საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამტრედიაში ტრადიციულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც რამდენიმე ოჯახს ბინები გადაეცა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქველმოქმედო ღონისძიებისა და იმ ტრადიციის მნიშვნელობაზე, რომელსაც საფუძველი თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩაუყარა და ოჯახებს ბინების მიღება მიულოცა.
„წლების წინ ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი კახი კალაძემ სამტრედიაში. 2016 წლიდან, ყოველ წელს ამ დღეს სამტრედიაში ვარ, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ეს ტრადიცია არც წელს დავარღვიე. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიების განხორციელებას ემთხვევა ხოლმე და დღესაც რამდენიმე ოჯახს გადაეცა ბინები. მინდა, თითოეულ მათგანს მივულოცო ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კახა კალაძემ სახლის გასაღები გადასცა მარტოხელა მამას, გოჩა ადეიშვილს, რომელიც სამ შვილს ზრდის და ამ დრომდე საცხოვრებელი არ გააჩნდა.
“რვა წელია მარტო ვზრდი სამ შვილს, ამას ემატებოდა უსახლკარობა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს მე და ჩემს შვილებს, ბატონმა კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა საცხოვრებელი სახლი. მადლობა მას ჩემი ოჯახის სახელით,”- განაცხადა გოჩა ადეიშვილმა.
ღონისძიებაზე კომპანია „არქისგან“ და ბიზნესმენ ლევან თარგამაძისგან საცხოვრებელი სახლები საჩუქრად კიდევ ორმა ოჯახმა მიიღო.
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვას ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოში უფლებადამცველები დაშინების, მუქარისა და...
ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთში. გურია 19 წლის საბა წილოსანს ემშვიდობება. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მართლაც ვერ მოძებნი სიტყვებს ამ მწუხარების გადმოსაცემად. ამბობენ, მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდაო...“, - წერენ „ფეისბუქზე“.
გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კლერ ტუოდემ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს...
გერმანია საქართველოში ადამიანის უფლებების სწრაფი გაუარესებით ძალიან შეშფოთებულია , - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში გერმანიის მუდმივი წარმომადგენელობის მრჩეველმა, მარი რამბახმა, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე...
თბილისის საქალაქო სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქემზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა გირაოს შეფარდებისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს საგამოძიებო უწყებისთვის...
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. როგორც ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილმა აცხადებს, ღუდუშაური წუხელ დააკავეს. მისივე ინფორმაციით, დაკავებული ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. „ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. ახლა ჩავერთე საქმეში. როგორც...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს უწყვეტად ახორციელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...
27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის – წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს – წმინდა ნინოს...
ვერძი თუ გსურთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ პირად თუ სამსახურებრივ სფეროში, ნუ იწუწუნებთ, გახსოვდეთ, რომ პოზიტიური განწყობითა და თავდაჯერებულობით ყველაფერი გამოგივათ. კურო არის ალბათობა, მოშურნე კოლეგებმა თუ სხვებმა...