რუსეთის FSB-მ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის ახალი რაუნდი გამოუაცხადა – იტყობინება რუსული პრესა მას შემდეგ, რაც ციხეებსა და მის გარეთ „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლა თავისი სისასტიკით ცობილ ანატოლი იაკუნინს ჩააბარეს.
ის ქურდული სამყაროს დაუძინებელ მტრად მიიჩნევა და საკმაოდ ხისტი მეთოდებით გამოირჩევა – ამბობენ რუსი ექსპერტები.
„დიდი ომები ხშირად იწყება ერთი შეხედვით ტრივიალური საბაბით. ქურდების წინააღმდეგ გამოცხადებული ეს ომიც არ არის გამონაკლისი. იანვრის ბოლოს „კანონიერმა ქურდმა“ ალი გეიდაროვმა, იგივე „ალბერტ რიჟამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა ოდინცოვის რესტორან “ოჩაგში”.
მოულოდნელად რესტორნაში „ომონის“ ფორმაში გამოწყობილი მებრძოლები შეიჭრნენ და როგორც კი სტუმრები ხელებაწეულნი, იატაკზე დაწოლას აპირებდნენ, უჩვეული სანახაობის მომსწრენი აღმოჩნდნენ – სპეცრაზმმა იუბილარის წინაშე დაიჩოქა.
სინამდვილეში „კანონიერი ქურდის“ საპატივსაცემოდ დადგმული კოსტუმირებული პერფომანსი აღმოჩნდა, რომლის ამსახველი ვიდეო სტუმრებმა თავადვე გაავრცელეს“, – წერს რუსული მედია.
ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩანაწერი ყველა რესურსიდან წაშლილია, FSB-მ და რუსეთის სხვა საგამოძიებო სტრუქტურებმა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ახალი ომი გამოაცხადეს.
”90-იან წლებშიც კი, ბანდიტებს საკუთარი თავისთვის არ მიუციათ იმის უფლება, რასაც ახლა კანონიერი ქურდები აკეთებენ მოსკოვში, ზოგიერთი სამართალდამცავი ორგანოს იმუნიტეტის წყალობით,” – ამბობს რუსი ექსპერტი ვიქტორია გეფტერი.
Primetime.ge










