LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა ხდება მაშინ, როცა მოწევას თავს ვანებებთ

რა ხდება მაშინ, როცა მოწევას თავს ვანებებთ

დაპოსტა 2021/06/01-ში
A A
279
ნახვა
გაზიარება
  • რა ხდება მაშინ, როცა მოწევას თავს ვანებებთ: ?

    სიგარეტის მოწევა მსოფლიოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის პრობლემას წარმოადგენს.

    ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყოველწლიურად 11,000 ადამიანი თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო იღუპება. აქედან 2,000-ზე მეტი არამწეველია.

    ნიკოტინზე დამოკიდებულება იწვევს ქოშინს, სუნთქვის გაძნელებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ფილტვის კიბოს და სხვა პათოლოგიებს. თამბაქოს მოწევისას იკლებს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება, შენელებულია კოლაგენის სინთეზი და გაცილებით მეტად გამოხატულია დაბერების ნიშნები.

    სამწუხარო სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ პასიური მწეველების, ანუ ადამიანების, რომელთა ოჯახის წევრები, მეგობრები თუ ახლობლების წრე მუდმივად მოიხმარს ნიკოტინს, ჯანმრთელობა ასევე რისკ-ჯგუფშია.

     ბოლო ღერი სიგარეტიდან – 20 წუთში, თქვენი ორგანიზმი მწყობრში ასე მალე ვერ დგება, თუმცა დადებითი ზეგავლენა უკვე საგრძნობია. სისხლის წნევა და პულსაცია სტაბილიზდება, ბრონქიოლების ბოლოებში არსებულ საჰაერო პარკებში, ალვეოლებში, აირების მიმოცვლა ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება.

     ბოლო ღერი სიგარეტიდან – 8 საათში, ნახშირბადის მონოქსიდის დონე ნორმალიზდება. თამბაქოს მოწევისას სწორედ ეს ქიმიური ელემენტი ანაცვლებს სისხლში ჟანგბადის მოლეკულებს, რაც მთელი რიგი პრობლემების მიზეზი ხდება, იკლებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება, მწეველს აწუხებს ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, უენერგიობა.

     ბოლო ღერი სიგარეტიდან – 24 საათში,
    გულის შეტევის რისკი შემცირებულია, რადგან სისხლში ჟანგბადის დონე საგრძნობლად იმატებს. სისხლი მდიდრდება ჟანგბადით, უმჯობესდება მისი მიმოქცევა და შესაბამისად, გულის ფუნქცია.

     ბოლო ღერი სიგარეტიდან – 48 საათში, ანუ უკვე 2 დღე გავიდა, რაც მწეველი აღარ ხართ, შესაბამისად, დაზიანებული ნერვული დაბოლოებები თავიდან ზრდას იწყებს. შესაძლოა იმ შეგრძნებების გაუმჯობესება, რომელიც მოწევისას დაქვეითებული გქონდათ, ამდროს გაგიუმჯობესდებათ გემოსა და სუნის შეგრძნება.

     ბოლო ღერი სიგარეტიდან – 72 საათში, ანუ უკვე 3 დღის შემდეგ უფრო მარტივად დაიწყებთ სუნთქვას, რადგან ფილტვის ალვეოლები მოდუნებას იწყებენ და უკეთ იხსნებიან. ეს დადებითად აისახება ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მიმოცვლაზე, ასევე ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა იზრდება.

     ერთი კვირა სიგარეტის გარეშე –
    ეს უკვე სერიოზული განაცხადია, არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ნებისყოფის თვალსაზრისითაც. სტატისტიკურად, ამ ნიშნულზე მისული ადამიანებისთვის, მოწევაზე საბოლოო უარის თქმის შანსი 9-ჯერ არის გაზრდილი!

     ბოლო ღერი სიგარეტიდან ორ კვირში,
    გაუმჯობესებული ცირკულაცია და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება აისახება არა მხოლოდ უკეთ სუნთქვაში, არამედ უფრო მსუბუქად სიარულშიც.

    და ამდროს, თქვენი ფილტვების ფუნქცია 30%-ით გაუმჯობესებულია. ?

     ერთი თვე უსიგარეტოდ –
    გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დანებებიდან ერთი თვის თავზე გრძნობს მომატებულ ენერგიას, ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს, შემცირებულია ქოშინი და მოწევასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები. ამავდროულად, ფილტვების ბოჭკოების ზრდა აქტიურად მიმდინარეობს, რაც შედეგად აჩენს ლორწოვან გარსს და ორგანიზმი ბაქტერიული ინფექციებისგან თავდაცვის უკეთეს უნარს იძენს.

     3 თვე სიგარეტის გარეშე –
    ქალების შემთხვევაში, გაუმჯობესებულია განაყოფიერების უნარი და შემცირებულია ნაადრევი მშობიარობის რისკი.

     ბოლო ღერი სიგარეტიდან 6 თვეში –
    წარმოიდგინეთ, გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სტრესულ სიტუაციებში სიგარეტისკენ ხელი აღარ გაურბით, ნაკლებს ახველებენ, ხველებისას ლორწოს აღარ უჩივიან, რადგან სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები ნელ-ნელა იკურნება.

     ერთი წელი უსიგარეტოდ – თქვენი ფილტვებისთვის საოცარი ცვლილებები განხორციელდა, გაუმჯობესდა მისი ფუნქცია და ტევადობა.

     ბოლო ღერი სიგარეტიდან 5 წელში –
    გარდა იმისა, რომ გულის შეტევის ალბათობა არამწევლის დონეზე დაიყვანეთ, განახევრდა ფილტვის კიბოს განვითარების რისკი!

    ბოლო ღერი სიგარეტიდან 10 წელში –
    ფილტვის კიბოს განვითარების რისკი არამწეველი ადამიანისას უტოლდება. პრე-სიმსივნური უჯრედები სრულად ჩანაცვლდა ჯანმრთელი უჯრედებით.

     15 წელი სიგარეტის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ გულის შეტევის რისკი გაუთანაბრდა სრულიად არამწეველი ადამიანისთვის არსებული რისკის ნიშნულს. თქვენი ცხოვრება რადიკალურად არის შეცვლილი, ამდროს თქვენ მოსალოცად გაქვთ საქმე, თქვენ გაიმარჯვეთ თამბაქოსთან ბრძოლაში.

გაზიარება112

დაკავშირებული -პოსტები

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

მძღოლს, რომელიც გომის მთაზე ხრამში გადავარდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა გო­მის მთის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.   პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"