LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო” – გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა

დაპოსტა 2026/01/27-ში
A A
95
ნახვა
გაზიარება

თბილისის საქალაქო სასამართლომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქემზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გარდა გირაოს შეფარდებისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს საგამოძიებო უწყებისთვის პირადობისა და პასპორტის ჩაბარებაც დაევალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ გიორგი ვაშაძეს გირაოს თანხის გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

როგორც სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება აუცილებელია იმისთვის, რათა აღიკვეთოს შემდგომი დანაშაულის ჩადენის რისკები, ასევე, იმის რისკი, რომ ბრალდებული შესაძლოა მიიმალოს. როგორც პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა განმარტა, 30 000 ლარის ოდენობის გირაო ვაშაძისთვის შემზღუდველი ხასიათის იქნება, ასევე, ფაქტი, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მას დიდი ფინანსური ზიანი მიადგება, ბრალდებულისთვის ამ დანაშაულის ჩადენის შემაკავებელი ფაქტორი.

გიორგი ვაშაძემ პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ ბრალდების არსი მისთვის გაუგებარია.

“საქმეში არაფერი არ დევს, ბრალდების არსი გაუგებარია. რა ქმედებას მედავება გამოძიება, ეს არათუ ჩემთვის, არავისთვის არ არის გასაგები. კონკრეტულად რა მოვიმოქმედე, რომ 7-იდან 15 წლამდე წარმიდგინეს ბრალი?!”, – მიმართა ვაშაძემ მოსამართლეს.

ასევე, ვაშაძემ მოსამართლეს მიმართა, რომ არ ჩამოართვან პირადობის მოწმობა და პასპორტი, რადგან პირადობის არქონის შემთხვევაში მას მარტივი სერვისებით სარგებლობა, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების მიღება აღარ შეეძლება.

“პროკურორი საუბრობს, თითქოს მე სისტემატიურად ვარღვევ კანონს. უკაცრავად, მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მე ვარღვევ კანონს. შვიდი თვე ვიჯექი სამარტოო საკანში და ისიც უსამართლოდ. მე უკანონობას ვაპროტესტებ. ქალბატონო მოსამართლე, მოგმართავთ თხოვნით, რომ პროკურატურას უთხრათ, მე არ ვარ სისტემური სამართალდამრღვევი.

მე გირაოს გადავიხდი იმიტომ, რომ არ მაქვს რწმენა, თქვენგან ალტერნატიულ გადაწყვეტილებას მოვისმენ, ვიდრე პროკურატურა მოითხოვს.

რაც შეეხება პირადობისა და პასპორტის ჩამორთმევას იმიტომ, რომ არ მივიმალო – ჩემს წინააღმდეგ სამართალწარმოება იყო დაწყებული, როდესაც საზღვარგარეთ წავედი და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, დამაპატიმრებდნენ, მაინც დავბრუნდი. ციხიდან პარასკევს გამოვედი და პასპორტიც მქონდა, ვიზებიც, მაგრამ არსად წავსულვარ, არადა მქონდა მოლოდინი, რომ სასამართლოს ჩამინიშნავდნენ. როგორც ზურა ჯაფარიძის შემთხვევაში მოხდა, ვიცოდი, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდებოდა, თუმცა არ გავქცეულვარ. მე ვიბრძვი სამართლიანობისთვის და არსად ვაპირებ გაქცევას. გთხოვთ, არ შემიზღუდოთ გადაადგილების უფლება.

მთავარი საკითხი იცით რა არის? ეს 319-ე მუხლი ისეთია, რომ ქმედებაში უნდა იყოს გამოხატული, ეს ისეთი დანაშაულია, რომ უმოქმედობაში ვერ ჩაიდენ. არსად წერია, რომ გიორგი ვაშაძემ გააკეთა ეს, გააკეთა ასე და ამან გამოიწვია დანაშაული. ბრალდება ქმედებას მედავება ისე, რომ ქმედება არსად ჩანს. ეს იგივეა, ვინმეს მკვლელობაში დასდონ ბრალი ისე, რომ არც მოკლული არსებობდეს და არც დანაშაულის ჩადენის იარაღი”, – მიმართა ვაშაძემ მოსამართლეს.

დაცვის მხარის განმარტებით, გიორგი ვაშაძის, როგორც პოლიტიკოსის ვალდებულებაა, რომ მას ჰქონდეს თავისი აზრი და ამით ოპონირებას უწევდეს ხელისუფლებას. ომარ ფურცელაძის თქმით, იმის მტკიცებულება არ არსებობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებებმა ქვეყნის ინტერესები დააზიანა. მისივე განმარტებით, ვაშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს
მთავარი

ყულიშკარში გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს. მათი ცხედრები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექსპერტიზის შემდეგ პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს. ნაირა, დალი და ლორიტა როგავები საკუთარ სახლში გარდაცვლილები მეზობლებმა იპოვეს. ერთ-ერთ ვერსიად საკვებით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს 22 წლის ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ეძებ­და. ოჯახ­მა გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.   საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 11 წლის გოგოს 67 წლის ნათესავი სექსუალურად ავიწროებდა – რას ყვება დედა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა - ფაქტი "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"