LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“

“რეგისტრაციის აპარატს პასუხი ყველა კითხვაზე აქვს, მათ შორის როგორ „გაყალბდა“ არჩევნები” – IT სპეციალისტები

დაპოსტა 2024/10/30-ში
A A
11
ნახვა
გაზიარება

რადიო თბილისთან, IT სპეციალისტები ამტკიცენებენ, რომ არჩევნების რეგისტრაციის აპარატს პასუხი ყველა კითხვაზე აქვს, მათ შორის როგორ „გაყალბდა“ არჩევნები. 

26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული ხმის მიცემის ორი აპარატი იყო წარმოდგენილი:

რადიო თბილისთან ITსფეროს პროფესიონალები ამტკიცებენ, რომ აღნიშნულ მოწყობილობებს აქვს იმ კითხვებზე პასუხი როგორ „გაყალბდა“ არჩევნები.

არჩევნებზე წარმოდგენილი იყო 2 აპარატი:

1) Smartmatic PCOS SAES-1800 Plus მოდელი – რომელიც ითვლის ბიულეტინებს და ხმებს

2) Smartmatic VIU Desktop – სადაც ხდება რეგისტრაცია ID ბარათით ან პასპორტით

რას ვიგებთ მწარმოებლის ვებგვერდიდან, – Smartmatic.com-დან:

Smartmatic PCOS SAES-1800 Plus მოდელი – რომელიც ითვლის ბიულეტინებს და ხმებს:

ეს მოდელი ქარხნულად სტანდარტულად არის Offline რეჟიმზე მომუშავე, რომელზეც სტატისტიკის ნახვა ლაივ რეჟიმში შეზღუდულია, რადგან პროტოკოლის თანახმად ლაივ რეჟიმში ინფორმაციის ნახვა დაკავშირებულია რისკებთან, გაყალბებასთან, ქსელის უსაფრთხოებასთან და მასზე ზემოქმედებასთან. მარტივად რომ ვთქვათ ქსელთან (ინტერნეტთან) წვდომა სტანდარტულად შეუძლებელია.

It პროფესიონალები, ამბობენ რომ აპარატების მოდიფიცირება და კონფიგურაცია მისი ლაივ რეჟიმში სტატისტიკების ნახვა შესაძლებელია. ამ შემთხვევაში ეს დამოკიდებულია დამკვეთის, ანუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაზე.

ამასთან ერთად, ეს მოითხოვს Hardware (ფიზიკურად აპარატურულ) და Software (პრორგრამული) მხრივ სერიოზულ ჩარევას, რაც არალეგალურად ან და არარეკომენდირებულად მიიჩნევა მწარმოებლის მიერ.

ამ ფონზე, ჩნდება მთავარი კითხვა, ჰქონდა თუ არა ცესკოს ქსელში დაკავშირებული ეს აპარატები და უყურებდა თუ არა ლაივ რეჟიმში ?

ცესკო აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.

სპეციალისტები კი ამბობენ, რომ აღნიშნული მოდელი ინახავს რეპორტებს ანუ Log-ებს, სადაც დეტალურად არის აღწერილი :

  • ხმის მიცემის დაწყება და დასრულების დრო და ჯამური ხმების რაოდენობას.
  • თითოეული კანდიდატისთვის ხმის რაოდენობა.
  • შეცდომები, როგორიცაა შეცდომა ბიულეტინის წაკითხვისას, ქაღალდის გაჭედვისას, ერთდროულად მრავალი წრის გაფერადებისას და ა.შ.
  •  მომხმარებლის ინტერაქციები, ბიულეტინის ჩადების ანომალიები ( როგორიცაა ზედიზედ სწრაფად ორი ან მეტი ფურცლის ჩადება)
  • პერსონალის მიერ აპარატთან იტერაქცია, მისი გახსნა ან რაიმე მანევრების შესრულება.
  • ჩართვა გამორთვის რეპორტები, მოულოდნელი გათიშვები, განახლებები ან სხვა პრობლემები.
  •  ბიულეტინის მიღების დეტალები, რამდენად სწორად იყო გაფერადებული, სრულად, არასრულად, ჩაითვალა-არჩაითვალა და ა.შ.
  • პროგრამული კონფიგურაციის ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
  • თუ არსებობს კავშირი ქსელზე, ტრანსმისიის შესახებ ინფორმაცია, როდის და რა ფორმით და სად გაიგზავნა რეპორტი
  •  აუდიტისთვის განკუთვნილი დამატებითი რეპორტები.
  • ყველა რეპორტი (Log-ი) არის დაშტამპული, ანუ თარიღით და საათით დადასტურებული.
  • ყველა რეპორტს აქვს მითითებული დრო, როდის რა როგორ მოხდა.

საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციისთვის არის გამოყენებული აპარატი Smartmatic VIU Desktop მოდელი. სადაც რეგისტრაციას გავდიოდით ID ბარათით ან პასპორტით.

აღნიშნული მოდელის შესახებ მწარმოებლისგან ვიგებთ :

ამ აპარატებზე გაწერილი იყო ვინ სად მივცემდით ხმას, თუმცა ამ მოწყობილობას აქვს ქსელთან მხარდაჭერის ფუნქცია სადაც :

თუ აღნიშნული აპარატები დაკავშირებულია ცენტრალიზებულ სისტემასთან, ამ შემთხვევაში ცესკოს ბაზასთან, ლაივ რეჟიმში შესაძლებელია დაემატოს ან ამოიშალოს ის ადამიანი, რომელსაც ცესკო მოისურვებს.

მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლებელია, რომ არჩევნების მომენტამდე და არჩევნების მომენტში, კონკრეტულ უბანზე, სარეგისტრაციოდ დაემატებინათ ნებისმიერი ადამიანი.

აღწერილობის მიხედვით, რომელიც ვებგვერდზეა, ეს აპარატიც ინახავს რეპორტებს ანუ Log-ებს სადაც არის ყველა ინფორმაცია : მომხმარებლის ავტორიზაციის მომენტი, მანიპულაციები, რეგისტრაციები, შეცდომები, სისტემური რეპორტები.

მონაცემთა მონიტორინგის რეპორტი, სადაც ჩანს ვინ გაიარა ავტორიზაცია, როდის და რა მოიმოქმედა მონაცემთა ბაზაზე.

აუდიტისთვის განკუთვნილი სპეციალური რეპორტები თუ რა ცვლილებები განხორციელდა ვის მიერ და როდის.

თუ ეს აპარატი კავშირში იყო ქსელთან, ჩანს დეტალური რეპორტი თუ რა ტიპის ინფორმაციის მიმოცვლა ხდებოდა ცესკოს ბაზებთან.

აღნიშნულ აპარატებზეც სტანდარტულად შეზღუდულია და აკრძალულია რეპორტების წაშლა. თეორიულად შესაძლებელია თუ სერიოზული სპეციალისტები ჩაერევიან.

IT სპეციალისტები რადიო თბილისთან ამბობენ, რომ ამ ორი ტიპის აპარატების სრული მარაგის დალუქვა, გახსნა და რეპორტების ამოღებით, ძალიან მარტივად და ნათლად გავიგეგებთ შემდეგ კითხვებზე პასუხს:

ვინ, სად, როდის და როგორ გააყალბა არჩევნები?

ვნახავთ არსებობდა თუ არა დუბლიკატები, ანუ იყო თუ არა სხვადასხვა უბანზე ერთი და იგივე ადამიანი დარეგისტრირებული.

რამდენად სწორად იყო უბნებზე გაწერილი ხმის მიმცემი ადამიანები, მაგალითად მოქალაქე ჩაწერილია თბილისში, ვერ უნდა მისცეს ხმა ბათუმში. იყო თუ არა ასე ?

არჩევნების მომენტში მოხდა თუ არა რაიმე მანიპულაცია, ჩაემატა თუ არა სიებს ის ადამიანი ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ სიაში ?

რადიო თბილისთან, IT სპეციალისტები ამტკიცენებენ, რომ რეგისტრაციის აპარატი ამის საშუალებას იძლევა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია კი საერთაშორისო აუდიტის დასკვნებს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ამერიკულმა კომპანიამ “Pro V&V” შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები გადმოსცა.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიურია და წარმატების მიღწევის შანსი მაღალია. მნიშვნელოვანია, ენერგია სწორად გადაანაწილოთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ.   ♉ კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლე ან შეხვედრაა...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელთათვისაც მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის მაისი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, დატვირთული თვეა. პერიოდი მოიცავს სავსემთვარეობებს, პლანეტების სხვადასხვა ხელსაყრელ პოზიციაზე განლაგებას, რეტროგრადულ პლუტონსა და ახალმთვარეობას. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისი ზოდიაქოს 7 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი...

დაწვრილებითDetails

“სელფი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
“სელფი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს
მთავარი

"სელფი მობაილი" ქუთაისს "გვირილობას" ულოცავს. "ჩვენი ქუთაისის გუნდისთვის, რომელიც ყოველდღიურად თქვენ გვერდითაა, ეს დღესასწაული  განსაკუთრებულია, ამიტომ გვინდა ეს დღე კიდევ უფრო პოზიტიური გავხადოთ. დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს საჩუქრები მოვუმზადეთ: • არსებულ აბონენტებს, აპლიკაციაში MyCellfie, 2 მაისს...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"