლელით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბები აღჭურვილი იქნება საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სისტემებით”-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ძველ გვირაბში განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები.

ირაკლი ქარსელაძემ, ასევე, ისაუბრა რიკოთის ჩქაროსნული გზის დარჩენილ სამუშაოებზეც, რომელიც ინტენსიურად გრძელდება.

„დასკვნით ეტაპზეა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ჩუმათელეთ-ხევის მონაკვეთზე. ზოგიერთი დიდი ფერდის დამუშავება უკვე დასკვნით ეტაპზეა. რა თქმა უნდა, გამოწვევა არის მეწყრულ მონაკვეთზე, სადაც მოეწყობა ახალი გზა, რომელზეც გადაერთვება მოძრაობა. სამუშაოები გაგრძელდება და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საფარის დაგებაც დაიწყება. შესაბამისად, შეილძება ითქვას, რომ ამით მთლიანად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა იქნება დასრულებული”-აღნიშნა მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 52 კმ სიგრძის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, განათების სისტემას.

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

“ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო კანონი რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს

ოქტომბერი 16, 2025
13
მთავარი

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა,...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს კომისია დასკვნას აქვეყნებს

ოქტომბერი 16, 2025
92
მთავარი

საპატრიარქოს კომისია დასკვნას აქვეყნებს:  "მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი. კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება

ოქტომბერი 16, 2025
40
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება. კომისიას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ხელმძღვანელობს. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, დღევანდელი სხდომა არქიმანდრიტ დოროთე...

დაწვრილებითDetails

ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა

ოქტომბერი 16, 2025
15
მთავარი

ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა, ამის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის სააგენტოს ახალ ანგარიშში ვკითხულობთ. ექსპერტების თქმით, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვის მიზნით მთავრობის უფრო მკაცრი პოლიტიკა...

დაწვრილებითDetails

რა არის “ფინანსური პირამიდა”?

ოქტომბერი 16, 2025
13
მთავარი

ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისგან ხდება თანხების მოზიდვა და სანაცვლოდ, როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზება. ფინანსური პირამიდა, უმეტესწილად, არ ახორციელებს მომგებიან...

დაწვრილებითDetails

ფინანსური ტრიუმფი: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წელს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელოდება

ოქტომბერი 16, 2025
21
მთავარი

წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი თამამი გადაწყვეტილებების, სწრაფი კარიერული წინსვლისა და მოულოდნელი ფინანსური შესაძლებლობების ეტაპია. 2026 წლის ენერგია დაეხმარება მათ, ვისაც რისკისა და მკაფიო მოქმედებების არ ეშინია. ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 16, 2025
157
მთავარი

ბრიფინგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა....

დაწვრილებითDetails

ასაკი ვერ იქნება ინდულგენცია- “ოცნების” კანონპროექტი არასრულწლოვნებზეც გავრცელდება

ოქტომბერი 16, 2025
43
მთავარი

"ოცნება" აქციაზე დგომის გამო არასრულწლოვნების დასჯასაც აპირებს - დღეს გაირვკა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ "ოცნების" მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს მიიღებს, არასრულწლოვნებზეც გავრცელდება. თუ მოზარდი ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გავა, ის შეიძლება...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში კანაფის მოყვანის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

ოქტომბერი 16, 2025
39
მთავარი

პოლონეთში, კანაფის მოყვანის ბრალდებით 44 წლის ქართველი დააკავეს.  ჩხრეკის დროს პოლონეთის პოლიციამ კანაფის გარდა 8 გრამზე მეტი მარიხუანა ამოიღო. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანს ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელოდება

ოქტომბერი 16, 2025
29
მთავარი

შემოდგომის მეორე თვე ზოდიაქოს მრავალი ნიშნისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. 21 ოქტომბერს ახალი მთვარე ახალი დასაწყისისკენ გიბიძგებთ. ეს არის დრო, როდესაც ურთიერთობებში ახალ ეტაპზე უნდა იმუშაოთ. 2025 წლის ოქტომბრის ბოლო ბევრ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».