საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამტრედიაში ტრადიციულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც რამდენიმე ოჯახს ბინები გადაეცა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქველმოქმედო ღონისძიებისა და იმ ტრადიციის მნიშვნელობაზე, რომელსაც საფუძველი თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩაუყარა და ოჯახებს ბინების მიღება მიულოცა.
„წლების წინ ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი კახი კალაძემ სამტრედიაში. 2016 წლიდან, ყოველ წელს ამ დღეს სამტრედიაში ვარ, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ეს ტრადიცია არც წელს დავარღვიე. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიების განხორციელებას ემთხვევა ხოლმე და დღესაც რამდენიმე ოჯახს გადაეცა ბინები. მინდა, თითოეულ მათგანს მივულოცო ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კახა კალაძემ სახლის გასაღები გადასცა მარტოხელა მამას, გოჩა ადეიშვილს, რომელიც სამ შვილს ზრდის და ამ დრომდე საცხოვრებელი არ გააჩნდა.
“რვა წელია მარტო ვზრდი სამ შვილს, ამას ემატებოდა უსახლკარობა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს მე და ჩემს შვილებს, ბატონმა კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა საცხოვრებელი სახლი. მადლობა მას ჩემი ოჯახის სახელით,”- განაცხადა გოჩა ადეიშვილმა.
ღონისძიებაზე კომპანია „არქისგან“ და ბიზნესმენ ლევან თარგამაძისგან საცხოვრებელი სახლები საჩუქრად კიდევ ორმა ოჯახმა მიიღო.
საქართველოს საპატრიარქო ვლაქერნობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებას, ვლაქერნობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს...
ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ცნობილია, რომ შემთხვევა ანგისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაზის ბალონი...
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა . ბორჯომის კლასიკური მუსიკის XV საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”. მოსწავლეებმა სამი გრან-პრი, სამი პირველი პრემია, სამი მეორე პრემია და სამი...
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, მე-9 სართულიდან 15 წლის მოზარდი გადმოვარდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "საშნელება მოხდა, წუხელ გვიან ღამით, გოგონა სტუმრად იმყოფებოდა," - წერენ სოციალურ ქსელში.
მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს...
იტალიაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - ინფორმაცია ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება. "იტალიაში გარდაიცვალა ახალგაზდა ემიგრანტი მამაკაცი. ვანო ელაშვილი გულის შეტევით.ვუსამძიმრებთ ემიგრატებს და ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას..უფალმა ნათელში ამყოფოს ქართველი ვაჟკაცის სული..!...
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი სამი წლისაა. ავარიას ემსხვერპლა ბავშვის დედაც. უმძიმეს ტრაგედიას ეხმიანებიან სოციალურ ქსელში: „დავიღუპე ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს. ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი...
დემოგრაფიული პრობლემა, მხოლოდ შობადობის სიმცირეს არ მოიცავს, ის მოიცავს სრულწლოვან დაუოჯახებელთა ძალიან დიდ რაოდენობას, ვისაც ოჯახის შექმნის სურვილი წლების გასვლასთან ერთად სულ უფრო უქრება. რა არის ამის მიზეზი და აქვს...